ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის თემურ ქეცბაია გუნდის შეკრებას 25 თებერვლიდან დაიწყებს
ლევან ყენია 2009 წლის ოქტომბერში დაშავდა და მას შემდეგ ორი წელიწადი და ოთხი თვე არც ამხანაგური და არც ოფიციალური მატჩი არ უთამაშია. შესაძლოა, მისი ხელმეორე დებიუტი 29 თებერვალს თბილისში ვიხილოთ - 21 წლის შემტევი ნახევარმცველი თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა!

ეს ამბავი ფეხბურთელმაც დაადასტურა და ფედერაციამაც. ცხადია, გვახარებს მოედანზე მისი დაბრუნების პერსპექტივა, რადგან ნაკრებს ძალიან დააკლდა ყენიას მოულოდნელი და არაორდინალური თამაში და აფეთქებები.

შეხსენებისთვის: ლევანს სამჯერ გაუკეთეს კოჭის ოპერაცია, იწყებდა, მაგრამ მორიგი ტრავმა აჩერებდა და გულს უკლავდა. გელზენკირხენის "შალკეში" სრული დატვირთვებით ვარჯიშის უფლება კი მხოლოდ წლეულს, იანვრის მიწურულს მიიღო და ამჟამად გუნდთან ერთად ემზადება.

ეროვნული ნაკრები თბილისში შეკრებას 25 თებერვალს დაიწყებს. სავარაუდოდ, უწინ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ჩვენებურები გამოცხადდებიან, რადგან ამ ქვეყნებში ჯერ ჩემპიონატი არ დაწყებულა.

გუნდი სრულად 27 თებერვალს შეივსება. იქნებ, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შეკრებაზე ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები დაგვიანებით გამოცხადდებიან, რადგან 26 თებერვალს უმაღლესი ლიგაში ტურია დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ძაან კარგია
vasiko basiladze
ძალიან კარგი თუ მწყობრშია და თამაში სეუძლია,ძალიან ნიჭიერი ბიჭია,ნეტა საქმეს ეშველებოდეს და აგარ დავეძებ ვის გამოიძახებს,საერთოდ რომ მოკლეს ნაკრების თამაში კი ვხედავ,ურაზე თამაში ქეცბაიას სტრატეგია ყოფილა არა და როგორი იმედი მქონდა გვეშველათქო,უნდა წავაგოთ,თორე რა გაუზლებს შემდგომ მოგებით დავიწყეთ და ნახავთ რას ვიზამთო,დაამტვრევენ ლაყე კვერცხებს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად