საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე ათდღიანი შეკრებას 15 თებერვლიდან გამართავს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნული ნოდარ აკობია მოვალეობის შესრულებას 15 თებერვლიდან შეუდგება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, ათდღიანი შეკრება დაიწყება ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე.

შეგახსენებთ, აკობია სათავეში 1996 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს ჩაუდგა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შემოდგომიდან ჩაერთვება.

მწვრთნელს ზუგდიდში 23 ფეხბურთელი მიჰყავს: გიორგი ქურდაძე, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ხორხელი, ანრი არველაძე, თენგო მაკასარაშვილი (ყველა - "საბურთალო"), თორნიკე ტურავა, ჯემალ ტაბიძე, ზურაბ მალანია, ბაკურ გაბედავა, გიორგი თევზაძე, თენგიზ გოროზია, ნიკა ლაშხია (ყველა - "ბაია"), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო"), გიორგი ბაღდავაძე ("ბათუმი"), ზურაბ ჯაფიაშვილი ("დინამო", თბილისი), გიორგი ბუნტური (სტუ), ილია კერძევაძე, გიორგი ბერიძე (ორივე - "ოლიმპი"), ცოტნე მესხი, ლუკა ზარანდია (ორივე - 35-ე სკოლა), ზურაბ სეხნიაშვილი, ლაშა წიფლაშვილი (ორივე - "თელავი"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია).

მალე აკობიას გუნდს ორი ტურნირი ელის. ქართველი 17-წლამდელები ძალებს ჯერ აპრილში, თბილისში გასამართ ოთხთა ტურნირზე მოსინჯავენ - ჩვენ გარდა სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ, 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით კი ყაზახეთში "პრეზიდენტის თასის" გათამაშება გაიმართება, სადაც ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები აზერბაიჯანი, ირანი და ჩინეთი იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"