ბათუმის მერიამ საქართველოს პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდს წინასწარ გამოყოფილი დაგეგმილი თანხა გაუორმაგა
პირველი ლიგის "ა" ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერს ბათუმის "დინამოს" უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება დიდი ხანია განაღდებული აქვს და სეზონის განახლებისათვის ემზადება.

კლუბის ხელმძღვანელები ცდილობენ გუნდს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რათა მათ პლეი-ოფშიც კარგად წარმოაჩინონ თავი და უმაღლესის საგზურიც მოიპოვონ.

ამასწინათ გაუწყებდით, რომ ბათუმელები შეკრებაზე გასამგზავრებელ ადგილს იმის მიხედვით გეგმავდნენ, სადაც უფრო უკეთესი და მეტი სპარინგ-მატჩის ჩატარების საშუალება ექნებოდათ. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ნასუაშვილმა გვითხრა, დინამოელებმა მოსამზადებელი შეკრების გავლა ანთალიაში გადაწვიტეს, სადაც 20 თებერვალს გაემგზავრებიან და მარტის დასაწყისამდე დარჩებიან. პირველი ლიგაც სწორედ ამ დროს, კერძოდ 2 მარტს უნდა განახლდეს.

თურქეთში გამგზავრების წინ "დინამომ" რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩაატარა: სომხეთის ჩემპიონ "ულისთან" 1:0 მოიგო, თანაქალაქელ "ადელს" კი ჯერ 3:1 აჯობა, შემდეგ - 6:0.

"ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ თურქეთში ჩასატარებელი სპარინგ-მატჩების დასაგეგმად. სავარაუდოთ, ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ რუმინეთის, უკრაინისა და ყაზახეთის გუნდებთან. აქვე, დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო ბათუმის მერიის მხარდაჭერის თაობაზეც. საქმე ისაა, რომ ამ დღეებში მათ გუნდისთვის წინასწარ გამოყოფილი დაგეგმილი თანხა გაგვიორმაგეს.

ფინანსური თვალსაზრისით აქამდეც ნორმალური მდგომარეობა გვქონდა და ცხადია, ახლა უფრო კმაყოფილნი ვართ. ადგილობრივ ხელისუფლებაში გვეუბნებიან: ოღონდ, თქვენ უმაღლესში დაბრუნდით და გვერდში დგომა ჩვენზე იყოსო", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ნასუაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა