ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუსეთში გაზრდილ იგორ ჩემინავას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს?

რუსეთში გაზრდილ იგორ ჩემინავას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს?

ვარაუდობენ, რომ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მცველმა ფოტოსესიის დროს საქართველოს გერბიანი მაისურა განზრახ ჩაიცვა
იგორ რევდიკის ძე ჩემინავა 1991 წელს პეტერბურგში დაიბადა, "ზენიტის" საფეხბურთო სკოლის გაზრდილი და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია.

ცხადია, აფხაზი ქართული ტომია და ჩემინავაც ქართული გვარია, მაგრამ რუსეთის იმპერიამ ჩვენს შორის წყალგამყოფი რომ გაავლო, მას შემდეგ მსოფლიოს მოევლინა ქართველი და აფხაზი ხოჯავები, გოგუები, წერეთლები (?!), სალუქვაძეები (?!), სხვადასხვა ეროვნების ძმებიც კი (?!). ცხადია, ჩემინავას აფხაზობა გასაკვირი არ იქნებოდა.

ასეც ვიცოდით, რომ ეს ტანმაღალი მცველი (186 სმ) აფხაზობდა და გამომდინარე აქედან, საქართველოს ნაკრებში მის მიწვევაზე ლაპარაკი არასოდეს ყოფილა - მიზეზებს ახსნა არ სჭირდება, ძალიანაც რომ სურდეს, აფხაზი საქართველოს ნაკრებში თამაშს მოერიდება. მაგრამ...

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ფეხბურთელები პოპულარულ ჟურნალ "როლინგ სტოუნის" ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ, რამაც ქართველ გულშემატკივრებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

რატომ? ამტკიცებენ, რომ ჩემინავას მაისურაზე საქართველოს გერბია გამოსახული და ვარაუდი გამოითქვა, რომ ფეხბურთელმა ამით ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და იქნებ, ფეხბურთის ფედერაცია იგორის გადმობირებას შეეცადოსო.

დააფიქსირეს განსახვავებული აზრიც, ეს იყო არა ჩვენი, არამედ მოსკოვის გერბი. მაგრამ არ ჩანს რუსეთის დედაქალაქის გერბზე არსებული მწვანე ფერი. სურათი არ არის მკაფიო, ორიგინალსაც ვერ მივაკვლიეთ და ვერ ვამტკიცებთ "ზენიტის" მცველის მაისურაზე რა არის გამოსახული, მაგრამ საქართველოს გერბს მართლაც ჰგავს.

აღმოჩნდა, რომ ჩემინავათი ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდნენ საქართველოს ახალგარდული და ეროვნული ნაკრებების ხელმძღვანელები. ეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სოსო ჭედიამ დაგვიდასტურა.

უფრო მეტი გვითხრა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გელა ინალიშვილმა:

"რატომ გიკვირთ, ჩემინავა საქართველოს გერბიანი მაისურით რომ გამოჩნდა? დიახ, იგორი პეტერბურგშია გაზრდილი, რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ქართველია. მამამისი გალში ცხოვრობდა, მაგრამ აფხაზეთის ომის დაწყებამდე წავიდა პეტერბურგში და რუსზე დაოჯახდა.

კარგად ვიცნობ იგორის ნათლიას და ისიც ვიცი, რომ თბილისში, დიდუბის ეკლესიაში მონათლა. მართალია, ქართული არ იცის, მაგრამ იგორი საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოდის და საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილიც აქვს.

ჩემინავას ჩამოყვანა წინა ციკლშიც გვსურდა, მაგრამ ვერ მოვასწარით - უკვე გამოძახებული იყო რუსეთის ახალგაზრდულ გუნდში და ითამაშა კიდეც. მაგრამ იმედი ჯერ არ გადაგვიწურავს და ამ საკითხზე მუშაობა მიდის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• japaneze

ცნობილი ფეხბურთელი გიორგი ანჩაბაძე არის წარმოშობით აფხაზეთიდან, აფხაზებში ერთ-ერთი წარჩინებული გვარის მქონე, ის თავს ქართველად თვლის და ასე იყო ისტორიულად. იქნებ წერეთელია ფხაზი, სალუქვაძე, შერვაშიძე,ანჩაბაძე?

• Leo-dzia,

Afxazi qartveli, afxazic qartvelia da yvelac vinc saqartvelos gamoadgeba.. Danarchenze chichyini ar girs. .

• kartveli-afxazi

სტატიის ავტორს მივმართავ... ,,აფხაზი ქართული ტომია" საინტერესოა ეს რომელი ქართველი ისტორიკოსის კვლევებში ამოიკითხეთ? ივანე ჯავახიშვილი, ნიკო მარი, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი მელიქიშვილი და სხვები აფხაზებს ქართულ ტომად არ მიიჩნევს...ჰოდა აი დამაინტერესა თუ საიდან გაქვთ თქვენ აფხაზების ქართული ტომობის დამადასტურებელი ინფო?! სწოირედ მსგავსა მიდგომებმა დაგვაკარგვინა აფხაზეთი...ჩვენი ისტორიკოსები ერთ გვეუბნებიან, ჩვენ კი მეორეს ვიმეორებთ...აფხაზები არიან ქართველთა მონათესავეები, მაგრამ ქართველები არ არიან...სანამ მსგავს პასაჟებს გააკეთებთ უმჯობესია გაერკვიოთ ისტორიულ საკითხებში...გმადლობთ ყურადღებისათვის...ქართველი-აფხაზი...

• Джони

რა სჭჯრს ამ ფედერაციას ? თუ არ იციან რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მაინც ჰკითხონ. რაც შეეხება ჩიმინავას კარგი ფეხბურთელია და ჩვენს ნაკრებში უნდა ითამაშოს!!!!

• tengo

ნუ ხართ სკეპტიკოსები,მე როგორც ვიცი მართლა სურს მის ოჯახს იგორის საკართველოს ნაკრებში თამაში და არც თვითონ არის წინააღმდეგი,მაგრამ ადამიანს თავიდან სითბო უნდა აგრძნობინო და მარტო მაშინ არ უნდა შეეხმიანო,როდესაც რამეში გჭირდება

• muki06

foto sesiaze chaacves mxolot sheidzleba arc icoden ra gerbi iyo

• muki

არა რა სისულელეა მარტო ფოტოსესიაზე ეცვა http://mediastore.fc-zenit.ru/gallery/3547/?sort%5Bi_id%5D=desc

• muki

• Hugo Boss

Gmertma ar mogvishalos aseti patrioti xalxi....

უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება

ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს

"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?

უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება

"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’

პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს

საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა

ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს

მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?

ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა

ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა

კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა

Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა

კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა

პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან