ბაჰრეინის გრანპრის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ აპრილში გასამართ რბოლაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია იწყება

გუშინ, საჰირის ავტოდრომზე პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც ბაჰრეინის გრანპრის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ იწყება აპრილში გასამართ რბოლაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია.

საკმაოდ საინტერესო განცხადებაა იქედან გამომდინარე, რომ ამ კუნძულოვანი ქვეყნიდან ისევ ვრცელდება ცნობები პოლიტიკური არეულობების შესახებ.

შაბათსა და კვირას, ბაჰრეინის დედაქალაქ მანაში შედარებით სიმშვიდე იყო, თუმცა ქალაქში პატრულირებდნენ პოლიციის რაზმები, საერთაშორისო აეროპორტში კი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული. ერთი დღით ადრე, პარასკევს, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც თვითნაკეთ ბომბებს ისროდნენ სამართალდამცევების მიმართულებით.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია და ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი ჯიუტად იმეორებენ, რომ წელს ბრძოლა აუცილებლად გაიმართება.

"თუ ბაჰრეინის მთავრობის წარმომადგენლები მეტყვიან: "ბერნი, უკეთესი იქნება თუ არ ჩამოხვალთ", მაშინ დავფიქრდები, - განაცხადა ორი დღის წინ ექლსტოუნმა. - სწორედ ასე მითხრეს გასულ წელს.

მუდმივი კავშირი მაქვს ბაჰრეინის მთავრობასთან და თუ სიტუაცია გართულდა, აუცილებლად გამაფრთხილებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა