არაბეთის გაერთიანებული ემირატების გუნდი "ალ აჰლი" "ნაპოლის" კიპერის მორგან დე სანკტისის გადაბირებას ლამობს
ბოლო დროს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაბეთის გაერთიანებული ემირატების გუნდი "ალ აჰლი" "ნაპოლის" კიპერის მორგან დე სანკტისის გადაბირებას ლამობს.

ამბობენ, რომ არაბები მიზნის მიღწევას ზაფხულში შეეცდებიან და 34 წლის იტალიელ კიპერს კოლოსალურ გასამრჯერლოს შესთავაზებენ.

აღნიშნული ეჭვები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მორგანმა ნეაპოლური კლუბის მიერ მისთვის გამზადებულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა და კონტრაქტის ვადები უცვლელი დატოვა. თუმცა, თავად კიპერი გავრცელებულ ცნობებს აბსურდულს უწოდებს:

"პირადად მე, არავინ შემხმიანებია და შესაბამისად, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. ერთი ვიცი, ნეაპოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს.

რატომ არ მოვაწერე კონტრაქტს ხელი? - ჩემს ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ზაფხულში გასდის და ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ხელშეკრულების დეტალები შუა სეზონში შევისწავლო. კლუბის მესვეურებს შევთავაზე, რომ ეს საკითხი ზაფხულში მოგვეგვარებინა და ისინიც დამთანხმდნენ. ასე რომ, ცრუ განგაშს ნუ ავტეხავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი