ხუთი ტურის შემდეგ ჩიბურდანიძეს 4, ძაგნიძეს კი 3 ქულა აქვს
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 18 თებერვალს დაიწყო პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის (პრეზიდენტი ემილ სუტოვსკი) სუპერტურნირი ქალთა შორის, რომელშიც 9 ქვეყნის 12 წარმომადგენელი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ჯილდოებისთვის (საპრიზო ფონდი 40. 000$, პირველი ადგილისთვის 10. 000$) იბრძვიან ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძე, 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი ნანა ძაგნიძე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - კატერინა ლაგნო (უკრაინა), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი), ბებერი კონტინენტის ამჟამინდელი ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ამ ტურნირის რეიტინგფავორიტი ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ევროპის მრავალგზის პრიზიორი, ხანტი-მანსიისკში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული (დასთან - ტატიანა კოსინცევასთან და ალექსანდრე კოსტენიუკთან ერთად) ნადეჟდა კოსინცევა, უკრაინიდან ამერიკაში გადაბარგებული ანა ზატონსკიხი და აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი ზეინაბ მამედიაროვა.

პირველ ორ ტურში, განსაკუთრებით - ჩმილიტესთან შესანიშნავად ითამაშა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა, გუშინ კი სამივე შეხვედრა (პარტიისთვის მოჭადრაკეებს 20-20 წუთი ეძლევათ ყოველ სვლაზე 5-5 წამის დამატებით) ყაიმით დაამთავრა და და 3,5 ქულას მოუყარა თავი.

ლიდერობა კი ხელთ იგდო ანა მუზიჩუკმა, რომელმაც ოთხი მეტოქე დაამარცხა და ერთსაც დაუზავდა. აი, ნანა ძაგნიძემ ტურნირი მძიმედ დაიწყო - სამ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულა ჰქონდა, ბოლო ორი პარტია, მათ შორის - კოსტენიუკთან, მოიგო.

გუშინდელი ორთაბრძოლების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ ტურნირის მთავარ მსაჯს, ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას:

"ჭადრაკის სტაჟიან გულშემატკივრებს, ალბათ, ახსოვთ, საქართველოს დედაქალაქში სხვადასხვა დროს გამართული მნიშვნელოვანი შეჯიბრებები. პირველ დიდ სუპერტურნირს 1984 წელს ვუმასპინძლეთ. მაშინდელი შემადგენლობიდან ამჟამინდელ ტურნირში მონაწილეობს და ხუთი ტურის შემდეგ ლიდერთა შორისაა შვედი პია კრამლინგი.

თითქმის ორი ათეული წლის წინათ პია დასავლეთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა - თვით ჟუჟა პოლგარს უწევდა მეტოქეობას. მას შემდეგ კრამლინგმა ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა და დღესაც შესანიშნავ ფორმაშია. საოცარი ენერგიულობით თამაშობს ჩვენი მაია ჩიბურდანიძე, რომელმაც შარშან ნახევარი საუკუნე მოიტოვა უკან.

მე-2 ტურში მან ჩვეულ სტილში სძლია ევროპის მოქმედ ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს. 4,5 ქულით დაწინაურდა 21 წლის უკრაინელი ანა მუზიჩუკი, რომელიც სლოვენიის სპორტულ ღირსებას იცავს. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი კატერინა ლაგნო. მან ეს წოდება 12 წლისამ დაიმსახურა.

ხალხმრავლობა და საქმიანი ფუსფუსია პრესცენტრში. ემილ სუტოვსკიმ ტურნირის გასაშუქებლად თბილისში ექვსი ჟურნალისტი ჩამოიყვანა, მათთვის დაგეგმილია ძალიან საინტერესო კულტურული პროგრამა. აგრეთვე მოინახულეს მოსწავლე ახალგაზრდობის საჭადრაკო კლუბ ნტნ-ი, სადაც ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებთან დაკავშირებული უამრავი ექსპონატი დაათვალიერეს, ნახეს ვახტანგ ქარსელაძის სამუშაო საჭადრაკო დაფა, რომელზეც გაიზარდნენ ნონა გაფრინდაშვილი, ტიგრან პეტროსიანი და სხვა ცნობილი დიდოსტატები.

ჩემთვის ყველაზე სასიხარულო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის - მარკ დვორეცკის სტუმრობა. სწორედ ის მეხმარებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლში მოსამზადებლად, როცა სახელოვან კონკურენტებს ვძლიე და ფინალური შეხვედრა მაია ჩიბურდანიძესთან ფრედ დავამთავრე. ბატონ მარკს პრესცენტრიდან პირდაპირი რეპორტაჟები მიჰყავს ინტერნეტისთვის.

ხუთი ტურის შედეგები:

I ტური. ნადეჟდა კოსინცევა - ნანა ძაგნიძე 0,5:0,5, ანა მუზიჩუკი - ანა ზატონსკიხი 1:0, ზეინაბ მამედიაროვა - მაია ჩიბურდანიძე 0:1, ვიქტორია ჩმილიტე - ანტოანეტა სტეფანოვა 0:1, კატერინა ლაგნო - ალექსანდრა კოსტენიუკი 1:0, ტატიანა კოსინცევა - პია კრამლინგი 0:1.

II ტური. ძაგნიძე - კრამლინგი 0:1, კოსტენიუკი - ტ. კოსინცევა 1:0, სტეფანოვა - ლაგნო 0:1, ჩიბურდანიძე - ჩმილიტე 1:0, ზატონსკიხი - მამედიაროვა 1:0, ნ. კოსინცევა - მუზიჩუკი 0:1.

III ტური. მუზიჩუკი - ძაგნიძე 1:0, მამედიაროვა - ნ. კოსინცევა 0:1, ჩმილიტე - ზატონსკიხი 1:0, ლაგნო-ჩიბურდანიძე 0,5:0,5, ტ. კოსინცევა - სტეფანოვა 1:0, კრამლინგი - კოსტენიუკი 0,5:0,5.

IV ტური. ძაგნიძე - კოსტენიუკი 1:0, სტეფანოვა - კრამლინგი 0:1, ჩიბურდანიძე - ტ. კოსინცევა 0,5:0,5, ზატონსკიხი - ლაგნო 0:1, ნ. კოსინცევა - ჩმილიტე 1:0, მუზიჩუკი - მამედიაროვა 1:0.

V ტური. მამედიაროვა - ძაგნიძე 0:1, ჩმილიტე - მუზიჩუკი 0,5:0,5, ლაგნო - ნ. კოსინცევა 0,5:0,5, ტ. კოსინცევა - ზატონსკიხი 0:1, კრამლინგი - ჩიბურდანიძე 0,5:0,5, კოსტენიუკი - სტეფანოვა 0,5:0,5.

ხუთი ტურის შემდეგ: მუზიჩუკი - 4,5, ლაგნო, კრამლინგი - 4-4, ჩიბურდანიძე - 3,5, ნ. კოსინცევა - 3, ძაგნიძე - 2,5, კოსტენიუკი, ზატონსკიხი - 2-2, ჩმილიტე, ტ. კოსინცევა, სტეფანოვა - 1,5-1,5, მამედიაროვა - 0 ქულა.

დღეს მომდევნო სამი ტურის პარტიები გაიმართება. ჩიბურდანიძე კოსტენიუკს, სტეფანოვას და ძაგნიძეს შეხვდება, ხოლო ძაგნიძე სტეფანოვას და ჩმილიტეს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს