"ტურნირი შედგა. მატჩებმა გვანახა, რა დონის საშინაო რაგბი გვაქვს. რა მიმართულებით არის გასაგრძელებელი სამუშაო. ვფიქრობ, როგორც ორგანიზატორებმა, ისე მოთამაშეებმა, ძალიან სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ.

"ტურნირი შედგა. მატჩებმა გვანახა, რა დონის საშინაო რაგბი გვაქვს. რა მიმართულებით არის გასაგრძელებელი სამუშაო. ვფიქრობ, როგორც ორგანიზატორებმა, ისე მოთამაშეებმა, ძალიან სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ.

ფინალიც ტურნირის ღირსი გამოდგა. დაძაბული, უშეღავათო ბრძოლა გაიმართა და ბოლო წამამდე გაურკევველი იყო, ვინ მოიგებდა. საბოლოოდ, ალბათ იმან გაიმარჯვა, ვისაც უფრო ეკუთვნოდა" - თქვა ნამატჩევს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

"შავი ზღვის თასის" მფლობელი მართლაც ფინალის ბოლო წამზე გამოვლინდა. უაღრესად საინტერესო, დრამატული ბრძოლის ბედი ბათუმელთა მგეზავმა დავით კიკნაძემ 38 მეტრიდან გატანილი საჯარიმოთი ზღვისპირელთა სასრგებლოდ გადაწყვიტა. იგივეს გაკეთება ერთი წუთით ადრე "ლელოს" ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილსაც შეეძლო. მაგრამ ლელოელთა დამრტყმელმა გაცილებით შორიდან, 47 მეტრიდან ოდნავ ააცილა მიზანს.

ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვთქვით, მატჩის მიწურულს ხდებოდა. მანამდე კი მოედანზე ძალზე დაძაბული, ტოლსწორი გუნდების უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. ორივე გუნდის მორაგბეებს ნერვულობა ეტყობოდათ, რაც უჩვეულოდ ბევრი შეცდომის მიზეზი იყო.

ანგარიში "ბათუმი XV"-მ მეოთხე წუთზე, ლამის პირველივე შეტევისას გახსნა. "ლელეოს" გარემარბმა გოდერძი ჯოგლიძემ საკუთარ ოცდაორმეტრიან ზონაში ბურთი დროულად ვერ მოიგერია, თანაგუნდელ ირაკლი ყიასაშვილსაც უხეიროდ გადაწოდა. ის ზღვისპირელებმა შებოჭეს, თუმცა რაკში ბურთი წინ გაუვარდათ და ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში"ლელოს" სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. ლელოელებმა აქაც შეცდომა დაუშვეს და არბიტრმა ბურთი ბათუმელებს გადასცა. მათ თავისუფალი დარტყმა იქვე გაითამაშეს და მორკინალების მოკლე დარტყმებით ლელოს მიუახლოვდნენ. ბოლოს რაკიდან ბურთი შერკინების კვაჭმა გიორგი სოსელიამ აიტაცა და ანგარიში გახსნა. კიკნაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად გარდასახა - 7:0.

ცხადია, მოვლენების ასეთ განვითარებას "ლელო" არაფრით შეეგუებოდა. ოთხ წუთში ყიასაშვილს საჯარიმოთი ანგარიშის შემცირების საშუალება მიეცა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ბათუმელებმა, რომლებიც იმდენად რაციონალურად ირჯებოდნენ, რომ რამდენჯერაც მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში შეაღწიეს, იმდენჯერ მონაგარი "გაიმდიდრეს", 21-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ათამდე გაზარდეს. საჯარიმო კიკნაძემ გაიტანა - 10:0.

ეს სხვაობა ასეთი თანაბარი გუნდების თამაშისას საკმაოდ სოლიდურია, არადა, უპირატესობას "ლელო" ფლობდა და არა "ბათუმი XV". ლელოელებმა პირველი ქულები 25-ე წუთზე ჩაიწერეს. საჯარიმო ყიასაშვილმა გაიტანა - 3:10, რაზეც ბათუმელებმა ორ წუთში საჯარიმოთივე უპასუხეს.

ამის შემდეგ "ლელოს" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ზღვისპირელები შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ, რისთვისაც მატჩის არბიტრმა ერთმანეთის მიყოლებით სამი ბათუმელი გაასინბინა. "ლელომ" ტიმის მიწურულს ანგარშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო. ყიასაშვილმა სამი საჯარიმო გაიტანა, მათ შორის ერთი 50 მეტრიდან - 12:13. მასვე თავისიასნების დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლო წუთზე მეოთხე საჯარიმო ვერ გაიტანა.

შესვენების შემდეგ ოცი წუთი მოედანზე "ლელო" დომინირებდა. 49-ე და 58-ე წუთებზე ყიასაშვილმა კიდევ ორი ზუსტი საჯარიმო მიითვალა და "ლელო" - 18:13 დაწინაურდა.

ბათუმელები მატჩის ბოლო 15 წუთში საგრძნობლად გაქტიურდნენ. მათმა მობილურმა და მძიმე მორკინალებმა ორჯერ მიიტანეს იერიში "ლელოს" ჩათვლის მოედანზე, მაგრამ თბილისელებმა მეტოქის მიძალებას გაუძლეს. 76-ე წუთზე კი "ბათუმი XV"-ს მესამე მცდელობა შედეგიანი გამოდგა. დიდ ზედახორაში მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა იყოჩაღა. რაკიდან ბურთი აიტაცა და ლელოში სწრაფად შეიჭრა. კიკნაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა - 18:18.

ის დრამატული მოვლენები, რომელზეც უკვე ვთქვით, სწორედ ამის შემდეგ განვითარდა. ყიასაშვილს მიზანმა უმტყუნა, კიკნაძეს კი ნერვებმა არ უღალატა. ბურთი საჯარიმოდან ძელებს შორის გაატარა და "შავი ზღვის თასს" ადგილი ზღვისპირეთში მიუჩინა.

ლევან მაისაშვილი, "ლელოს" მთავარი მწვრთნელი:

"ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. დასაწყისშივე ბავშვური შეცდომა ლელოს ფასად დაგვიჯდა. მერე ნელ-ნელა თამაშიც გამოვასწორეთ და ანგარიშშიც დავწინაურდით, მაგრამ ბოლოსკენ ისევ რამდედნჯერმე უხეშად შევცდით, მეტოქემ ეს გამოიყენა და წავაგეთ"

ლევან მგელაძე, "ბათუმი XV"-ს მთავარი მწვრთნელი:

"მატჩის შედეგით, ცხადია, კმაყოფილი ვარ, თუმცა ხარსიხით არა. დაძაბულობამ თავისი ქნა, ბიჭები ნერვიულობდნენ და ბევრი შეცდომა დავუშვით. ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და ბედნიერები ვართ".

რაგბი. შავი ზღვის თასი

ლელო-ბათუმი XV 18:21

ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჯოგლიძე, ჩხიკვაძე, მანჯავიძე, გუგავა, ბაირამაშვილი, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე (ასეიშვილი 41), ჭყონია (მამუკაშვილი 75), სუჯაშვილი (ლომიძე 75), აზალაძე, დ.დაუშვილი, ი.მაისურაძე, კოლელიშვილი, ზ.მაისურაძე.

6ს: ყიასაშვილი

ბათუმი XV (15-9) ხამაშურიძე, გეგენავა (ნიჟარაძე 65), აშვეთია, ხონელიძე, შკინინი, კიკნაძე, როხვაძე (ბეგაძე 65). (1-8) გურეშიძე (გოგიშვილი 75), სოსელია (ბრეგვაძე 65), მოქია (ხოსიტაშვილი 65), არჩუაშვილი, ბერიძე, თხილიაშვილი, რევიშვილი, გუგუშვილი.

2ლ: სოსელია, თხილაიშვილი. 3ს,გ: კიკნაძე.

სინბინი: ხონელიძე, შკინინი, ხოსიტაშვილი.

მსაჯი: ჟოაო მურინია (პორტუგალია)

ლელო

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა