"აეროფლოტის" საჭადრაკო ფესტივალში ჯობავამ მე-19 ადგილი დაიკავა, ნაზი პაიკიძემ ბოლო, მერი არაბიძემ კი 105-ე
გუშინ მოსკოვში დამთავრდა "აეროფლოტის" ტრადიციული მე-11 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც 3 ქართველიც მონაწილეობდა.

A ტურნირში 84 მონაწილეს შორის 78 დიდოსტატი გახლდათ. ბოლო ტურის წინ სამი მათგანი 6-6 ქულით მეწინავეობდა. ოთხ მოასპარეზეს 5,5-5,5 ქულა ჰქონდა, რომლებსაც 5-5 ქულით საკმაოდ დიდი ჯგუფი მიჰყვებოდა კვალდაკვალ. მის რიგებში გახლდათ გალელი ბაადურ ჯობავა, რომელიც გუშინ იტალიელ ფაბიანო კარუანას დაუზავდა და 5,5 ქულას მოუყარა თავი, რაც მხოლოდ მე-19 ადგილისთვის (700 ევრო) აღმოჩნდა საკმარისი.

ქართველი მოჭადრაკე შედეგით უკმაყოფილოა და დღეს ბლიცტურნირში აპირებს რევანშის აღებას. ნაზი პაიკიძე გუშინ პერუელ ხორხე კორის დაუზავდა და 1,5 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.

მეწინავეთა მე-9 ტურში ყაიმზე შეთანხმდნენ: ანტონ კორიბოვი (უკრაინა) - მატეუშ ბარტელი (პოლონეთი), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - პაველ ელიანოვი (უკრაინა), ჰრანტ მელქუმიანი (სომხეთი) - ალექსანდრ ხალიფმანი (რუსეთი), ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი) - ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი), ევგენი ალექსეევი (რუსეთი) - ანტონ შომოევი (რუსეთი), ივან პოპოვი (რუსეთი) - ბუ სიანჭი (ჩინეთი), ჟო იანჩაო (ჩინეთი) - მარკუს რაგერი (ავსტრია), ვლადიმირ ფედოსევეი (რუსეთი) - ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა), ივან სოკოლოვი (ჰოლანდია) - კარენ გრიგორიანი (სომხეთი), ხოლო მაქსიმ როდშტეინმა (ისრაელი) ვადიმ ზვიაგინცევი (რუსეთი) დაამარცხა.

ამრიგად, ცხრა შესაძლებლიდან 6,5-6,5 ქულა სამმა მოჭადრაკემ მოაგროვა. დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე 25 წლის პოლონელი დიდოსტატი მატეუშ ბარტელი გავიდა, რომელმაც "აეროფლოტის" ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. მეორე-მესამე ადგილები ანტონ კორობოვმა და პაველ ელიანოვმა გაინაწილეს. ხუთმა მოჭადრაკემ (ალექსანდრ ხალიფმანი, მაქსიმ როდშტეინი, ფაბიანო კარუანა, ჰრანტ მელქუმიანი, დმიტრი ანდრეიკინი) 6-6 ქულას მოუყარა თავი.

B ტურნირის ბოლო ტურში თურქი ემრე ჯანი ჩინელ ვენ იანს დაუზავდა და 7,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ლიდერთა ჯგუფის წევრები: ანდრეი სტუკოპინი-ალექსანდრ შიმანოვი, ალექსეი რეშეტნიკოვი-ვლადიმირ დობროვი, დმიტრი ობოლენსკიხი-გრიგორი ოპარინი, ხოლო სტანისლავ ბოგდანოვიჩმა პაველ პოტაპოვი დაამარცხა.

მერი არაბიძემ თეთრი ფიგურებით რეიტინგში მასზე დაბლა მდგარ (84 პუნქტით) პეტრა პაპთან (უნგრეთი) წააგო და 3,5 ქულით 105-ე ადგილზე გავიდა. 6,5-6,5 ქულით მეორე-მერვე ადგილები ვენ იანმა, შიმანოვმა, სტუკოპინმა, ოპარინმა, დობროვმა, რეშეტნიკოვმა (ყველა-რუსეთი) და ბოგდანოვიჩმა გაიყვეს.

დღეს "აეროფლოტის" ფესტივალზე ბლიცტურნირი (საპრიზო ფონდი - 25 ათასი ევრო) გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად