საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაასრულა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაასრულა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება.

ბოლო ქალაქი, რომელმაც სოკ-ში განაცხადი შეიტანა, სტამბოლი იყო, რის შემდეგაც პრეტენდენტთა სიამ ასეთი სახე მიიღო - დოჰა (კატარი), ბაქო (აზერბაიჯანი), მადრიდი (ესპანეთი), ტოკიო (იაპონია) და სტამბოლი (თურქეთი).

აღსანიშნავია, რომ თურქეთის დე-ფაქტო პირველი ქალაქი მეხუთედ იწყებს ოლიმპიურ საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას. მანამდე სტამბოლი 2000, 2004, 2008 და 2012 წლების ოლიმპიადის მასპინძლობისთვის იბრძოდა, მაგრამ არჩევნებში მარცხი განიცადა. როგორც ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჰასან არათმა განაცხადა, ამჯერად მის ორგანიზაციას ახალი კონცეპცია ექნება, რომლის მეშვეობითაც ამომრჩევლები თურქეთს ახალი მხრიდან დაინახავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ წინასსარჩევნო ოლიმპიურ რბოლაში აქცენტი შეიძლება აღმოსავლეთზე იქნას გადატანილი - ხუთი ქალაქიდან ორი აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენს (სტამბოლი და ბაქო), კიდევ ორი - აზიას (ტოკიო და დოჰა). რომისა და პარიზის უარის შემდეგ კი დასავლეთი ევროპა მხოლოდ მადრიდით არის წარმოდგენილი.

თუ კანდიდატი ქალაქების შანსებზე ვილაპარაკებთ, ის საკმაოდ მაღალი აქვს მადრიდს, რომელმაც წინა ორი არჩევნები წააგო. ესპანეთის დედაქალაქის სასარგებლოდ სწორედ ის ფაქტი ლაპარაკობს, რომ ეს გახლავთ დასავლეთი ევროპის ერთადერთი წარმომადგენელი. ამასთან, 2016 წლის თამაშები არა ევროპაში, არამედ ბრაზილიაში, კერძოდ კი რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება.

მადრიდს სერიოზული კონკურენცია შეუძლია გაუწიოს სტამბოლმა, რომელმაც, როგორც გითხარით, ოთხჯერ წააგო არჩევნები. "ფარული" ფავორიტი შეიძლება გახდეს ბაქო, რომელიც 2016 წლის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევისას დამარცხდა. აზერბაიჯანის დედაქალაქს საკმარისი პოტენციალი გააჩნია, თან უდიდესი სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი ილჰამ ალიევი გახლავთ.

რაც შეეხება დოჰას, კატარელებს გონებაში უტრიალებთ რიო-დე-ჟანეიროს წარმატება, რომელმაც 2016 წლის თამაშები მიიღო იმის მიუხედავად, რომ იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდა მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

მაგრამ დოჰას, შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს შემდეგმა ფაქტორმა, როცა კატარს 2022 წლის საფეხბურთო მუნდიალი მისცეს, ბევრმა ეს ქვეყანა ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა. თანაც, დოჰას განაცხადის მიხედვით, ოლიმპიადის ჩატარების თვეებად სექტემბერი და ოქტომბერია დასახელებული, რაც სპორტის ბევრი სახეობისთვის მიუღებელი თარიღია.

2020 წლის ზაფხულის თამაშების დედაქალაქს 2013 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ სესიაზე აირჩევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო