Ticketus-ის მიერ “რეინჯერსისთვის” ნასესხები 24 მილიონი ფუნტი კლუბის ბუღალტერიაში დაფიქსირებული არ არის და სად დაიხარჯა ის, ჯერ უცნობია
“რეინჯერსი” დროებითი ადმინისტრატორების ხელში 13 თებერვალს გადავიდა. Duff and Phelps-ის აუდიტორებმა საქმეს ხელი მოკიდეს თუ არა შეშფოთებულებმა აღნიშნეს, რომ კლუბის ფინანსური დოკუმენტაცია უბრალოდ საშინელ დღეშია.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კომპანია Ticketus-ის მიერ “რეინჯერსისთვის” ნასესხები 24 მილიონი ფუნტი კლუბის ბუღალტერიაში დაფიქსირებული არ არის და შესაბამისად, სად დაიხარჯა ის, ჯერ უცნობია.

ამბავი, რომ კრეიგ უაიტმა აღნიშნული ფირმისგან სოლიდური თანხა ვალად აიღო, ცნობილი 1-ელ თებერვალს გახდა. უაიტი აცხადებდა, რომ კლუბი სესხის ნაწილს სეზონური აბონემენტების გაყიდვიდან მიღებული ფულით დააბრუნებდა.

“აშკარაა, რომ 24 მილიონი ფუნტი ლონდონური კომპანიის ანგარიშიდან “რეინჯერსის” ანგარიშზე არ გადარიცხულა. ჯერჯერობით მის კვალს ვერაფრით მივაგენით. კლუბის ფინანსურ დოკუმენტაციას დაწვრილებით შევისწავლით და საზოგადოებას მას ეტაპობრივად გავაცნობთ”, - აცხადებს Duff and Phelps-ის წარმომადგენელი დევიდ უაითჰაუსი.

24 მილიონის გარდა, ცალკე თემაა ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი 9-მილიონიანი საგადასახადო დავალიანება. აუდიტორები ჯერ ვერც ამ საკითხში გაერკვნენ ბოლომდე.

“ამ ეტაპზე შეუძლებელია ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ამ ფულიდან ნაწილი საკლუბო საჭიროებებისთვის დაიხარჯა, თუმცა გადასახადები გასტუმრებული არ არის. ვინ გადაწყვიტა საქმის ასე წარმართვა, ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფულის კლუბის დასაფინანსებლად გამოყენება კანონის დარღვევაა. ჩვენ “რეინჯერსის” ანგარიშებისა და საბუღალტრო ბალანსის აუდიტს ვატარებთ და მას 31 მარტამდე აუცილებლად დავასრულებთ, რაც კლუბს საშუალებას მისცემს ფიფას ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადი შეიტანოს.

გარანტია არ არსებობს, მაგრამ იმედს გამოვთქვამთ, რომ “რეინჯერსის” გაკოტრებულად გამოცხადების საქმე დღის წესრიგში არ დადგება”, - აცხადებს Duff and Phelps-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი პოლ კლარკი.

მოგეხსენებათ, გარდა აღნიშნული 33 მილიონისა, “რეინჯერსს” ვალად 49 მილიონიც აწევს, რომელიც გადაუხდელობის გამო, სავარაუდოდ, საურავების დარიცხვის შემდეგ 75 მილიონამდე უნდა იყოს გაზრდილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!