მოლდოვას ერთერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა ოლეგ მოლამ კიშინიოვის "ზიმბრუში" გადასული ქართველი შეაქო
ლევან კორღალიძემ იანვარში კიშინიოვის "ზიმბრუსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცნობილია, რომ მოლდოველებმა 31 წლის ქართველ პლეიმეიკერთან ხელშეკრულება ოფციონის წესით დადეს და მომავალ წელს მის გახანგრძლივებას იმედოვნებენ.

კიშინიოვის "დაჩიაში" გამოსვლის შემდეგ კორღალიძეს მოლდოვაში კარგად იცნობენ და აფასებენ. უეფას ვებგვერდმა მოლდოვას ჩემპიონატის მიმოხილვაში ქართველი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მოლდოვის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, "ზიმბრუს" ფეხბურთელი ოლეგ მოლა ამბობს, რომ ქართველის დამატებით კლუბი გაძლიერდა:

"ასეთი ნახევარმცველის გვერდით თამაში ნებისმიერი თავდამსხმელისთვის დიდი ბედნიერებაა. ძალიან მიხარია, "ზიმბრუში" რომ მოვიდა. მასთან ერთად "დაჩიაში" ვთამაშობდი და მერწმუნეთ, ლევან კორღალიძის დაბრუნება მოლდოვას ჩემპიონატისთვის დიდი პლუსია".

ამჟამად "ზიმბრუ" ჩემპიონატისთვის ანთალიაში ემზადება და ოთხთა ტურნირის, "ვინტერ კაპის" გამარჯვებული გახდა - გადამწყვეტ მატჩში მოლდოველებმა ჩერნოგორიის "ზეტა" 2:0 დაამარცხეს, კორღალიძემ კი შეუცვლელად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად