სამწუხაროდ, 16 თებერვლის მონაცემით, "ვოლგადან" "დინამოში" ფეხბურთელის ტრანსფერი არ ჩამოსულა
ნიჟნი ნოვგოროდიდან ქართველების წამოსვლის გამო ამ გუნდის მიმართ ყურადღება შემცირდა და ამის გამო გია გრიგალავა "დაგვეჩაგრა". არადა, საქართველოს ნაკრების 22 წლის მცველი საკონტროლო მატჩებში სისტემატურად ძირითადში თამაშობს.

13 თებერვალს "ვოლგა" მარბელაში მესამე შეკრების მოსაწყობად გაემგზავრა. დმიტრი ჩერიშევის გაწვრთნილებმა საკონტროლო მატჩში შვეიცარიის თასის მფლობელ "სიონს" 2:1 მოუგეს. გრიგალავა ამჯერადაც ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ნიჟნელებმა მოსამზადებელ შეკრებაზე ლამის ყველა მატჩი წააგეს და შვეიცარიელებთან მოგებამ ჩერიშევი ძალიან გაახარა, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთო.

აქვე ვიტყვით, რომ ნიჟნელებთან ერთად ვარჯიშობს თავდამსხმელი პეტარ ელიჩიც, რომელიც თბილისის "დინამოდან" შარშან ზაფხულში გაუშვეს.

აქვე, ერთი საყურადღებო ინფორმაციაც, რომელიც თბილისის "დინამოს" ეხება; ორიოდე დღის წინ შეგვატყობინეს, თითქოს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" 28 წლის გოგიტა გოგუას ტრანსფერი საქართველოში უკვე გამოაგზავნა.

სამწუხაროდ, "ვოლგასთან" ურთიერთობას გოგუამ წერტილი დღემდე ვერ დაუსვა. 16 თებერვლის მონაცემით, რუსეთიდან ტრანსფერი არ ჩამოსულა. "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ამბობს, რომ ოფიციალურ დასტურს ყოველდღე ელის. თავად გოგუამ გვითხრა, რომ "ვოლგა" გათავისუფლებას შეპირდა და იმედოვნებს, რომ ყოფილი კლუბი არ დააბრკოლებს.

თბილისის "დინამოს" ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუგროვდა და ცხადია, გუნდის განაცხადში ასეთი საკვანძო ფეხბურთელის დროული შეყვანა მნიშვნელოვანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან