ჯერ იყო და, ბუნდესნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ თქვა, გერდ მიულერის სანაკრებო შედეგიანობის რეკორდის გაუმჯობესება მსურსო, ახლა კი მიუნხენის "ბაიერნისა" და გფრ-ის ნაკრების ლეგენდარული მეგოლის სხვა მიღწევას დაუპირეს დამხობა.

ჯერ იყო და, ბუნდესნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ თქვა, გერდ მიულერის სანაკრებო შედეგიანობის რეკორდის გაუმჯობესება მსურსო, ახლა კი მიუნხენის "ბაიერნისა" და გფრ-ის ნაკრების ლეგენდარული მეგოლის სხვა მიღწევას დაუპირეს დამხობა.

საუბარია "ერის ბომბარდირის" იმ რეკორდზე, რომელიც მას აგერ უკვე 32 წელია ეკუთვნის. 1978 წელს მიულერმა უეფას თასზე ბულგარულ "მარეკს" გოლი გაუტანა, რომელიც ფენომენალური გერმანელისთვის ევროპის საკლუბო ტურნირებში 69-ე აღმოჩნდა. ყველა დროის საუკეთესო საევროთასო ბომბარდირთა სიაში მას კვალში რამდენიმე ფეხბურთელი უდგას, რომელთა უმრავლესობა დღესაც თამაშობს, ასე რომ არაა შორს ის დღე, როცა ხსენებულ სიას სხვა ლიდერი ეყოლება.

გერდ მიულერთან ყველაზე ახლოს – 1 გოლის დისტანციაზე – ფილიპო ინძაგი მისულა. იტალიური ფეხბურთის 37 წლის ვეტერანი "მილანის" წევრია და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

"მზად ვარ, გუნდს ამ სეზონშიც დავეხმარო. ასაკის მატებასთან ერთად, სპორტული ფორმის უმაღლეს დონეზე შენარჩუნება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებ. რაც შეეხება გერდ მიულერის რეკორდს, მის გამეორებამდე ერთი გოლი მიკლია. კარგი იქნება, თუ ამას მომავალ კვირაში, "ოსერთან" საშინაო მატჩში მოვახერხებ", - აცხადებს პიპო.

მაგრამ სამართლიანობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ გერდ მიულერმა თავის 69 გოლს თავი 77 საევროთასო მატჩში მოუყარა, ხოლო პიპო ინძაგის 68 გოლის გასატანად 105 თამაში დაჭირდა.

აქვე გთავაზობთ ევროპის საკლუბო ტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა მოწინავე ხუთეულს:

გერდ მიულერი (გფრ) 69

ფილიპო ინძაგი (იტალია) 68

რაული (ესპანეთი) 67

ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) 62

რუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია) 60

"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა