საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი უკრაინულმა გუნდმა შეკრებაზე წაიყვანა
წლეულს კიევის "ობოლონის" დუბლშემადგენლობაში, 19 წლის თავდამსხმელ ირაკლი მესხიას შემდეგ, ირაკლი ღერყენაშვილი გამოჩნდა. 1994 წელს დაბადებული ნახევარმცველის მიმართ ინტერესი იმიტომ გაგვიჩნდა, რომ "ობოლონმა" 25 იანვარს თურქულ შეკრებაზე მესხიასთან ერთად წაიყვანა.

17 წლის ღერყენაშვილი ვარჯიშობდა "ნორჩი დინამოში", თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოს" აკადემიაში, იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი.

"16 წლისა "დინამოს" აკადემიაში ვვარჯიშობდი. 2010 წლის მაისში დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" აგენტი დამიკავშირდა. "ობოლონის" ვარიანტი მაშინაც მქონდა, მაგრამ "დნიპრო" ვარჩიე და დუბლშემადგენლობაში ამიყვანეს. გარკვეული მიზეზების გამო კონტრაქტი ვერ გავაფორმე და "ობოლონს" მივაშურე, სექტემბრიდან გუნდთან ერთად ვვარჯიშობ.

თურქეთში შეკრებაზე ძირითად შემადგენლობას ვახლდი, მაგრამ დუბლებში დამაბრუნეს და ახლა "ობოლონი 2"-თან ერთად ტურნირში ვმონაწილეობ. ბოლო შეხვედრა ყაზანის "რუბინთან" 1:1 დავამთავრეთ. ეს ერთადერთი ბურთი მე გავიტანე, რაც "ობოლონში" ჩემი პირველი გოლი იყო.

...ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს, კარიერას ახლა ვიწყებ, "ობოლონის" ძირითად შემადგენლობაში დაწინაურების დიდი იმედი მაქვს და მჯერა, ასეც მოხდება. 18 წელი მალე შემისრულდება და კიეველები პროფესიული კონტრაქტის გაფორმებას მთავაზობენ!".

ირაკლი ღერყენაშვილი "ობოლონის" სხვა ქართველებზე, ირაკლი მესხიასა და იაშვილზეც გველაპარაკა:

"მესხია დუბლების წამყვანი ფეხბურთელია და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ვიცი, რომ წარმოშობით სამეგრელოდან არის და თბილისში ცხოვრობდა. იაშვილი კი 1992 წლიანია და ადრე კიევის "არსენალში" თამაშობდა. როდესაც "ობოლონში" მივედი, გუნდთან ადაპტაციაში ძალიან დამეხმარნენ".

აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა ირაკლი მესხიას გასინჯვით არის დაინტერესებული, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ ნიჭიერი მოთამაშეა. მამამისი გალელია, აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახი იძულებით აიყარა და თბილისში დასახლდა.

ერთი ციდა გალის რაიონში დაბადებულთა შთამომავლობა ლამის მთელს პოსტსაბჭოეთსაა მოდებული: 18 თებერვალს "ზენიტის" მცველზე, იგორ ჩემინავაზე ვწერდით (იხილეთ სტატია), რომელიც სამურზაყანოდან არის. ასევე გალელია მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობის მცველი ირაკლი ჭეჟია და ღმერთმა უწყის, კიდევ ვინ და სად თამაშობს.

მათი მოძებნა და დაბრუნება ურიგო საქმე ნამდვილად არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა