ფეხბურთელმა რომის "ლაციოსთან" ხელშეკრულება 2014 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა
სტეფანო მაური დიდი ხანია ტრავმირებულია, არადა, ედი რეიას ფორმაციის "ლაციოს" ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და გუნდს აშკარად აკლია.

ბოლო ინფორმაციით, 31 წლის ნახევარმცველი სარეაბილიტაციო პერიოდის ბოლო ეტაპს გადის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თვის ბოლომდე დაუბრუნდება მოედანს.

მაურის შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლის 1 ივნისამდე გაახანგრძლივა. აქამდე მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა და მისი გახანგრძლივება "ლაციოს" მესვეურთა პრიორიტეტულ საქმეთა შორის გახლდათ. ამის შესახებ პრესასთან რომაული კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ განაცხადა:

"ძალიან გვინდოდა მაურისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება და გახარებული ვარ, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდა. სტეფანო ნამდვილი "ლაციალეა", დიდხანს არ უფიქრია და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა. მალე დაუბრუნდება მოედანს და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს უდიდეს სარგებელს მოუტანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის