ამბობენ, რომ მარიას საქმრომ, სლოვენიელმა კალათბურთელმა საშა ვუიაჩიჩმა 4x4 მეტრზე საწოლი შეუკვეთა
ჩოგბურთელ მარია შარაპოვასა და კალათბურთელ საშა ვუიაჩიჩის აგენტებმა სტამბოლში სპორტსმენების ქორწინების თარიღი შეათანხმეს.

საიდუმლო შეხვედრა იმ ვილაზე გაიმართა, რომელიც ვუიაჩიჩმა თურქეთში იქირავა. სწორედ იქ ჩაფრინდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ კომპანია IMG-ის პრეზიდენტის კუთვნილი თვითმფრინავით შარაპოვა (ამბობენ, რომ სლოვენიელმა კალათბურთელმა შეყვარებულის სტუმრობასთან დაკავშირებით 4x4 მეტრზე საწოლი შეუკვეთა).

მარიასა და საშას ქორწილის თარიღს კი მათი ახლობელი ადამიანები წყვეტდნენ. საინტერესოა, რომ "სხდომას" ათი ადამიანი ესწრებოდა და მათგან საქმროს ინტერესებს მხოლოდ მისი აგენტი წარმოადგენდა.

მან მარიას მხარეს ქორწილის მაისში ჩატარება შესთავაზა, მაგრამ ყველა წინააღმდეგი წავიდა: ამ შემთხვევაში მაშას როლან გაროსის გამოტოვება მოუწევდა. აგვისტოში ოლიმპიადის შემდეგ ორკვირიანი თაფლობის თვეც არ აღმოჩნდა მისაღები ვარიანტი, რადგან ამ შემთხვევაში შარაპოვა ვერ მოასწრებდა აშშ-ის ღია პირველობისთვის მომზადებას.

სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ მარიას კლანი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საუკეთესო დრო ნოემბრის დასაწყისია (საჩოგბურთო სეზონის დასასრული). არჩევანი შეაჩერეს ლამაზ თარიღზე - 10.11.12. იმ პერიოდში თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დაწყებული იქნება და საქმროს მოუწევს ორი კვირით კლუბის დატოვება.

სავარაუდოდ, "ეფესი" ვუიაჩიჩს ხელს არ შეუშლის.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საშა ახალ სეზონში NBA-ში, კერძოდ კი "ნიუ ჯერსი ნეტსში" დაბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Qetusi
რასაც წერთ ამის დამადასტურებელი გააქვთ რამეე??? რა სისულელეა, რუსებმა მოიგომეს ვალენტინობის დღეს ეს სტატია,მერე ამერიკელება გადააკოპირეს ეხლა თქვენც, რა უბედურებაა, რაც არ იცით იმას ნუ წერთ!!! შარაპოვას ფედერაციის თასზე აგერ 1 კვირის წინ კითხეს როდის გეგმავთ ქორწილსო და უპასუხა რომ ეს მათი პირადი საქმეა და არ იტყვის როდის, შემიძლია ვთქვა რომ უახლოს მომოვალში არაფერი იგეგმებაო. გირჩევნიათ ჯერ მისი ინტერვიუები წაიკითხოთ და მერე დაწეროთ ესეთი უაზრო და თითიდან გამოწივილი სტატიები. კიდევ ერთი სტატიის დამწერმა ისიც ვერ განსაზღვრა რომ ვუიაჩიჩის აგენტები სულელები არ არიან და ძაან კარგად იციან მარია განრიგი, რომ მაისში როლან გაროსია და სეზონი ხურს, არც ერთ ვარიანტში არ შეთავაზებდნენ ქორწილს მაისში და ვერ აგვისტოში - ოლიმპიადა შარაპოვას ოცნებაა და ესეც მშვენივრად იცის ყველამ თქვენს გარდა და კიდევ იმ არაპროფესიონალის ვინც ეს სტატია დაწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა