ვლადიმერ დვალიშვილმა ვარშავის "პოლონიას" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუემ" "კოტბუსს" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მატჩის 57-ე წუთზე სტუმართა კარში გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, 50-ეზე კი კლემენ ლავრიჩმა ანგარიში მისი გადაცემით გახსნა.

"კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. 34 წლის იაშვილის ანგარიშზე უკვე 6 გოლი და 5 საგოლე პასია. მეორე ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "კარლსრუესთვის" ეს სამი ქულა დიდი მონაპოვარია.

ვარშავის "პოლონიას" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ვლადიმერ დვალიშვილმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი "ლოძთან" სტუმრად 2:0 მოგებულ მატჩში სასტარტო თერთმეტეულში გაამწესეს და 79-ე წუთზე შეცვალეს. "პოლონია" პოლონეთის ექსტრაკლასაში მესამე ადგილზეა და ლიდერ "ვროცლავს" 6 ქულით ჩამორჩება.

ფინეთის ლიგის თასზე, სადაც ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობს, მორიგი გოლი გაიტანა ირაკლი სირბილაძემ, რომლის "ინტერმაც" შინ "მარიეჰამნი" 5:0 გაანადგურა. ქართველმა თავდამსხმელმა 49-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად