ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიუსელდორფში ქართველ ძიუდოისტთა მეტოქეები გაირკვნენ

დიუსელდორფში ქართველ ძიუდოისტთა მეტოქეები გაირკვნენ

18 თებერვალს დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ჩვენი ნაკრები სრული გუნდით გამოვა
18 თებერვალს დიუსელდორფში "დიდი პრიზის" მორიგი სალიცენზიო ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები სრული, 14-კაციანი გუნდით იასპარეზებს.

60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ ანუ საუკეთესო შემთხვევაში, ნახევარფინალში ერთმანეთთან იჭიდავებენ.

პირველ წრეში ორივე ისვენებს, უფრო რთული არჩევანი კი, ვფიქრობთ, მაინც პაპინაშვილს ერგო - მისი მეტოქე იაპონელი ნაშისა ტაკატოსა და ჰონგკონგელ იუკ ტინგ ლეეს შერკინებაში გაირკვევა, თუმცა ლამის დაბეჯითებით შეიძლება თქმა, რომ ამ შეხვედრას ტაკატო მოიგებს. პაპინაშვილის სიახლოვეს ანგარიშგასაწევი ბრიტანელი ეშლი მაკენზიცაა.

შესაძლოა, შუკვანს პირველ მეტოქედ ისევ ებრაელი არტიომ არშანსკი ერგოს, ვისაც თბილისის ტურნირის ფინალში დამაჯერებლად მოუგო. ყოველ შემთხვევაში, არშანსკი მანამდე იემენელ ალი ხოსროფის ეჭიდავება, რომლის დამარცხებაც არ უნდა გაუჭირდეს. თუ ამ სამეულს გასცდა, შუკვანს კანადელი ვილ ფრეზერის, ყაზახი იელდოშ სმეტოვისა და აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევის ტრიოში გამარჯვებული შეხვდება. ამათგან ყველაზე ძლიერი მსოფლიოს პრიზიორი მუშკიევი გვგონია, თუმცა ჩვენებურმა მას კარიერაში სამივე ორთაბრძოლა მოუგო, ბოლოს კი წინა შაბათს დაამარცხა ობერვარტში.

წილისყრამ შალვა ქარდავას (66) თითქოს გაუმართლა, რადგან პირველ წრეში ანდორელი დანიელ გარსია გონსალესი არგუნა. ამასთანაც თუ წააგო და აღარ ყოფილა საშველი, მაგრამ მერე იმ იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოს ხვდება, ვისთანაც პარიზის "დიდ მუზარადზე" დამარცხდა. ამ წონაში ლაშა შავდათუაშვილი თავიდან ისვენებს, მის მეტოქეს კი ეკვადორელ ისრაელ ვერდუგოსა და მოლდოველ იგორ სოროკას შეხვედრა გაარკვევს.

გაუმართლა ნუგზარ ტატალაშვილს (73) - მეორე წრეშია გასული და დომინიკელ ფაუსტო ბივიეკას ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბელგიელი დიკ ვან ტიხელტი ელოდება. მთლად ძლიერები არც ახლო-მახლოსაა ვინმე - ახალზელანდიელ, მალელ და სუსტ გერმანელთა ფონზე ყველაზე ძლიერი კიდევ ქვეყნიდან ქვეყანაში ნათრევი ვეტერანი ტაჯიკი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი რასულ ბოკიევი ჩანს, რომელსაც ნამდვილად არ უდგას კარგი დრო. აი, ზებედა რეხვიაშვილს (73) კი ნამდვილად არ გაუმართლა - პირველივე წრეში იაპონელი იუკი ნიშიამა ერგო.

81-ში ასეთი წილი გვერგო - ლევან წიკლაური ავთანდილ ჭრიკიშვილის მიერ წლეულს უკვე ორჯერ დამარცხებულ ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას ხვდება, თავად ჭრიკიშვილი კი ზედიზედ ორი წრე ისვენებს, ხოლო თუ ვის შეხვდება მესამეში, ეს გერმანელი ჰანეს კონრადისა და ბერძენი ალექსის ნანაციდისის ბრძოლაში გამოვლინდება.

90-ში ვალერი ლიპარტელიანიც მესამე წრეშია, მისთვის ყველაზე საინტერესო კი ჰოლანდიელი რობი ვან ლაარჰოვენისა და ჩვენთვის თბილისის ტურნირიდან ნაცნობი მოლდოველ ივან რემარენკოს შეხვედრა იქნება - იქ მისი მეტოქე გაირკვევა.

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური არგენტინელ ჰექტორ კამპოსს ეჭიდავება.

ლევან ჟორჟოლიანი (100) პირველ წრეში ისვენებს, მასთან შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად კი ერთმანეთს მაროკოელი ადილ ფიკრი და ტაჯიკი მაკამადმუროდ აბდურახმონოვი ეჭიდავებიან. რეაბილიტირებული ნოდარ მეტრეველი ყირგიზ ალექსეი ტასკინს ხვდება.

მძიმე წონაში თავიდან ორივე ჩვენებური ისვენებს. ზვიად ხანჯალიაშვილთან შესახვედრად ებრაელი ორ სასონი და ჰოლანდიელი გრიმ ვუიჯსტერსი იჭიდავებენ, ადამ ოქრუაშვილი კი გერმანელ მატიას შმუნკსა და ყაზახ ულან რისკულს შორის მოგებულს შეხვდება. ცხადია, ხანჯალიაშვილს ბევრად ძნელი წილისყრა შეხვდა.

• nini

მიდით ბიჭებო მაგრები ხართ აბა თქვენ იცით ანახეთ შედეგი... წარმატებები ყველას

• drinjo

XANJALEICHVILMA CHIDAOBA UNDA ISTAVLOS DA MIAGCEVS RAMES AUCILEBLAD

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის