მიუნხენში დიდი კრივი იმართება - სუპერმძიმე წონაში WBC-ის უკრაინელი ჩემპიონი ბრიტანელ დერეკ ჩისორას შეხვდება
მიუნხენში დიდი კრივი იმართება - სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო ბრიტანელ დერეკ ჩისორას შეხვდება. 18 თებერვალს აწონვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ჩისორამ სილა გააწნა მომავალ მოწინააღმდეგეს.

უკრაინელმა ხელი არ შეუბრუნა და განაცხადა, რომ ასეთი საქციელისთვის ბრიტანელი პასუხს რინგზე აგებს.

"მე საკმაოდ გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ მსგავს პროვოკაციებს წამოვეგო", - ამბობს უფროსი კლიჩკო.

აწონვის ცერემონიაზე კლიჩკო მეტოქეზე მძიმე აღმოჩნდა. უკრაინელის წონაა 110.5 კილოგრამი, ბრიტანელისა - 109.4 კგ.

18 თებერვლის ინციდენტს გამოეხმაურა მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) პრეზიდენტი ხოსე სულეიმანი, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავდა ბრიტანელი მოკრივის საქციელის გამო. ჩისორას ხელის ეს ერთი მოქნევა ერთ-ერთ ყველაზე ძვირი დაჯდა მსოფლიოში, რადგან ბრიტანელს 50 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს WBC-ის ხაზინაში.

სულემანის თქმით, ამ თანხის ნახევარი გერმანიაში ბავშვთა ქველმოქმედებას მოხმარდება, მეორე ნახევარი გადაირიცხება WBC-ის საქველმოქმედო ფონდში.

"აბსოლუტური სირცხვილი, - ამბობს სულეიმანი. - ეს არის სპორტისადმი უპატივცემულობა და ამგვარი საქციელი მიუღებელია. ის არ არის ჯენტლმენი. მან ის არ გააკეთა, რასაც მოკრივეებისგან ველით. მას უნდოდა, რომ ვიტალის კონტროლი დაეკარგა, მაგრამ არ გამოუვიდა".

უკრაინელი მოკრივისთვის დღევანდელი ბრძოლა ტიტულის მე-16 დაცვა იქნება და საერთოდ, 46-ე ბრძოლა კარიერაში. 43 ბრძოლაში ვიტალიმ გამარჯვებას მიაღწია (40 ნოკაუტით) და მხოლოდ ორჯერ წააგო - ბრიტანელებთან კრის ბერდთან (1999) და ლენოქს ლუისთან (2003).

კრივის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი 40 წლის უკრაინელის ყველა ძლიერი მხარე - ამტანობა, კარგი დაცვა და, რა თქმა უნდა, სახელგანთქმული ჯები, რომლის გამოც უფროსმა კლიჩკომ მიიღო მეტსახელი - "დოქტორი ფოლადის ურო".

ვიტალის საჩემპიონო ქამარზე 15 პრეტენდენტიდან მხოლოდ ორმა გაძლო 12 რაუნდი - კევინ ჯონსონმა და შენონ ბრიგსმა, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე თვე გაატარა.

რა შეიძლება დაუპირისპიროს ჩისორამ ჩემპიონს?

ბრიტანელის კარიერა პროფესიულ რინგზე 17 ბრძოლას მოიცავს, რომელთაგანაც 13 მოიგო (9 ნოკაუტით). ისევე როგორც მის დღევანდელ მეტოქეს, დერეკსაც ორი წაგება აქვს კარიერაში: ტაისონ ფიურისთან და რობერტ ჰელენიუსთან. თუმცა ორივეჯერ ჩისორამ მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. ბრიტანელის ძლიერ მხარეებად მიიჩნევა მაგარი ყბა და სისწრაფე. თუმცა ის შესამჩნევად აგებს უკრაინელთან გამოცდილებაში, წონასა და გაშლილი ხელების სიგრძეშიც.

და მაინც, ჩისორა რაც არ უნდა თამამად გამოიყურებოდეს, კლიჩკოსთვის ეს არის რეპეტიცია ზაფხულში დევიდ ჰეისთან დაგეგმილი ბრძოლის წინ. სავარაუდოდ, სწორედ ჰეისთან ბრძოლის შემდეგ წავა რინგიდან უკრაინელი. ასე რომ, კლიჩკო ეცდება ბრძოლა რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდეს. შესაბამისად, უკრაინელი ჩისორას მინიმალურ შანსსაც არ მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან