სიმფეროპოლის "ტავრიას" ვიცე-პრეზიდენტმა 34 წლის ქართველის გუნდიდან გაშვების კურიოზული მიზეზი მოიყვანა
უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 34 წლის ვასილ გიგიაძე სიმფეროპოლის "ტავრიაში" დაბრუნდეს. მაგრამ "ტავრიას" ვიცე-პრეზიდენტმა დმიტრი სელიუკმა ინტერნეტ-გაზეთ "ტერკონთან" ინტერვიუში ეს ცნობა უარყო.

"გიგიაძის დაბრუნებას კატეგორიულად უარვყოფ, ეს არის ჭორი. მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ვიცოდი, რომ გუნდთან კონტრაქტი უმთავრდებოდა, კლუბში სხვა სამსახური, სკაუტობა შევთავაზე. მან უარი გვითხრა, ჩვენ კი ორჯერ ერთი და იგივე წინანდადებით არავის მივმართავთ", - თქვა სელიუკმა.

"ტავრიას" მთავარმა მწვრთნელმა სემიონ ალტმანმა კი 34 წლის გიგიაძის გაშვების მიზეზი კურიოზულად ახსნა და არა მოთამაშის ასაკით:

"ვასოს კონტრაქტი უმთავრდებოდა. "ობოლონთან" ბოლო ტურის მატჩამდე ველაპარაკე და ვკითხე, მზად იყო თუ არა სათამაშოდ. მითხრა, თუ მენდობით, თავად ნახავთ, რაც შემიძლიაო.

ვასომ პირობა შეასრულა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მეც ჩავთავალე, რომ ქართველ ლეგიონერთან დამშვიდობებისთვის საუკეთესო დრო იყო. შემდგომში ჩვენი განშორება უფრო მტკივნეული იქნებოდა. გიგიაძეს კლუბში დარჩენა შევთავაზეთ, მაგრამ მას ჯერ კიდევ უნდა თამაში".

მოკლედ, ალტმანის "ევრიკა" უნდა დაპატენტდეს და მის ფეხბურთელებსაც ეცოდინებათ, რომ ვინც თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს, გუნდიდან სწორედ მას გაუშვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად