გასულ უქმეებზე "ნიუ იორკმა" შვიდმატჩიანი მოგებათა სერია "ნიუ ორლეანთან" (85:89) მარცხით დაასრულა
გასულ უქმეებზე თითქოს უპრობლემოდ უნდა გაგრძელებულიყო "ნიუ იორკის" შვიდმატჩიანი მოგებათა სერია - "ნიქსი" ასოციაციის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდს - "ნიუ ორლეანს" ხვდებოდა, თანაც საკუთარ "მედისონ სკვერ გარდენში".

მაგრამ უკვე პირველივე მეოთხედში იგრძნობოდა მოახლოებული სენსაცია - სასტარტო 12-წუთეულის დასრულებამდე ორი წუთით ადრე "ჰორნეტსი" 23:13-ს იგებდა.

ეს, პირველ რიგში, ბოლო ორი კვირის მთავარი ვარსკვლავის ჯერემი ლინის "დამსახურება" იყო, რომელმაც 10 წუთში ხუთი შეცდომის დაშვება მოასწრო. სულ ნიუიორკელთა პლეიმეიკერი ცხრაჯერ შეცდა, სულ კი ბოლო ხუთ მატჩში 35-ჯერ დაკარგა ბურთი - საშუალოდ შეხვედრაში შვიდი! ასე რომ, გარკვეულ სათამაშო კომპონენტებში მცველს კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს.

ასეთი რაოდენობის შეცდომების მიუხედავად, "ნიუ იორკმა" კინაღამ გამოსტაცა მოგება "ნიუ ორლეანს". სტუმრები გამარჯვებას ბელინელის ფანტასტიკურ ტყორცნას უნდა უმადლოდენ, რის შემდეგაც "ჰორნეტსი" ხუთი ქულით დაწინაურდა. ამას მოჰყვა ჯარიმების ტაქტიკაზე გადასვლა, რომლის დროსაც "ნიუ ორლეანმა" უშეცდომოდ ითამაშა.

"ნიუ იორკისგან" განსხვავებით, "სან ანტონიომ" გააგრძელა თავისი მოგებათა სერია, რომელიც უკვე ათ მატჩს უდრის. "სპურსი" სტუმრად ეთამაშებოდა "კლიპერსს" და ოვერტაიმი დასჭირდა მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად. თუმცა დაძაბული ფინალი შეიძლება არც შემდგარიყო, კალიფორნიელთა დამრიგებელ ვინი დელ ნეგროს სარისკო ნაბიჯი რომ არ გადაედგა.

მესამე მეოთხედში მწვრთნელმა მოედნიდან მოაშორა კრის პოლი და ბლედსოუ შეუშვა ერთადერთი მიზნით - შეეჩერებინა ტონი პარკერი. შედეგად, ახალგაზრდა მცველმა ისე გამოფიტა ფრანგი, რომ გრეგ პოპოვიჩმა თავისი ლიდერი სათადარიგოთა სკამზე დასვა. ამით "კლიპერსმა" შესანიშნავად ისარგებლა - 17:0 გაქცევამ ოპერატიულად დაუბრუნა ინტრიგა შეხვედრას.

მასპინძლებს გამარჯვებაც შეეძლოთ. ბოლო წამებზე ისინი სამ ქულას იგებდნენ და ბოლო შეტევაც მათი იყო. მაგრამ პოლის შეცდომის შემდეგ ბურთი მარტოდმარტო მყოფმა ნილმა სამწამიანის ხაზზე მიიღო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში ნილი კიდევ ორჯერ გამოვიდა სცენაზე. მატჩში მისმა მეხუთე ზუსტმა სამქულიანმა "სპურსი" წინ გაიყვანა. მეორე გამოსვლა - ორი აცილებული საჯარიმო იყო რვა წამით ადრე. სტუმრები სამ ქულას იგებდნენ და "კლიპერსის" სამქულიანს შეეძლო ოვერტაიმში გადაეყვანა შეხვედრა, მაგრამ კალიფორნიელებმა ცუდად გაითამაშეს ბოლო კომბინაცია.

17 თებერვალი

ორლანდო-მილუოკი 94:85

15:27, 29:19, 28:28, 22:11

ო: ჰოვარდი (26+20 მოხსნა+4 დაფარება), ანდერსონი (23+9 მოხსნა), თურქოგლუ (14+7 პასი), რედიკი (11), ნელსონი (10).

მ: დელფინო (16), ილიასოვა (14+10 მოხსნა), ლივინგსტონი (14), ჯენინგსი (14+5 პასი).

ფილადელფია-დალასი 75:82

27:21, 24:16, 8:24, 16:21

ფ: ვუჩევიჩი (16+7 მოხსნა), იანგი (14+5 მოხსნა), უილიამსი (12+4 ჩაჭრა), იგუოდალა (10+7 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), ალენი (8+10 მოხსნა).

დ: ნოვიცკი (28+12 მოხსნა), ჯონსი (12), კარტერი (10+6 მოხსნა), კიდი (9+9 მოხსნა+8 პასი).

დეტროიტი-საკრამენტო 114:108

24:31, 23:29, 30:28, 28:20

დ: სტაკი (36), ნაითი (23+10 პასი+6 მოხსნა), პრინსი (22+10 მოხსნა+5 პასი), გორდონი (13), ჟერებკო (11+5 მოხსნა).

ს: კაზინსი (26+15 მოხსნა), ტორნტონი (24), ევანსი (16+9 პასი+6 მოხსნა), ტომპსონი (13+3 დაფარება), ტომასი (13).

ჰიუსტონი-მინესოტა 98:111

29:30, 25:31, 23:30, 21:20

ჰ: პარსონსი (18+6 მოხსნა), ლოური (17+6 პასი), ლი (17), მარტინი (16), სკოლა (10).

მ: ლავი (33+17 მოხსნა), პეკოვიჩი (30+12 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), რუბიო (18+9 პასი).

მემფისი-დენვერი 103:102

34:15, 26:28, 23:30, 20:29

მ: გეი (20+8 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), მაიო (17), მ. გასოლი (16+14 მოხსნა+8 პასი), კონლი (16+7 პასი+5 ჩაჭრა), ალენი (13), სპეიტსი (12+10 მოხსნა).

დ: ბრიუერი (26+5 მოხსნა), ლოუსონი (18+6 პასი), ფარიდი (18+10 მოხსნა), მილერი (13+9 პასი).

ლეიკერსი-ფინიქსი 111:99

21:25, 36:23, 30:25, 24:26

ლ: ბრაიანტი (36+9 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), ბინუმი (17+14 მოხსნა), ბარნსი (17+7 მოხსნა), ფიშერი (12), პ. გასოლი (10+13 მოხსნა).

ფ: გორტატი (21+16 მოხსნა), ბრაუნი (15), მორისი (14), ნეში (11+17 პასი).

ტორონტო-შარლოტი 91:98

23:22, 22:25, 24:21, 22:30

ტ: დეროზანი (24), ბარბოზა (16), ჯ. ჯონსონი (14+8 მოხსნა), კალდერონი (14+8 პასი), დევისი (9+10 მოხსნა), ა. ჯონსონი (6+15 მოხსნა).

შ: უილიამსი (22), მაგეტი (16), უოკერი (14+8 პასი), ოგუსტინი (11+10 პასი), უაიტი (10+5 მოხსნა), ბიიომბო (8+13 მოხსნა+7 დაფარება).

კლივლენდი-მაიამი 87:111

14:35, 24:28, 29:27, 20:21

კ: ირვინგი (17), სეშენსი (15+5 პასი), ჯეიმისონი (13), ტომპსონი (12+6 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (28+5 მოხსნა+5 პასი), უეიდი (22+6 მოხსნა), ბოში (16+12 მოხსნა), ჩელმერსი (14+5 პასი), კოული (10).

ნიუ იორკი-ნიუ ორლეანი 85:89

13:27, 26:16, 19:25, 27:21

ნ-ი: სტაუდმაიერი (26+12 მოხსნა), ლინი (26+5 პასი+4 ჩაჭრა), ჩენდლერი (10+11 მოხსნა).

ნ-ო: არიზა (25+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბელინელი (17+3 ჩაჭრა), ვასკესი (15+11 პასი), აიონი (13+11 მოხსნა), კამანი (12+8 მოხსნა+6 პასი).

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 110:87

20:24, 38:24, 26:17, 26:22

ო: ჰარდენი (25), დურანტი (23+10 მოხსნა+6 პასი), უესტბრუკი (18+3 ჩაჭრა).

გ-ს: ლი (23+6 მოხსნა), რაიტი (11+11 მოხსნა), ელისი (11), კარი (11), ტომპსონი (11).

იუტა-ვაშინგტონი 114:100

32:20, 20:30, 38:28, 14:22

ი: ჯეფერსონი (34+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), მილსეპი (14+12 მოხსნა), ბერქსი (13), ჰარისი (12+9 პასი), ბელი (10).

ვ: უოლი (24+5 პასი), კროუფორდი (21+6 მოხსნა), მაკგი (15+6 მოხსნა), იანგი (10), ვესელი (10 +5 მოხსნა).

18 თებერვალი

კლიპერსი-სან ანტონიო 100:103 (ო)

26:15, 17:30, 24:25, 28:25

კ: გრიფინი (22+20 მოხსნა), ფოიე (21), პოლი (21+6 პასი), ბატლერი (13).

ს-ა: პარკერი (30+10 პასი), ნოა (17), ბონერი (13+6 მოხსნა), დანკანი (11+17 მოხსნა), გრინი (11).

ჩიკაგო-ნიუ ჯერსი 85:97

19:34, 26:25, 11:14, 29:24

ჩ: ბუზერი (16+9 მოხსნა), ჯეიმსი (16+7 პასი), გიბსონი (14+9 მოხსნა), დენგი (14+8 მოხსნა), უოტსონი (10).

ნ-ჯ: უილიამსი (29+8 პასი), ჰემფრიზი (24+18 მოხსნა+5 პასი), ბრუქსი (19+5 მოხსნა), შ. უილიამსი (8+14 მოხსნა).

მემფისი-გ. სტეიტი 104:103

34:19, 20:37, 22:22, 28:25

მ: გეი (19+6 მოხსნა), მაიო (18), მ. გასოლი (17+13 მოხსნა), სპეიტსი (16+8 მოხსნა), კონლი (15+6 პასი), ალენი (11).

გ-ს: კარი (36+6 პასი), ელისი (33+6 პასი), ლი (14+9 მოხსნა).

პორტლენდი-ატლანტა 97:77

33:25, 19:12, 20:19, 25:21

პ: ბატუმი (22+8 მოხსნა), ოლდრიჯი (19+10 მოხსნა), ფელტონი (14+8 პასი), მეტიუზი (13).

ა: ჯონსონი (19), გრინი (17), სმიტი (14+10 მოხსნა+9 პასი), უილიამსი (10), ფაჩულია (8+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა