ისრაელის ნაკრების, "ჩელსისა" და "პორტსმუთის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ინგლისურ ფეხბურთში გატარებული წლები გაიხსენა
ვებ-გვერდმა MY11.com-მა ისრაელის ნაკრების, "ჩელსისა" და "პორტსმუთის" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ავრამ გრანტს ინტერვიუ ჩამოართვა სადაც ინგლისურ ფეხბურთში გატარებული წლების გახსენება სთხოვა.

მასალა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. აქვე გეტყვით, რომ 57 წლის ებრაელმა სპეციალისტმა რამდენიმე კვირის წინ ბელგრადის "პარტიზანი" ჩაიბარა.

- როგორ უნდა გაუმკლავდე აღმაფრენასა და დაცემას. მაგალითად ტერის მიერ აცილებულ პენალტს, რომელიც თქვენ 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის წაგებად დაგიჯდათ?

- იმას, რასაც თავად ვერ აკონტროლებთ, ვერაფერს მოუხერხებთ. ორი წლის წინ "პორტსმუთმაც" ვერ გაიტანა პენალტი "ჩელსისთან" თასის ფინალში. ასეთი რამ მწვრთნელზე დამოკიდებული არ არის. მე უპირატესობას ვანიჭებ იმას, რისი კონტროლიც შემიძლია. რა თქმა უნდა, როცა ჩემპიონთა ლიგას ასეთ ვითარებაში აგებ, მოგონებები მასზე მერე დიდხანს მიგყვება. ეს თერთმეტმეტრიანი რამდენიმე თვის წინ სინგაპურში წაკითხული ლექციის მერეც შემახსენეს, ისევე როგორც ახლა ეს თქვენ გააკეთეთ. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება.

- არის ისეთი რამ, რაც "ჩელსიში" თქვენი მუშაობის დროიდან ყველაზე მეტად გეამაყებათ?

- არ ვარ პატივმოყვარე ადამიანი, მაგრამ როცა წარსულს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ეს იყო "ჩელსის" საუკეთესო სეზონი ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მას დადებითად ახასიათებდა ისიც, როგორ ადვილად გავუმკლავდით მაშინ წარუმატებელ სტარტს. ყველა მატჩი არ მოგვიგია, მაგრამ დავამარცხეთ ისეთი გუნდები, როგორებიც იყვნენ "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "არსენალი". ვთამაშობდით საუკეთესო ფეხბურთს და სულ ცოტა დაგვაკლდა ინგლისისა და ევროპის ჩემპიონობამდე. ვამაყობ იმ სეზონით და იმით, თუ როგორ ვასპარეზობდით.

- როგორი მოთხოვნები არსებობს ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის მიმართ?

- ყველა "ჩელსის" მწვრთნელებზე არსებულ ზეწოლაზე ლაპარაკობს. ახლა სერბეთში ვმუშაობ და ზეწოლა აქაც იგრძნობა. ის მეხმარება კარგად მუშაობაში. ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. "ჩელსიში" გაქვს ყველაფერი, რომ საუკეთესო იყო - საუკეთესო ფეხბურთელები, დიდებული სპორტული ობიექტები. აბრამოვიჩი ყოველთვის ცდილობს გუნდს იდეალური პირობები შეუქმნას.

ლონდონში ხანგრძლივი პროგრამით მივედი, რათა გუნდი საუკეთესო გამეხადა. სამწუხაროდ საქმის შუა გზაზე მიტოვება მომიხდა. ზეწოლაზე ზოგი ისე ლაპარაკობს, როგორც რაღაც უარყოფითზე, მაგრამ ეს ასე არ არის.

- როგორ უნდა დაიბრუნოს ფეხბურთელმა საუკეთესო ფორმა, მაგალითად ტორესმა?

- ხალხს ავიწყდება, რომ ვარსკვლავები კომპიუტერები არ არიან. შეუძლებელია ღილაკს ხელი დააჭირო და შედეგი ისე მიიღო. ისინი ჩვეულებრივი ბიჭები არიან, საკუთარი ადამიანური განცდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი ძალების რწმენა ისევე იოლად დაკარგონ, როგორც სხვებმა. რამდენიმე წლის წინ ტორესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო. ახლა მას სწორედ საკუთარი თავის რწმენა აკლია. შეუძლებელია, მას თავისი ნიჭი ასე უცბად გაეფლანგა.

- არის რამე სხვაობა პრემიერლიგის პირველი და ბოლო ოთხეულის გუნდების მართვის სტილს შორის?

- კარგი კითხვაა. ყველა გუნდს სეზონისთვის განსხვავებული მიზნები აქვს. "ჩელსის" - ითამაშოს ისეთივე ლამაზი ფეხბურთი, როგორც "ბარსელონამ". ამ მიზნის მისაღწევად კი დიდი ფულია საჭირო. "პორტსმუთში" სულ სხვა ამოცანები მქონდა გადასაწყვეტი. მე ჩავიბარე გუნდი, რომელსაც ზედიზედ 7 თამაში ჰქონდა წაგებული და ამას გარდა კიდევ უთვალავი პრობლემა ჰქონდა.

ვალდებული ვიყავი, გუნდი ლიგაშიც დამეტოვებინა და იმავდროულად გულშემატკივრებისთვის ანუ მთელი ქალაქისთვის გუნდით სიამაყის საფუძველიც მიმეცა. პორტსმუთი ხომ მთელ ქალაქს ეკუთვნის. ის წელიწადი, როცა "პომპებს" ვწვრთნიდი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური იყო.

ჩვენ პრაქტიკულად არ გვქონდა სახსრები საარსებოდ და ჩვენ გარშემო ბევრი გაურკველობა სუფევდა. ამის მიუხედავად მაქსიმუმი გავაკეთეთ ასოციაციის თასის მოსაგებად. "ვესტ ჰემს" მიზნად ჰქონდა "არსენალის" პატარა მოდელი შეექმნა, ოღონდ თავისი აკადემიის ხარჯზე. პორტსმუთში მართლა კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ეს კარგი თამაში ქულებში არა და არ აისახა. ჰოდა, დასახულ მიზანსაც ვერ მივაღწიეთ. ის წელიწადი ჩემთვის იმედგაცრუებების წლად იქცა.

- ვრცელდება ხმები, რომ პრემიერლიგას ჟოზე მოურინიო შეიძლება დაუბრუნდეს. რას შესძენს ის კლუბს, რომელსაც ჩაიბარებს.

- მოურინიო სადაც წავა, იმ კლუბს მოურინიოს შესძენს. ის შესანიშნავი მწვრთნელია უამრავი დადებითი თვისებით, საფეხბურთი ტრიუკებითა და მრავალფეროვანი ტაქტიკით. ფეხბურთს მიღმა ის კარგი ადამიანია. ჟოზესთან ერთად "ჩელსიში" სამი თვე ვმუშაობდი და ეს დრო კარგად მახსენდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე