სანიკიძემ "არმანისთან" 9 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, მეტრეველმა კი "სიენასთან" მხოლოდ ერთხელ მოხსნა
იტალიის თასის გათამაშება წარუმატებლად დაიწყეს ქართველების გუნდებმა. ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარი" "არმანისთან" 82:77 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ხოლო ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" "სიენასთან" შეხვედრა 60:70 დათმო.

სანიკიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 33 წუთში გუნდს 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბოლონიელთა ფინელი ლეგიონერი პეტერი კოპონენი გახდა, რომელმაც 23 ქულას 5 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა მიამატა.

რაც შეეხება ნიკა მეტრეველს. მან 4 წუთს ითამაშა და ამ დროში მხოლოდ 1 მოხსნის განხორციელება მოასწრო. სარდინიელთა რიგებში საუკეთესო ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი ქუინტონ ჰოსლი გახლდათ, რომელმაც 35 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა.

თასის გათამაშებაში დღეს დარჩენილი 4 გუნდი ჩაებმება, რომელთა შორისაცაა გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუც". კანტუელები "აველინოს" შეხვდებიან და წარმატების შემთხვევაში ხვალ ნახევარფინალს ითამაშებენ. ფინალური მატჩი კი 19 თებერვალს გაიმართება.

gbf.ge

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა