ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზაზა ფაჩულიამ "ფინიქს" 15 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიამ "ფინიქს" 15 ქულა ჩაუგდო

ქართველი ცენტრის "ატლანტა" მიმდინარე სეზონში მეორედ შეხვდა იგორ კოკოშკოვის "ფინიქსს" და ამჯერად 101:99 დაამარცხა
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსი" მიმდინარე სეზონში მეორედ შეხვდა იგორ კოკოშკოვის "ფინიქსს" და შინ განცდილი მარცხის გამო რევანში სტუმრად აიღო.

ჩვენთვის ამ მოვლენაზე უფრო საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ფაჩულიამ "ფინიქსთან" წინა შეხვედრაში კარგად ითამაშა, თუმცა გუშინ ის კიდევ უფრო შედეგიანი იყო და კოკოშკოვს საკუთარი შესაძლებლობები მოედნიდან კიდევ ერთხელ დაუმტკიცა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 34 წუთი გაატარა. ზაზამ 9 ორქულიანიდან 6 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 4 ცდიდან 3 სროლა გამოიყენა. ჯამში ფაჩულიამ 15 ქულა დააგროვა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის მეორე საუკეთესო შედეგია.

ზაზას პირადი რეკორდი 27 იანვარს "დეტროიტის" წინააღმდეგ მოპოვებული 16 ქულა იყო. ბარემ აქვე გამცნობთ, რომ NBA-ში მისი საუკეთესო შედეგი 27 ქულაა, რომელიც ფაჩულიამ 2006-07 წლების სეზონში, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ 100:97 მოგებულ მატჩში მოაგროვა.

ატლანტელებმა "ფინიქსში" გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვეს. პირველი მეოთხედის 10 ქულით წაგების შემდეგ ფაჩულიას გუნდმა მეორე პერიოდი 26:25 მოიგო, მესამეში 26:21 იმარჯვა და გადამწყვეტ თორმეტწუთეულში ტოლსწორ ბრძოლაში ორქულიან გამარჯვებას მიაღწია - 101:99.

მატჩის გმირი ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც ატლანტელებს 30 ქულა, 17 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა. ფაჩულიას 15 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჰქონდა. ზაზას ფინიქსელმა ოპონენტმა მარცინ გორტატმა კი შეხვედრა 13 ქულით, 6 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით დაასრულა.

ატლანტელებს 19 მოგების წილ 11 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში "ორლანდოსთან" ერთად კვლავ მეოთხე ადგილს იყოფენ.

დასავლურ ტურნეში მყოფი "ჰოუქსისთვის" მორიგი გაჩერება პორტლენდშია, სადაც ფაჩულიას გუნდი "ბლეიზერსს" 19 თებერვალს დაუპირისპირდება.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად