17 თებერვალს "შეარტონ მეტეხი პალასში", განახლებული გორის "დილას" პრეზენტაცია გაიმართა
შარშან ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის "დილას" პატრონობა გადაწყვიტა და მისი მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: გუნდი ფინანსურად მოღონიერდა, დაიწყო ინფრასტრუქტურის განახლება, გენერალურ დირექტორად დანიშნა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი, რომელმაც "დილაში" საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მრავალი ფეხბურთელი მიიყვანა.

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ 34 ფეხბურთელი გასინჯა, თუმცა საბოლოოდ 23 დაიტოვა. ძველი შემადგენლობიდან "დილას" მხოლოდ 5 ფეხბურთელი შემორჩა, 18 კი ახალწვეულია - თბილისის "დინამოს", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას", ზაგრების "დინამოს", მოსკოვის "ლოკომოტივის", ლვოვის "კარპატის", უნგრული "დიორ ეტოს", მახაჩყალის "ანჟის", რიგის "სკონტოს", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", ცხინვალის "სპარტაკისა" და ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები.

17 თებერვალს "შეარტონ მეტეხი პალასში", განახლებული გორის "დილას" პრეზენტაციას კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზია უძღვებოდა.

გიორგი ნიკურაძე, "დილას" მენეჯერი: "ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება. ბევრი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა, "დილას" ცნობილი სპეციალისტი თემურ მახარაძე წვრთნის და ამ გუნდით ჩემპიონატსა და თასზეც მაქსიმალური შედეგის მიღწევა გვსურს".

თემურ მახარაძე, მთავარი მწვრთნელი: "კლუბში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია დაწყებული, უცხოეთიდან ბრუნდებიან კვალიფიციური მოთამაშეები, რაც გაზრდის საერთო დონესაც და ჩემპიონატისადმი მაყურებლის ინტერესს. ჩვენი მიზანი 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, თასისთვის ბრძოლა და ევროთასებზე გასვლაა. რამდენად რეალურია ეს, დრო გავჩვენებს. მადლობა მსურს გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა გუნდის ფეხზე დაყენება".

შოთა მახარაძე, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: "შსს-მ შეგვიქმნა ყველა პირობა ანთალიაში ნაყოფიერი შეკრება რომ გაგვევლო. 6 საკონტროლო მატჩი ვითამაშეთ, უმოკლეს ვადაში მოგვიხდა სელექციის ჩატარება და ბევრი მოთამაშიდან საუკეთესოების შერჩევა. იმედია, გულშემატკივრებსა და საზოგადოებას "დილასთან" დაკავშირებულ იმედებს გავუმართლებთ".

ზურაბ დალაქიშვილი, "დილას" პრეზიდენტი: "მიმდინარეობს გორის "დილას" საშინაო არენის განახლება. ცალკე კეთდება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ბაზა, საფეხბურთო სკოლა. რომ არა შსს და დაცვის პოლიცია, დღეს "დილა" ასეთი ამბიციური გუნდი არ იქნებოდა. გვეხმარება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტი".

- გუნდის გაძლიერება და ამბიციების გაათმაგება კარგია, მაგრამ ეს ნახევარწლიანი პროექტია, ერთწლიანი თუ უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი?

ზურაბ დალაქიშვილი:

- სტადიონი და ინფრასტრუქტურის განახლება უკვე არის მანიშნებელი, რომ ეს არ არის ნახევარწლიანი პროექტი და თანამშრომლობა გაგრძელდება.

- მეტოქეებს გორის სტადიონზე როდის უმასპინძლებთ?

- სავარაუდოდ, "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონი მზად აპრილის ბოლოსთვის იქნება და საშინაო მატჩებს გორში გავმართავთ.

თემურ მახარაძე:

- პირველ ოთხ შეხვედრას კი "მიხეილ მესხზე" ჩავატარებთ.

- ალბათ, ჩემპიონატიდან ევროთასებზე მოხვედრა გაგიჭირდებათ.

- გეთანხმებით, მართლაც ძნელი იქნება. მაგრამ თასის 1/2-ფინალში ვართ გასულები და საგზურის მოპოვებას ამ ტურნირიდან შევეცდებით.

- 18 ახალი ფეხბურთელის მოყვანა კარგია, მაგრამ შეთამაშებას ასწრებთ?

- ეს პრობლემაა, თუმცა კვალიფიციური ფეხბურთელები მოვიდნენ და მათი პროფესიონალიზმის იმედი მაქვს.

- "ვოლგას" ფეხბურთელების განაცხადში შეყვანას ასწრებთ?

გიორგი ნიკურაძე:

- არზიანი დავიმატეთ, დანარჩენების ტრანსფერებზეც ვმუშაობთ. სამწუხაროდ, რუსეთიდან ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიან და ეს გვაფერხებს. ფეხბურთელი კლუბთან დავის გამო რომ არ დაიჩაგროს, მივმართეთ ფიფას და, იმედია, პროცესი მალე დასრულდება.

თემურ მახარაძე:

- ამ საქმეში ფეხბურთის ფედერაციაც სერიოზულად გვეხმარება.

პრეზენტაციის ბოლოს ზურაბ კარტოზიამ მედიას ახალწვეულები წარუდგინა, რომლებსაც ნომრიანი მაისურები გადაეცათ: 1 - მარინ სკენდერი, 27 -Gგიგა ბეჭვაია, 20 - რევაზ ჯიქია, 7 - კახა ალადაშვილი, 24 - ლექსო ინწკირველი, 17 - სანდრო გურული, 73 - რევაზ ბარაბაძე, 87 - გიორგი კახელიშვილი, 88 - ლაშა თოთაძე, 37 - შოთა კაშია, 13 - ივანე კანდელაკი, 22 - ირაკლი ლექვთაძე, 25 - დავით მეგრელიშვილი, 90_ გიორგი ხუბუა, 5 - ზურაბ არზიანი. ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ხუთი მოთამაშე დარჩა: 32 - ბექა შეყრილაძე, 10 - დავით ჩაგელიშვილი, 26 - პავლე ხორგუაშვილი, 33 - ნოდარ ნოზაძე, 18 - გიორგი ქარქუზაშვილი.

როგორც ითქვა, ჯერ ვერ ხერხდება ნიჟნი ნოვგორიოდის "ვოლგას" ფეხბურთელების, მათე ვაწაძის, ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას წარდგენა. ვაწაძე სიტყვიერად გაათავისუფლეს, მაგრამ ტრანსფერი არ მიუღია.

გუნდს აქვს ახალი ლოგო, დროშა, დაამზადეს ვებ-გვერდი (წ), გაჟღერდა ლილიკო ნემსაძისა და გიგა ჩიხრაძის საკლუბო ჰიმნი. ასე რომ, ჩიხრაძემ ერთგვარი "დუბლი" შეასრულა - ქუთაისის "ტორპედოს" ჰიმნიც ხომ მან შექმნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Toko
Leo-dzia გეთანხმები. ნამდვილად დასახვეწია ლოგო. როგორც მინიმუმ წარწერა ქართული უნდა ჰქონდეს ან ორივე ენაზე
დათო
დილას ლოგო არც მე არ მომწონს, ძალიან გადატვირთულია, მაგრამ დილას ძველ საშინელ ლოგოებს ჯობია. ლოგო შექმნეს გორის დროშის ფერებში
Leo-dzia
Dila chemtvis yvelaferia, magram satqmelic unda itqvas, gerbi ar momwons, dzveli gacilebit sjobda, jer erti zedmetad datvirtulia da meore da mtavari gerbze qartulad araferi weria. Minda jurnalistebs vtxovo amaze yuradgeba gaamaxvilon dilas, dinamos, witjorjias da sxvata gerbebze da stadionebis dasaxelebebzec. Qartuli warwera aucilebelia. Sxva mxriv dzalian gaxarebuli var dilas gadzlierebit da imedia warmatebebi ar mogvakldeba!
gaga
მიდი გორი მიდი კაი გუნდია გორის დილა
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...