ქართულ სპორტს საოცარი შემოდგომა-2011 ელის. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს! ევრო-2011 ლიტვაში გაიმართება და იქ საქართველოს ნაკრები ყოველგვარი დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს, სამართალმა პური ჭამა!

აგვისტოში საქართველოს ნაკრებმა C საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (5 მოგება, 3 წაგება) და ეს სწორედ ყველაზე უარესი მეორე ადგილი გამოდგა და, წესით, 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა ეთამაშა. მაგრამ ჩვენს ფედერაციაში ფიბასგან ფაქსი მიიღეს, რომლის თანახმადაც ამ დამატებით საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-ის ნაცვლად 10-ვე ხელმოცარულ ნაკრებს უნდა ეთამაშა, რადგან წლევანდელი სეზონიდან ევრობასკეტის B დივიზიონი გაუქმდა. თქმა არ უნდა, ეს იქნებოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც ბევრი იბრძოლა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მაშინვე ითქვა, რომ ფიბა საბოლოო ფორმატს 5 სექტემბერს ჩამოაყალიბებდა.

სიმართლე გითხრათ, სადღაც გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ ასე არ დაგვჩაგრავდნენ, მაგრამ მაინც თვალებს არ დავუჯერეთ, როცა იტალიის კალათბურთის ფედერაციის საიტზე შავით თეთრზე ამოვიკითხეთ - ფიბამ ევრობასკეტ 2011-ზე გუნდების რიცხვი 24-მდე გაზარდა და მომავალი წლის საკვალიფიკაციო ტურნირი საერთოდ გააუქმაო. საქართველომ, იტალიამ, ბოსნიამ, უკრაინამ, ლატვიამ, პოლონეთმა და ბულგარეთმა ყოველგვარი რეპეშაჟის გარეშე მიიღეს ევრო-2011-ის საგზური - იტყობინებოდა იტალიის კალათბურთის ფედერაციის საიტი. შემდეგ ინფორმაცია სხვა საიტებზეც გავრცელდა.

ჩვენ იგორ კოკოშკოვის ასისტენტ დავით უსტიაშვილს დაუკავშირდით: "ეს არის ისტორიული მოვლენა - პირველად გუნდურ სახეობებში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს უდიდესი წარმატებაა. ნაკრებს შრომა და ბრძოლა დაუფასდა. ჩვენ ხომ ძალიან ახლოს ვიყავით საგზურთან და საკმარისი იყო იტალიას ერთით მეტი ორქულიანი ჩაეგდო ისრაელთან მატჩში, ან ბრიტანეთს ორი ოვერტაიმიდან თავი ვერ დაეძვრინა და ფინალურ ეტაპზე ისედაც გავიდოდით. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება ფინალური ეტაპის კენჭისყრა. დღემდე ველოდით, თუ რა სისტემით ჩატარდებოდა დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპი, ახლა კი ველით, როგორი სისტემით იქნება ფინალური ტურნირი. ახლა მთავარია, ნაყოფიერი შეკრება გავიაროთ და ეჭვიც არ მეპარება, ყველა კალათბურთელი დაეხმარება გუნდს ლიტვაში. ერთი ახლავე შემიძლია ვთქვა, ნაკრები საქართველოს ნამდვილად არ შეარცხვენს".

ქართული სპორტის გულშემატკივრებს ფანტასტიკური შემოდგომა გველის 2011 წელს - სექტემბერში ლიტვაში საკალათბურთო ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო "ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიაში სარაგბო მსოფლიო თასზე გამოვლენ...

ლელო

zaza
მთელი გულით ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს ამ წარმატებას,ეს მათ დაიმსახურეს.იმედია კვლავ გაახარებენ ქართველებს თავისი თამაშით და ასახელებენ თავის ქვეყანას. მაგრები ხართ!!!
beso lomsadze
მართლაც სასიხარულოა, შრომა დაუფასდათ ბიჭებს, მაგრამ კალათბურთელთა ნაკრები მართლა პირველია, ვინც ევროპაზე მოხვდა, რაგბისტები პირველები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდნენ, ასე, რომ უსტიაშვილს შეცდომა არ დაუშვია
Paata
შესანიშნავია!!! მხოლოდ ერთი შენიშვნა იგორ კოკოშკოვის ასისენტის დავით უსტიაშვილის მიმართ: ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა გუნდურ სახეობაში საქართველო ასეთ წარმატებას აღწევს. პირველად ჩვენმა რაგბისტებმა გაგვახარეს! უზომოდ მიხარია! მე მგინი რო გაისათ ჩვენი გუნდი კიდე უფრო ძლიერი იქნება!
ggegechkori
ეტყობა ფორტუნა დაიღალა ამდენი ხანი ჩვენსკენ ზურგშექცევით ჯდომით
tim
ვაშაააა ძალიან მაგარიააააა
Levan
მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობაა:)))მთელ საქართველოს ვულოცავ ჩვენი ბიჭების წარმატებას და დარწმუნებული ვარ ევროპაზეც არ შეგვარცხვენენ
ბექა
ვაუ მაგარია! გილოცავთ ბიჭებო, მაგრები ხართ. იმედია ასახელებთ საქართველოს ლიტვაში
გიორგი
გილოცავთ ყველას!!! შოკში ვარ. ეს არის ქართული სპორტის აყვავების დასაწყისი. ოქროს ხანა დადგა კალათბურთში. გმირები ხართ ბიჭებო!!!
beso
გილოცავტ კველას. სიხარულისგან გაოგნებული ვარ.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა