ფეხბურთელს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს
"ტოტენჰემის" გულშემატკივრებს სამწუხარო ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ: ლონდონელებს 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტომ ჰადლსტოუნი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაუშავდათ. ნაიარევ ტერფზე პირველმა ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც მას ხვალ განმეორებითი ქირურგიული ჩარევა ელის.

ფეხბურთელს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. კონკრეტულ თარიღზე, როდის მოახერხებს ჰადლსტოუნი გუნდში დაბრუნებას არაფერია ცნობილი. ორი წლის წინ, როცა "ტოტენჰემმა" არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური, საყოველთაო აღიარებით ტომი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

"სან პაულუსა" და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ბრუნო უვინი კარიერას "ტოტენჰემში" განაგრძობს. 20 წლის ცენტრალურ მცველს "უაით ჰართ ლეინზე" თამაში მხოლოდ მომავალი სეზონიდან შეეძლება, რადგან, მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა ივნისამდე არ გაიღება. ამ დრომდე ფეხბურთელი "დეზების" რეზერვისტთა შორის იჯარის წესით იასპარეზებს.

თუკი ბრუნო მწვრთნელების ნდობას დაიმსახურებს, "სან პაულო" მას 3,7 მილიონ ევროდ დათმობს, - ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური ვებგვერდები ავრცელებენ. "ტრიბალფუტბოლის" ინფორმაციით კი, უვინის სამსახურით დაინტერესებულები იყვნენ "ჯენოა" და "არსენალიც", მაგრამ მათ ფეხბურთელის გადაბირება ივნისიდან სურდათ. "დეზებმა" მათ განჭრიახობით აჯობეს.

უვინი "სან პაულუში" 2010 წლიდან ირიცხება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. ვფიქრობთ, ამ მიზნის მიღწევა მას ლონდონში უფრო გაუჭირდება, რადგან "ტოტენჰემში" უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველები ირიცხებიან (ლედლი კინგი, იუნეს კაბული, ვილიამ გალასი, მაიკლ დოუსონი). უვინიმ ყურადღება 2011 წელს ჩატარებულ სამხრეთი ამერიკისა და მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე მიიქცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად