საფრანგეთის ნაკრებისა და "ტულუზის" შერკინების კვაჭი თამაშს თავს ანებებს და მშობლიურ კლუბში, "ტულუზში" მწვრთნელად რჩება
საფრანგეთის ნაკრებისა და "ტულუზის" შერკინების 34 წლის კვაჭი, ვილიამ სერვა თამაშს თავს ანებებს და მშობლიურ კლუბში, "ტულუზში" მწვრთნელად რჩება.

მას შემდეგ, რაც "ტულუზიდან" შერკინების მწვრთნელი იანიკ ბრუ ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, ეს თანამდებობა ვაკანტურია. სერვას გადაბირება დიდი ხანია "ტულონსაც" უნდოდა, თუმცა ის ტულუზელთა მიერ შეთავაზებულმა წინადადებამ უფრო მოხიბლა. "ტულუზის" პრეზიდენტმა რენე ბუსკასტელმა და მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ მისი ბედი ასე გადაწყვიტეს:

"ოცი წელიწადია პრეზიდენტ რენე ბუსკასტელთან ერთად ამ გუნდს ვხელმძღვანელობ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოთამაშეები კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში მწვრთნელებად დავასაქმოთ, რადგან მათ კარგად იციან ჩვენი ფილოსოფია, მუშაობის სტილი, "ერნსტ ვალონის" სტადიონის თითოეული გოჯი.

იანიკ ბრუს ნაკრების მწვრთნელად გადაბარგებამ თავსატეხი გაგვიჩინა. ვფიქრობდით, ვინ შეძლებდა ჩვენი მორაგბეებიდან მის სრულფასოვნად შეცვლას. ვილიამ სერვა ყველაზე კარგი კანდიდატურაა. კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით. მან დრო ითხოვა დასაფიქრებლად, გაანალიზა, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის და დაასკვნა, რომ მშობლიურ კლუბში დარჩენა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა" - თქვა "ტულუზის" მწვრთნელმა გი ნოვემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა