ვირუმაეკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ახალგაზრდა გოგონებიც უმედლოდ დარჩნენ
ფინურ ვირუმაეკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 17 თებერვალს ჩვენი ახალგაზრდა გოგონებიც უმედლოდ დარჩნენ, თუმცა პირადი შედეგებიდან გამომდინარე მათ გამოსვლას მთლად წარუმატებელსაც ვერ ვუწოდებთ.

მართალია, გაგვაწბილა ნინო ფანჩულიძემ, რომელსაც თანაგუნდელთაგან საუკეთესო პირადი შედეგი აქვს - 377 ქულა, მაგრამ სიურპრიზი მოგვიწყო მარიამ ბლუაშვილმა, რომელმაც 373 ქულა დააგროვა. გუნდის ლიდერადაც ის მოგვევლინა - მე-14 ადგილზე გავიდა, ანი გაგილაძე 363-ით 38-ეა, ფანჩულიძეს კი 51 მონაწილეს შორის 47-ე შედეგი აღმოაჩნდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები X ადგილზე გავიდა.

უმედლოდ დარჩენის მიუხედავად ბლუაშვილის შედეგი ნამდვილად საყურადღებოა - ასეთ მაჩვენებელს უფროსებშიც ვერ აგროვებს ბევრი და ამით იქაურ ფინალებში შესვლაზეც შეიძლება ფიქრი. თან ბლუაშვილი ძალზე ახალგაზრდაა და გამოუცდელიც - 16 წლისაა და წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ვარჯიშობს. ის ევროპის პირველობის დებიუტანტია, თუმცა უცხოეთშიც პირველად გავიდა შეჯიბრებაზე. ვერც დიდი სატურნირო გამოცდილებით დაიკვეხნის, რადგან შიდა ტურნირებშიც მხოლოდ წლეულს გამოჩნდა სტაბილურად. რაც მთავარია, შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე უმატებს.

შედარებისთვის - იანვარში გამართულ თბილისის ღია პირველობაზე ახალგაზრდებს შორის 354 ქულა დააგროვა, ამის შემდეგ გერმანიაში, მიუნხენის ტრადიციულ დიდ საერთაშორისო ტურნირში ჯერ 361, მერე კი 367-მდე გაზარდა მონაგარი, რაც ახლა 373-მდე აიყვანა!

იმედია, ის პროგრესს კვლავაც გააგრძელებს და ეროვნულ ნაკრებში გუნდურ ჩათვლაში ნინო სალუქვაძეს გვარიანად შეეშველება ქულებით. ფინეთში მან 40 ცდიდან 20 ათიანში გაარტყა, ყველაზე უკეთ კი მესამე სერიაში ისროლა - 6 ათიანი, 4 - ცხრიანი და ჯამში 96 ქულა! ეტყობა, დებიუტი ფსიქოლოგიურად ძნელი აღმოჩნდა და ტურნირი ცოტა მძიმედ დაიწყო - 8-იანით. ყველაზე დაბალი შედეგიც პირველ სერიაში ჰქონდა - 89, თუმცა მერე მოუმატა - 95, 96 და 93 ქულა დააგროვა.

სამწუხაროდ, ფანჩულიძეს შედეგის გასაუმჯობესებლად ერთი შეკრება არ ეყო - სტუდენტური დატვირთვის გამო თბილისში თითქმის არ უვარჯიშია, იანვრის რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით. მან იანვარში თბილისის ღია პირველობაზე 352 ქულა დააგროვა, თუმცა მერე გერმანიაში შედეგი გააუმჯობესა - 364 და 368, ოღონდ ახლა ისევ დაბლა დაეშვა. სამწუხაროდ, მან 90-იან მიჯნას მხოლოდ ერთხელ - მესამე სერიაში გადააბიჯა და იქაც 92 ქულა დააგროვა. აშკარაა, ფანჩულიძეს ვარჯიში აკლია. ამის მიზეზი სტუდენტობაა, თუმცა იმედია, ეს პრობლემა გამოსწორდება, რაზეც ფედერაცია და სამედიცინო უნივერსიტეტი ერთობლივად მუშაობენ.

საინტერესოა, რომ ევროპის პირველობის მონაწილეთაგან ფანჩულიძეს მესამე შედეგი ჰქონდა - მხოლოდ 382-ქულიანი პოლონელი იოანა ტომალა და 381-იანი ესპანელი კრისტინა მუნიოსი უსწრებდნენ. ჩვენი გოგოები ბოლოდროინდელ შედეგებს სტაბილურად თუ შეინარჩუნებენ (გაუმჯობესებაზე არც ვლაპარაკობთ), ეროვნული ნაკრები ყველა ტურნირზე გუნდურში მედლის კანდიდატი იქნება.

სიმართლე გითხრათ, ახლაც ფინეთში პირად პირველობაში მედალს ნაკლებად ველოდით, ოღონდ გუნდურში ეს სულაც არ გვეგონა უტოპია. იქნებ ახლა ეს ოცნების სფეროა, მაგრამ ბლუაშვილის წარმატების კვლადაკვალ საკუთარი შედეგი ფანჩულიძესაც რომ ეჩვენებინა ანუ, მინიმუმ, 20 ქულით მეტი დაეგროვებინა, გუნდურს საერთოდ მოვიგებდით, თუმცა ვიმეორებთ - ახლა ამაზე გვიანია ლაპარაკი.

უმედლობის მიუხედავად, ფანჩულიძისა და ბლუაშვილის მაგალითი ცხადად ადასტურებს, რომ სორიტის ამ სახეობაში ფულის ჩადება და მის განვითარებაზე ზრუნვა ღირს. არადა, ტყვიის მსროლელებს ერთი ღია სასროლეთიც არ აქვთ. იმედია, სამინისტრო იზრუნებს ამ პრობლემის მოგვარებაზე და არაერთგზის შეპირებულ ბაზას საბოლოოდ ააშენებს.

გაგილაძისთვის ფინური მაჩვენებელი სტაბილური შედეგი გახდა - იანვარში თბილისშიც 364 ქულა დააგროვა, შარშანაც დაახლოებით ამ ქულებთან ტრიალებდა... ფინეთში მან ბოლო ორ სერიაში კი ისროლა ცოტა უკეთ - 94 და 91 ქულა, თუმცა მანამდე ორივეჯერ 89 ჰქონდა.

18 თებერვალს ვირუმაეკში ლევან ქადაგიძე ისვრის, ნინო სალუქვაძე და ნინო უჩაძე კი 19 თებერვალს გავლენ საასპარეზოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა