"სკავოლინისთან" რომელმა უკეთესად ითამაშა, მანომ თუ შერმადინმა? ამაზე იტალიელებიც ვერ შეთანხმდნენ
იტალიის თასის ნახევარფინალში "კანტუს" ქულების ნახევარი ქართველი კალათბურთელების ანგარიშზე იყო. გიორგი შერმადინმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილმა - 15 (სულ 33). კანტუელებმა კი 71:64 დაამარცხეს "სკავოლინი".

რომელმა უკეთესად ითამაშა, მარკოიშვილმა თუ შერმადინმა? ამაზე იტალიელებიც ვერ შეთანხმდნენ. საინტერესოა, რომ "დეილი ბასკეტში" მატჩის საუკეთესო კალათბურთელად (MVP) შერმადინია დასახელებული, ხოლო "ოლრაუნდში" - მარკოიშვილი. "დეილიში" მანუჩარის თამაში 7.5 ქულითაა შეფასებული, ხოლო გიორგისა - 8 ქულით.

აქვე ქართველების სრულ მონაგარს გაგაცნობთ: მარკოიშვილი - 25 წუთი, 15 ქულა (6/3 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 4/3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 2 პასი. შერმადინი - 21 წუთი, 18 ქულა (8/7 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.

ნახევარფინალი 18 თებერვალს გაიმართა, ფინალი 19 თებერვალს, რომელშიც "კანტუ" "მონტეპასკის" დაუპირისპირდა. გიორგისა და მანუჩარის გუნდს ფინალში რომ მოეგო, ამას შესავალშივე გახარებდით, მაგრამ წინა დღის დაღლილმა კანტუელებმა გაცილებით დიდი ბიუჯეტის მქონე სიენელებს ფინალში ვერაფერი დააკლეს და 71:88 დამარცხდნენ.

შერმადინმა 11 წუთში 8 ქულა (4/3 ორქულიანი, 3/2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. მან მოედანი ხუთი ფოლის გამო ნაადრევად დატოვა. მარკოიშვილმა 19 წუთში 2 ქულა (3/1 ორქულიანი), 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 პასი გაიფორმა.

"კანტუს" ხუთშაბათს ევროლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, "ბარსელონას" უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იტალიელთა მეოთხედფინალში გასვლის საკითხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა