ქართველი ცენტრის "ატლანტა" პორტლენდში 77:97 წააგო, ჩვენებურმა ანგარიშზე 8 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა
"ატლანტა ჰოუქსმა" დასავლური ტურნის მორიგი მატჩი პორტლენდში უშანსოდ - 77:97 წააგო, თუმცა ზაზა ფაჩულიას თავი არ შეურცხვენია და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა, რომელსაც დიდი ალბათობით მოაგროვებდა კიდეც, მატჩის ბედი ნაადრევად რომ არ გადაწყვეტილიყო.

პორტლენდელებმა შეხვედრა მძლავრად ჩაატარეს და მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად იგებდნენ. ბოლო მეოთხედის დასაწყისში მასპინძელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა, რის გაბათილებასაც ატლანტელები კი ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

"ჰოუქსს" შეხვედრის გადარჩენის შანსი არ მისცემია. ძირითადი ხუთეულის წევრ ზაზა ფაჩულიას კი შეხვედრის ბოლო 9 წუთის გატარება სათადარიგოთა სკამზე მოუხდა. მის ნაცვლად სამარქაფო ვლადიმირ რადმანოვიჩს მისცეს შანსი.

ფაჩულიამ მთლიანობაში მაინც საკმარისად - 28 წუთს ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 8 ქულა შეადგინა. ზაზამ 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მატჩის მსვლელობისას ფაჩულია კარგა ხანს ოქმში საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოოდ მას საერთო სარგებლიანობით ჯოშ სმიტმა გადაუსწრო, რომელმაც 14 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

19 მოგება და 12 მარცხი - ამ შედეგით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. "ქორები" თავის გასვლით ტურნეს ამჯერად აღმოსავლეთში გააგრძელებენ. 21 თებერვალს ისინი კონფერენციის ლიდერ "ჩიკაგოს" შეერკინებიან, ხოლო 23-ში ნიუ იორკში ითამაშებენ.

gbf.ge

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა