18 თებერვალს, ლას ვეგასში გაიმართება მოჰამედ ალისადმი მიძღვნილი გალა-საღამო, სადაც ლეგენდარული მოკრივის 70-ე დაბადების დღეს აღნიშნავენ
18 თებერვალს, ლას ვეგასში გაიმართება მოჰამედ ალისადმი მიძღვნილი გალა-საღამო. შოუ-ბიზნესის, სპორტისა და პოლიტიკის ათეულობით ვარსკვლავი ლეგენდარული მოკრივის 70-ე დაბადების დღეს იზეიმებს.

ალის იუბილე იანვარში იყო და მაშინ საზეიმო ღინისძიებები მოჰამედის მშობლიურ ქალაქში - კენტუკიში გაიმართა. ამჯერად "დიადისთვის" მისალოცად ლას ვეგასში შეიკრიბებიან. საღამოდან მიღებული თანხა ორ სამედიცინო ცენტრში გადაირიცხება, რომლებიც ტვინის გამოკვლევებზე მუშაობენ. თავად ალის პარკინსონის დაავადება აქვს.

საღამოზე გამოსვლას აპირებს სტივი უანდერი, დევიდ ბექჰემი, ლარი კინგი და ბევრი სხვა ვარსკვლავი. თავად მოჰამედის სცენაზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ თავის საპატივცემულოდ გამართულ საღამოს ის აუცილებლად დაესწრება. ასევე გაიმართება აუქციონი, რომელზეც შესაძლებელი იქნება სახელგანთქმული ილუზიონისტის დევიდ კოპერფილდის კერძო კუნძულებზე სამდღიანი საგზურის, ახალი "მერსედესის", ალის საკრივო ხელთათმანების შეძენა, რომლითაც მოჰამედმა 1965 წელს ფლოიდ პატერსონი ჩააგდო ნოკაუტში.

ღონისძიებაზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 1.5 ათასი დოლარი ღირს, ყველაზე ძვირი - 100 ათასი. ამ თანხად შესაძლებელი იქნება ცნობილ ადამიანებთან "ცოცხლად" ურთიერთობა. მომდევნო დღეს ასევე გაიმართება კონცერტი ლენი კრავიტცის მონაწილეობით. ორგანიზატორების თქმით, ისინი საერთო ჯამში 27 მილიონი დოლარის შეგროვებას ვარაუდობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად