ვალენტინის დღესთან დაკავშირებულ ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეთა ტურნირზე ჩვენებური კვარცხლბეკზე ავიდა
ცამეტი წლის მხატვრულ ტანმოვარჯიშე გაბრიელა ხვედელიძეს მეგობრები სიყვარულით გაბის ეძახიან.

ორიოდე დღის წინათ იგი თანატოლებთან ერთად ტარტუში იმყოფებოდა (დელეგაციის ხელმძღვანელი - ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ფიქრია ფანქველაშვილი) წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებულ ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირზე.

ბალტიისპირეთში 24 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ისინი ცალკეული საგნებითა და ჯგუფურ ვარჯიშში ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ.

გაბრიელა ხვედელიძეს (მწვრთნელი ბელა კობალაძე) გურზებით ვარჯიშში მცირედი დააკლდა მედლამდე - მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მაინც ავიდა, როგორც ასპარეზობის "მის ვალენტინი".

პირად პირველობაში ლიზა ბაქრაძეც (მწვრთნელი თინა ნადირაშვილი) მონაწილეობდა, მაგრამ მედალს ვერც მან გამოჰკრა ხელი, სამაგიეროდ, ჯგუფურ ვარჯიშში მედეა გათენაძემ, სალომე ბურდილაძემ, ლიანა ცეცაძემ, ქეთი და ნაზი ასიტაშვილებმა (მწვრთნელები-თინა ნადირაშვილი, თამილა ტლაშაძე) იყოჩაღეს: ჯერ ხუთი ბურთით, შემდეგ კი ორი რგოლითა და სამი ლენტით პაექრობებში მოიხვეჭეს ვერცხლის მედლები.

ბალტიისპირეთში გამგზავრებამდე ახალგაზრდა ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშეები ბაქოს ღია პირველობაში მონაწილეობდნენ.

მრავალჭიდში სოფიო ფარულავამ (მწვრთნელი ლუბა სერგოვანცევა) მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო რგოლითა და ლენტით, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო დაისაკუთრა, ლიზა ბაქრაძე კი ბურთითა და გურზებით მესამე ადგილებზე გავიდა.

ქართველი ტანმოვარჯიშეებისთვის ორივე ტურნირში მონაწილეობა ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობისთვის მზადებას ემსახურებოდა. ეს შეჯიბრება კი 1-3 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა