"მილანის" მესვეურები ფლორენციელ კოლეგებს მაცდურ წინადადებას უმზადებენ
ზამთრის სატრანსფერო პერიოდი "ფიორენტინას" მესვეურებმა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გადაიბირეს და ამით, ნაწილობრივ მაინც მოიგეს განრისხებული ტიფოზების გულები.

დიახ, განრისხებული, რადგან ბოლო წლებში ტოსკანელები ძირითადად ყიდდნენ მოთამაშეებს, რამაც ულტრასთა არაერთი საპროტესტო აქცია გამოიწვია. როგორც ჩანს, ფლორენციული კლუბის მესვეურებს ზაფხულშიც დიდი ჯაფა დაადგებათ, რადგან "ფიორენტინას" ფეხბურთელების მიმართ აქედანვე იჩენენ ინტერესს...

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, "მილანის" მესვეურები ფლორენციელ კოლეგებს მაცდურ წინადადებას უმზადებენ, რომელიც რიკარდო მონტოლივოსა და ჩეზარე ნატალის ლომბარდიულ გრანდში გადაბარგებას გულისხმობს.

ნატალი ტოსკანელთა უკანა ხაზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, მონტოლივო კი სულაც გუნდის ლიდერი. ამ უკანასკნელის "როსონერიში" გადაბარგების შესახებ ადრეც ბევრი დაიწერა და როგორც ჩანს, მილანელები მართლაც ძალიან არიან მისი გადაბირებით დაინტერესებულნი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ორი ფეხბურთელის ლომბარდიაში გადაბარგება "ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა პანტელეო კორვინომ არ გამორიცხა – მეტიც, მან თქვა, ამის ალბათობა საკმაოდ დიდიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს