ამ სიტყვებს გერმანიაში დიდი დისკუსია მოყვება
ამ სიტყვებს გერმანიაში დიდი დისკუსია მოყვება. მიუნხენის "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბუნდესლიგის მსაჯებს შეუტია - 56 წლის კალე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით გერმანელი არბიტრები რეკორდმაისტერის წინააღმდეგ მოქმედებენ.

"ჩემი აზრით, ბოლო დროს არბიტრები ზედმეტად ხშირად მოქმედებენ ჩვენს წინააღმდეგ. მაგალითად, ჰამბურგში ჰერ კირხერმა წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაგვითვალა.

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მსაჯები საქმეს ასეთი დევიზით უდგებიან: საეჭვო შემთხვევებში "ბაიერნის" წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ," - ამბობს რუმენიგე.

"ჰამბურგისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებაში, რომელიც 1:1 დასრულდა (მე-20 ტური), მართლაც იყო ძალიან საეჭვო ეპიზოდი, როცა მსაჯმა კნუტ კირხერმა რეკორდმაისტერს გოლი არ ჩაუთვალა. ხსენებულ მომენტში ჰამბურგელთა მცველმა ჰაიკო ვესტერმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მსაჯმა კი მარიო გომესზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. საბოლოოდ, მიუნხენელებმა ის თამაში ვერ მოიგეს, ახლა კი ცხრილში მეორე ადგილზე არიან.

"ახლა მოვიყვან მაგალითს, რომელმაც თვალები ამიხილა. მაშინ აბსოლუტურად ასპროცენტიანი გოლი არ ჩაგვითვალეს, რომელიც მიროსლავ კლოზემ გაიტანა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ხაზი ნახევარი მეტრით გადაკვეთა! მსაჯს ვკითხე, ნუთუ ეს ყველაფერი ვერ დაინახე-მეთქი.

მან გულახდილად მიპასუხა, რომ მისი აზრითაც გოლი იყო, მაგრამ მაინც თავი დაიზღვია, რადგან წარმოიდგინა, რა ამბავი ატყდებოდა, რომ ჩაეთვალა და მერე გარკვეულიყო, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია. ეს მართლაც იმას ნიშნავს, რომ არბიტრები წნეხის ქვეშ არიან და საეჭვო სიტუაციების დროს გადაწყვეტილებებს ჩვენს წინააღმდეგ იღებენ," - აგრძელებს რუმენიგე.

ისე, ცნობილია, რომ როცა ბავარიელები მსაჯების კრიტიკას იწყებენ, ამით საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების გადატანა უნდათ ხოლმე მაშინ, როცა სპორტული თვალსაზრისით უჭირთ. "ბაიერნს" კი ახლა მართლაც უჭირს - ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე ყოფნას რომ თავი დავანებოთ, არიენ რობენის შესახებ მიუნხენელთათვის საკმაოდ არასასურველი დისკუსიაა გაჩაღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად