ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა უეინ სმიტმა ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცობის სურვილი გამოთქვა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, უეინ სმიტმა ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცობის სურვილი გამოთქვა.

სმიტი "ოლ ბლექსის" ყოფილი თავკაცის გრემ ჰენრის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, როცა ამ გუნდმა ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათმაშება მოიგო.

არჩევნები ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე ერთი კვირის თავზე დასრულდება. ინგლისის რაგბის კავშირი საბოლოო სიიდან შეეცდება ოპტიმალური არჩევანი გააკეთოს.

ყველაზე რეალურ კანდიდატად ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი დროებითი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი მიიჩნევა, რომელმაც განაცხადი თვის დასაწყისში შეიტანა. მისი ხელმძღვანელობით "პომებმა" უკვე შეძლეს ორი გამარჯვების მოპოვება შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან ექვსი ერის გათმაშების მატჩებში. ლანკასტერის უმთავრეს კონკურენტად იტალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკ მალეტი მიიჩნევა.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა სურთ იაპონიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ახალზელანდიელ ჯონ ქირვანს, ირლანდიის ეროვნული გუნდის ყოფილ თავკაც ედი ოსალივანს და "ნორსჰემპთონის" დამრიგებელს ნიკ მალინდერს.

საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს "კლერმონის" თავკაცმა, ახალზელანდიელმა ვერნ კოტერმა, სერ კლაივ ვუდვორდმა, დენ რაიანმა და გრემ ჰენრიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო