ბელგიური "შარლერუას" და საქართველოს ნაკრების კალთბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასრულებულ გამოკითხვაში თორნიკე შენგელიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად ლიტველი იონას ვალანჩუნასი დაასახელეს. ეს ექსპერტთა ხმებმა გადაწყვიტა, რომლებმაც ქართველ ფორვარდზე წინ სხვა ახალგაზრდები დააყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აღიარება არ ჰპოვა, შენგელია დღეს მილოცვებს მაინც იღებდა. ხუმრობა ხომ არაა, მან ლამის 27 ათასი ხმა მიიღო და მთელი 12 831-ით აჯობა ლიტველ ვალანჩუნასს. თორნიკეს ბელგიაში შევეხმიანეთ და გულშემატკივართა აღიარება ჩვენც მივულოცეთ.

- თორნიკე, გილოცავ გამოკითხვაში გამარჯვებას. დღეს ბევრმა მოგილოცა?

- კი, ძირითადად საქართველოდან მიკავშირდებოდნენ. ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, პრესის წარმომადგენლები. აქ რამდენიმე თანაგუნდელმა მომილოცა, გამოკითხვის შედეგები ინტერნეტით გაიგეს და პირველზე რომ გავედი, გაეხარდათ.

- როგორ ფიქრობ, რატომ დაიმსახურე ამდენი ხმა?

- ჩემი მეგობრები და ახლობლები ინტერნეტით ყოველდღიურად მიჭერდნენ მხარს. ვებ-გვერდის ბმული, სადაც გამოკითხვა მიმდინარეობდა, ჩემი ფეისბუქის გვერდზე იდო, ასევე საქართველოს ფედერაციის საიტზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელში. იგივე ალბათობით შეიძლებოდა სხვა კანდიდატებსაც ჰქონოდათ ბმულები გავრცელებული, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ყველაზე მეტი ხმა მივიღე, რაც ძალიან მესიამოვნა.

- როგორ ფიქრობ, ხმების უმეტესობა რომელი ქვეყნიდან იყო?

- რა თქმა უნდა, საქართველოდან. ასევე ბელგიიდანაც იქნებოდნენ, რადგან ფეისბუქში არაერთი გულშემატკივარი მყავს და ისინიც აქტიურობდნენ. მინდა ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა, რომელმაც მხარი თუნდაც ერთხელ დამიჭირა. მოგეხსენებათ, ხმის მიცემა დღეში ერთხელ იყო ნებადართული.

- მიუხედავად იმისა, რომ დიდი უპირატესობით მოიგე ინტერნეტ-გამოკითხვა, საუკეთესოდ მაინც იონას ვალანჩუნასი დაასახელეს.

- როგორც მითხრეს, გულშემატკივრებს მხოლოდ 30 პროცენტის გადაწყვეტა შეეძლოთ. ანუ მთავარი ფიბა-ევროპის ექსპერტების შეფასებები იყო. გულშემატკივრების დახმარებით კი მოვიპოვე უპირატესობა, მაგრამ საბოლოო სიტყვა სპეციალისტებმა თქვეს, რომლებმაც ვალანჩუნასი გამოარჩიეს.

- დამსახურებულად მიიღო ვალანჩუნასმა ეს ჯილდო?

- არ იმსახურებდაო, ვერავინ იტყვის. იონასმა ძალიან მძლავრად ჩაატარა გასული წელი. ლიტვის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, მსოფლიოს პირველობაზეც გამოირჩეოდა, დრაფტზე საკმაოდ მაღალ ნომრად აირჩიეს და ახლა "ლიეტუვოს რიტასში" საკმაოდ კარგად თამაშობს. ღირსეული კანდიდატები იყვნენ ნიკოლა მიროტიჩი და ენეს კანტერიც.

- შენი საქმეები როგორ მიდის? ტრავმა ვერ მოიშუშე?

- ჯერ ისევ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ვცდილობ, ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო. 20 თებერვალს რენტგენი უნდა გადამიღონ და სავარაუდოდ ამის შემდეგ ექიმები გუნდთან ერთად ვარჯიშის ნებას დამრთავენ. ამჟამად ტრენაჟორებზე და აუზში ვვარჯიშობ.

- შენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილმა კალათბურთელებმა წლეულს დრაფტი საკმაოდ წარმატებით მოილიეს. შენი ჯერი როდის დადგება?

- ძნელი სათქმელია. ისე კი სურვილი მაქვს, რომ კარიერა NBA-ში გავაგრძელო. ეს და კიდევ მომავალი წელიც მაქვს. ამ ორიდან რომელიმე წელს დრაფტზე უნდა დავდგე. ვნახოთ, რა იქნება. ტრავმის გამო დიდი ხანი გამიცდა და სეზონის დარჩენილ დროში დიდი ძალისხმევა მმართებს, რომ NBA-ს დრაფტზე დადგომა გადავწყვიტო.

gbf.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად