"ნიუ იორკი" საკუთარ მოედანზე იღებდა "საკრამენტოს" და საერთოდ დაივიწყა სტუმართმოყვარეობის წესები
დიდი სათამაშო დღე გაიმართა გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯერემი ლინის შესახებ ვთქვათ.

"ნიუ იორკი" საკუთარ მოედანზე იღებდა "საკრამენტოს" და საერთოდ დაივიწყა სტუმართმოყვარეობის წესები. რთული სათქმელია, რა ანგარიშით დასრულდებოდა შეხვედრა, 28-ქულიანი უპირატესობის მიღწევის შემდეგ "ნიქსს" თამაში რომ არ მიეტოვებინა და მეტოქეზე ორჯერ მეტი შეცდომა რომ არ დაეშვა.

სხვათა შორის ნიუიორკელთა შეცდომების მესამედი ლინის ანგარიშზეა. თუმცა გამთამაშებელმა მაინც მოასწრო მორიგი ორმაგი დუბლის შესრულება - 10 ქულა და 13 პასი (კარიერის რეკორდი), რასაც 5 მოხსნაც დაუმატა სულ რაღაც 26 წუთის განმავლობაში.

"ნიუ იორკისთვის" ეს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იყო, "სან ანტონიომ" კი გუშინ ზედიზედ მეცხრე მოგება იზეიმა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ეს სერია კანადაში შეწყდებოდა, თუმცა "ტორონტოსთან" ვიზიტი მაინც რთული გამოდგა.

საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე კალდერონმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. სენსაციის რეალური შანსი გაჩნდა, მაგრამ "სპურსმა" 8:2 გაქცევა მოაწყო და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ეს სპურტი ტონი პარკერის დამსახურებაა, რომელმაც 34 ქულა და 14 შედეგიანი პასი შეასრულა. თანდათან ზრდის დატვირთვებს მანუ ჯინობილი - ამჯერად, არგენტინელმა 20 წუთი ითამაშა და 11 ქულა დააგროვა.

ის, რაც "ტორონტომ" ვერ შეძლო, "დეტროიტმა" მოახერხა, რომელმაც დღის ერთ-ერთი მთავარი სიუპრიზი შემოგვთავაზა. მაგრამ შეიძლება ეს არც იყოს სიუპრიზი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "პისტონზმა" ბოლო რვა მატჩში ექვსჯერ მოიგო, მის მეტოქეს "ბოსტონს" კი უამრავი პრობლემა ჰქონდა - კევინ გარნეტის არყოფნა, რეი ალენის მიერ თამაშიდან ჩაგდებული ერთი ბურთი, სასტარტოში გამოსული ჯერმეინ ო'ნილი, რომელმაც ერთი საცოდავი ქულა დააგროვა...

გარკვეული ხანი სხვების ნაცვლად რაჟონ რონდო თამაშობდა, რომელმაც 35 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა. მაგრამ საკუთარი გმირები მოწინააღმდეგესაც ჰყავდა - სტაკისა და გორდონის დუეტი, რომელმაც ჯამში 47 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, ახალგაზრდობა გაიხსენა ბენ უოლასმა და 11 მოხსნით დაასრულა მატჩი.

"დალასი" ორი მცველის - ჯეისონ ტერისა და როდრიგ ბობუას გარეშე შეხვდა "დენვერთან" მატჩს, მეორე მეოთხედში თითი მოიტეხა დელონტე უესტმა... მაინც და მაინც სასიამოვნო ამბები არ იყო ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შეტევის წინააღმდეგ. ჯეისონ კიდისთვის რთული გახლდათ რეაქტიული ტაი ლოუსონის მეურვეობა.

ამ უკანასკნელს "მავერიქსი" კარგი ურთიერთდაზღვევითა და შონ მერიონის ბრწყინვალე თამაშით გაუმკლავდა. ვეტერანი ფორვარდი ყველაფერს ასწრებდა - აგდებდა, პასებს არიგებდა, ფარიდან ხსნიდა, პარტნიორებს ეხმარებოდა. შემთხვევითი არ იყო, რომ მატჩის შემდეგ "დალასის" მწვრთნელმა რიკ კარლაილმა მთავარ გმირად სწორედ მერიონი მოიხსენია.

მასპინძლებმა მოულოდნელად ძალიან იოლად მოიგეს: ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა 29 ქულას შეადგენდა. თუმცა ეს დიდი სენსაცია არ არის იმის გათვალისწინებით, რომ "ნაგეტსს" შემადგენლობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები აქვს: არ თამაშობენ დანილო გალინარი და ნენე ილარიო. თანაც ჩააგდეს თამაში ლოუსონმა და აფლალომ - მათ თამაშიდან 14-დან ერთი ბურთი ჩააგდეს და ერთად ორი შედეგიანი პასი მიითვალეს.

ტორონტო-სან ანტონიო 106:113

17:25, 28:30, 33:28, 28:30

ტ: დეროზანი (29), კალდერონი (16+11 პასი), დევისი (11), ა. ჯონსონი (10+7 მოხსნა), კარტერი (10+6 პასი), ბატლერი (10).

ს-ა: პარკერი (34+14 პასი), გრინი (13+7 მოხსნა), სპლიტერი (13), ჯინობილი (11), ჯეფერსონი (10+3 ჩაჭრა), ბონერი (10).

ნიუ იორკი-საკრამენტო 100:85

25:17, 29:19, 23:19, 23:30

ნ-ი: ფილდზი (15+10 მოხსნა+5 პასი), უოკერი (14), ნოვაკი (14), სტაუდმაიერი (11), შუმპერტი (11), ლინი (10+13 პასი), ჯეფრიზი (10+9 მოხსნა).

ს: ევანსი (19+5 პასი), კაზინსი (15), ტომასი (14), ტორნტონი (13).

ბოსტონი-დეტროიტი 88:98

28:26, 21:21, 23:26, 16:25

ბ: რონდო (35+6 პასი+4 ჩაჭრა), უილკოქსი (17+9 მოხსნა), პირსი (10+5 პასი), ალენი (10+6 მოხსნა), ჯონსონი (10).

დ: სტაკი (25), მონრო (22+9 მოხსნა), გორდონი (22), პრინსი (10), უოლასი (2+11 მოხსნა).

მილუოკი-ნიუ ორლეანი 89:92

28:27, 17:23, 20:22, 24:20

მ: ილიასოვა (23+7 მოხსნა), ჯენინგსი (18+3 ჩაჭრა), დელფინო (11+3 ჩაჭრა), გუდენი (11), დანლივი (10).

ნ-ო: ბელინელი (22), კამანი (18+10 მოხსნა), არიზა (14+7 მოხსნა), აიონი (12+12 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ფინიქსი-ატლანტა 99:101

31:21, 25:26, 21:26, 22:28

ფ: ნეში (22+16 პასი), ჰილი (18+6 მოხსნა), ფრაი (13+11 მოხსნა), გორტატი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), დადლი (11).

ა: სმიტი (30+17 მოხსნა+7 პასი), გრინი (20+3 ჩაჭრა), ტიგი (16+5 პასი), ფაჩულია (15).

კლიპერსი-ვაშინგტონი 102:84

23:20, 27:27, 24:19, 28:18

კ: გრიფინი (23+15 მოხსნა), ბატლერი (21), პოლი (16+9 პასი), ჯორდანი (11+9 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (11), ფოიე (10).

ვ: მაკგი (18), უოლი (18+12 პასი+6 მოხსნა), იანგი (14), კროუფორდი (12).

ორლანდო-ფილადელფია 103:87

29:16, 26:23,24:31, 24:17

ო: ანდერსონი (27), ჰოვარდი (17+14 მოხსნა), რიჩარდსონი (14), ნელსონი (12+14 პასი), რედიკი (12), თურქოგლუ (11+7 მოხსნა).

ფ: უილიამსი (21), იგუოდალა (15), ბრენდი (13), იანგი (12), ვუჩევიჩი (10).

ნიუ ჯერსი-მემფისი 100:105

28:23, 27:30, 23:24, 22:28

ნ-ჯ: დ. უილიამსი (26+11 პასი), მოროუ (17), ბრუქსი (12), გეინსი (11+7 პასი), ჰემფრიზი (10+7 მოხსნა), შ. უილიამსი (10+12 მოხსნა+3 დაფარება), პეტრო (10).

მ: გეი (25+6 მოხსნა), ალენი (21+5 ჩაჭრა), სპეიტსი (20+18 მოხსნა), კონლი (16+10 პასი+4 ჩაჭრა), მ. გასოლი (12+7 მოხსნა).

კლივლენდი-ინდიანა 98:87

32:20, 24:18, 23:23, 19:26

კ: ირვინგი (22+5 პასი), ერდენი (18+8 მოხსნა), ჯეიმისონი (13+8 მოხსნა), სეშენსი (13), კასპი (10+9 მოხსნა).

დ: კოლისონი (18), ჰიბერტი (17+8 მოხსნა), ჯორჯი (11+8 მოხსნა), პრაისი (11), უესტი (10+10 მოხსნა).

მინესოტა-შარლოტი 102:90

25:30, 21:18, 30:18, 26:24

მ: ლავი (30+ 18 მოხსნა), პეკოვიჩი (21+11 მოხსნა+3 დაფარება), ბარეა (12+8 პასი), რიდნური (10+5 პასი).

შ: უოკერი (21+6 მოხსნა), მაგეტი (18), დიაო (14+9 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (10+7 მოხსნა).

დალასი-დენვერი 102:84

27:17, 24:22, 32:15, 19:30

დალ: მერიონი (16+10 მოხსნა+6 პასი), კარტერი (15+6 მოხსნა), ოდომი (14), კიდი (13+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (12), რაიტი (10+7 მოხსნა).

დენ: ფერნანდესი (14), ჰარინგტონი (13), კუფრე (12+14 მოხსნა), ფარიდი (12), ჰემილტონი (10), ბრიუერი (9+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ანდერსენი (6+11 მოხსნა).

გ. სტეიტი-პორტლენდი 91:93

27:20, 27:37, 16:15, 21:21

გ-ს: ლი (29+11 მოხსნა), რობინსონი (21), რაიტი (12), ელისი (10+5 პასი).

პ: უოლასი (24+6 მოხსნა), ბატუმი (17), კროუფორდი (14+6 პასი), კემბი (12+11 მოხსნა), ფელტონი (10+6 პასი).

ჰიტს კამანი უნდა

ამერიკული პრესის ინფორმაციით, "მაიამი ჰიტი" "ნიუ ორლეანის" ცენტრით კრის კამანით დაინტერესებას გამოხატავს. კერძოდ, ფლორიდელთა პრეზიდენტი პატ რაილი მოთამაშის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა განიხილა.

ამ სეზონში კამანმა რეგულარულ ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 10.9 ქულა, 7.5 მოხსნა და 1.4 შედეგიანი პასი დააგროვა. გასულ წელს გერმანიის ნაკრების წევრი "კლიპერსის" ღირსებას იცავდა. სწორედ ამ გუნდმა აირჩია 2006 წელს კრისი დრაფტი მეექვსე ნომრად.

სულ კამანს NBA-ში 514 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე საშუალოდ 11.8 ქულა და 8.3 მოხსნა მოდის.

აივერსონმა ვენესუელა აირჩია?

NBA-ის ვეტერანი მცველის ალენ აივერსონის შეძენაზე მთავარ პრეტენდენტებად რჩებიან ვენესუელის "გუაროს დე ლარა" და პუერტო რიკოს "ინდიოს დე მაიაკესი". ორივე კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კალათბურთელს საუკეთესო წინადადება შესთავაზეს.

როგორც ვენესუელური პრესა წერს, აივერსონი უფრო "გუანოს დე ლარას" ვარიანტისკენ იხრება და შეიძლება ამ გუნდთან კონტრაქტი უახლოეს საათებში გააფორმოს. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აივერსონისთვის ბრძოლაში "ლეიკერსიც" ჩაება, მაგრამ კალიფორნიულ კლუბს თავდაპირველად კალათბურთელის D-ლიგაში გაშვება სურს.

ალენის ბოლო კლუბი თურქეთის "ბეშიქთაში" იყო. NBA-ში მას "ფილადელფიას", "დენვერის", "დეტროიტისა" და "მემფისის" რიგებში 914 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 26.7 ქულა, 6.2 პასი და 3.7 მოხსნაა დაგროვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა