რუსთაველთა 23 წლის ნახევარმცველის თქმით, მისი გუნდი "დინამოსთან" მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს
საქართველოს ჩემპიონატის XX ტურის ცენტრალური მატჩის წინ, რომელშიც "მეტალურგი" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, რუსთაველთა გუნდის გამორჩეულ ფიგურას, 23 წლის ნახევარმცველ ირაკლი მაისურაძეს ვესაუბრეთ.

- "დინამო" "მეტალურგისთვის" ნამდვილად არ უნდა იყოს რიგითი მეტოქე...

- მატჩის მნიშვნელობას მე და ჩემი თანაგუნდელები შესანიშნავად ვაცნობიერებთ. კარგად გვესმის, რომ ეს "ექვსქულიანი" მატჩია და მოწინააღმდეგეც სერიოზული და პატივსაცემი გვყავს, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ.

- "ვირტუალურ" სატურნირო ცხრილში "მეტალურგი" "დინამოზე" წინაა. აქედან გამომდინარე, იქნება თუ არა "მეტალურგისთვის" ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი?

- ჩვენი მიზანი მხოლოდ მესამე ადგილის შენარჩუნება და "დინამოზე" წინ ყოფნა არ არის, სხვა ძლიერი მეტოქეებიც გვყავს, მეტის მიღწევა გვსურს და ამიტომაც კვირას მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

- როგორ თამაშს ელოდები და რამ შეიძლება გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი?

- შეტევა "მეტალურგსაც" უყვარს და "დინამოსაც", ამიტომაც სრულიად მოსალოდნელია, რომ მაყურებელმა სანახაობრივი ფეხბურთი იხილოს. ალბათ, ის გაიმარჯვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და საკუთარ შანსს მეტოქეზე უკეთ გამოიყენებს. ის კი ფაქტია, რომ ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და შანსები 50/50-ზეა.

- მიმდინარე სეზონში "დინამოსთან" ეფექტური მატჩი ჩაატარე და მის კარში ორი ლამაზი გოლი გაიტანე...

- რა თქმა უნდა, ის შეხვედრა არასდროს დამავიწყდება. თამაში წამივიდა და ჩემი გოლებით "მეტალურგს" გამარჯვებაში დავეხმარე. გული იმაზე მწყდება, რომ ასე სტაბილურად ყოველთვის ვერ ვთამაშობ. ჩემთვის წინა სეზონი უფრო წარმატებული იყო და ვიმედოვნებ, იმას, რასაც საკუთარი თავისგან ვითხოვ, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში შევასრულებ.

- როგორ ფორმაში ხვდება "მეტალურგი" სეზონის მეორე ნახევარს?

- ამას ყველაზე უკეთ ოფიციალური მატჩები გამოაჩენს, მაგრამ ვფიქრობ, უცხოური შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ. ეს კობა ჟორჟიკაშვილისთვის პირველი შეკრება იყო "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მგონია, რომ მისი შრომა შედეგს გამოიღებს.

- ამ სეზონში "მეტალურგს" მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი აქვს?

- ჩვენი პროგრამა მინიმუმი ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასვლა და ევროპის ლიგაზე თამაშია, თუმცა ჩემპიონობისა და თასის მოპოვების შანსსაც ვინარჩუნებთ და ამ ტიტულებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე