ჯონ ტოშაკმა განაცხადა 48 საათში უელსის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადავდგები, ჩემს შემცვლელად კი გირჩევთ რაიან გიგზი დანიშნოთო...

ჯონ ტოშაკმა განაცხადა 48 საათში უელსის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადავდგები, ჩემს შემცვლელად კი გირჩევთ რაიან გიგზი დანიშნოთო. "რეალის" ყოფილმა თავკაცმა, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ექვსი წელიწადია ხელმძღვანელობს, წასვლა პარასკევს ჩერნოგორიასთან 1:0 წაგების შემდეგ გადაწყვიტა. გიგზის შესახებ კი - როგორ შეიძლება ეს ვინმემ არ იცოდეს - მოგახსენებთ, რომ 36 წლის გარემარბი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს.

62 წლის ტოშაკმა გადადგომის შესახებ შაბათსვე ილაპარაკა უელსის ფეხბურთის ასოციაციასთან. კაცმა რომ თქვას, ამას საგანგებო მიღება და შეხვედრა არც სჭირდებოდა - დამარცხებული გუნდი და მისი ბოსები პოდგორიცადან ერთად მოფრინავდნენ, თუმცა ამ ისტორიაში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ტოშაკმა ფედერაციის შეფებს თავიდან უთხრა, რომ თანამდებობას ოქტომბერში დასტოვებდა - მიუხედავად იმისა, რას იზამდა გუნდი ბულგარეთსა და შვეიცარიასთან - შინ დაბრუნებულმა კი გაზეთები წაიკითხა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გადადგომა დაუყოვნებლივ გადაწყვიტა.

ამასთან ერთად უელსური წყაროები იტყობინებიან, რომ ტოშაკი ჯერჯერობით მაინც ივლის სამსახურში. როგორც ჩანს, პატრიოტული გრძნობები ეროვნული გუნდის უპატრონოდ დატოვების ნებას არ აძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ უელსელთა ასოციაციას ახალი აღმასრულებელი შეფი ჰყავს, ჯონათან ფორდი, რომელიც ყველა ღონეს იხმარს თავი რომ გამოიჩინოს და შეეცდება მართლა დაიყოლიოს რაიან გიგზი, რომელიც აგერ უკვე სამი წელიწადია როგორც ფეხბურთელი ნაკრებს აღარ გაჰკარებია.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა