ზუგდიდის "ბაიამ" განახლებულ გორის "დილას" საკუთარ ბაზაზე უმასპინძლა და გატანილი გოლის გარეშე დაშორდა
19.02. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0

1:0 წურწუმია (45+1, პენალტით), 2:0 პავლიაშვილი (90+3)

კოლხეთი ვიტ ჯორჯია

4-4-1-1 4-5-1

ნადირაშვილი ძაძამია

ფოფხაძე ღანიაშვილი

ცხვიტარია კასრაძე

ლომაშვილი ადამაძე

გაბუნია ხურცილავა

გოგონაია ვასაძე

სიჭინავა გურეშიძე

გვალია ზაქრაძე

პავლიაშვილი კორიფაძე

წურწუმია ჯანელიძე

ტუღუში ჩიმაკაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

დ. მახარაძე ზ. ბერიძე

კოლხეთი

57. სიჭინავა-ქებაძე

76. ტუღუში-ციცხვაია

89. გვალია-ცხადაია

სათადარიგოები: მიქაბერიძე, გ.კილასონია, ბოიომო, ხატიაშვილი

ვიტ ჯორჯია

62. ზაქრაძე-ვაშაკიძე

79. ვასაძე-კუხალეიშვილი

სათადარიგოები: რეჭია, გოგიაშვილი, ჯუღელი, ჯავაშვილი, ჯაყელი

გაფრთხილება: ტუღუში (16), ვასაძე (38), ძაძამია (45), გოგონაია (52), წურწუმია (60), გვალია (69).

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ ფოთის "ფაზისზე" ფეხბურთი დაბრუნდა. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ მინდვრის საფარია მოწყობილი, თუმცა კოლხებს მაინც დართეს საშინაო არენაზე თამაშის უფლება. სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ხელს უამინდობა უშლის. რაც შეეხება მინდორს, ამდენი თოვლისა და წვიმის კვალობაზეც კი ნამდვილად კარგ შეფასებას იმსახურებს.

საკუთარი კლუბის თამაშის ხილვას მოწყურებული ქომაგები, რომლებიც სუსხიანი ამინიდის მიუხედავად საკმაოდ მოვიდნენ, მობურთალებმა ძალიან გაახარეს და ახალ მინდორზე პირველი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

თავად შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, ბურთს უფრო კარგად სტუმრები კი "იჭერდნენ", მაგრამ შეტევის ორგანიზება და მით უფრო დაგვირგვინება ძალიან უჭირდათ. სამაგიეროდ, გაამართლა დავით მახარაძის არჩეულმა ტაქტიკამ - მისმა გუნდმა შედეგზე ითამაშა და აქედან ხეირიც ნახა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსი, უფრო მეტად მასპინძლებს და მართალია, ბოლო წუთზე, მაგრამ წარმატებას მაინც მიაღწიეს - კოლხთა ახალწვეული ბექა ტუღუში ვიტელთა მეკარემ აკრძალური ხერხით მაშინ შეაჩერა, როცა ფორვარდი მის მოტყუებას ცდილობდა. მატჩის არბიტრმა პენალტი კი დანიშნა, მაგრამ სტუმრები მაინც დაინდო - სადავო სიტუაციაში მას შეეძლო "ვიტ ჯორჯია" კაცნაკლული დაეტოვებინა, მაგრამ გიორგი ძაძამიას ოდენ ყვითელი აკმარა. პენალტი ლევან წურწუმიამ გოლად აქცია, 1:0.

მეორე ტაიმში თბილისელები გააქტიურდნენ, კოლხებმა შეცდომებს უმატეს, რამაც უპირატესობა სტუმრებს მისცა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიამ" გატანა ვერ მოახერხა. მათ რეალური შანსი 69-ზე წუთზე მიეცათ, როცა თითქოს უწყინარ სიტუაციაში ფოთელებმა საჯარიმოს გვერდით ხაზთან სტუმარი მობურთალი მინდორზე დასცეს. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნია ლაშა სილაგავამ და მასპინძლების რისხვაც დაიმსახურა.

ზოგადად, ასეთ სიტუაციებში საქართველოში პენალტს, მით უფრო, მასპინძლის კარში არ დებენ, ჩვენგანაც თითქოს არ ჩანდა დარღვევა, თუმცა გამოცდილი არბიტრი იმდენად ახლოს იმყოფებოდა ეპიზოდთან, მეტად ძნელია მის გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ. თუმცა სილაგავა დიდ რისხვას ლადო ნადირაშვილმა გადაარჩინა - კოლხთა კიპერმა ბესიკ ჩიმაკაძეს არ გაატანინა.

თბილისელები პენალტს კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, გაცუდებული 11-მეტრიანიდან რამდენიმე წუთში, თუმცა კოლხი მცველის ხელზე მოხვედრილი ბურთი მსაჯმა პენალტად რომ არ შეაფასა, ალბათ, სწორი გადაწყვეტილება იყო.

ბოლო დამატებულ წუთზე კი მასპინძლებმა მეორე გოლიც გაიტანეს - მაშინ, როცა არბიტრი საფინალო სასტვენის მისაცემად ემზადებოდა, ილია პავლიაშვილმა ანგარიში გაზარდა, 2:0.

19.02. ბაიას ბაზა. 300 მაყურებელი

ბაია-დილა 0:0

ბაია დილა

4-5-1 4-5-1

სომხიშვილი სკენდერი

აფაქიძე ალადაშვილი

ტყებუჩავა ინწკირველი

პაჭკორია მეგრელიშვილი

აკობია თოთაძე

ტყემალაძე ნ. ნოზაძე

კუტალია შ. კაშია

კუკავა გურული

ენდელაძე არზიანი

სიხარულია კახელიშვილი

ეხვაია რ. ჯიქია

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. ტყებუჩავა თ. მახარაძე

ბაია

58. კუკავა - შ. ლომია

70. ეხვაია - ფარჯიკია

84. ენდელაძე - ახვლედიანი

სათადარიგოები: მაქაცარია, გამრეკლიძე, ქვარცხავა, შონია

დილა

61. ჯიქია - ლექვთაძე

70. ნოზაძე - ხუბუა

80. არზიანი - კანდელაკი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, ბეჭვაია, ბარაბაძე

გაფრთხილება: არზიანი (60), კუტალია (64), თოთაძე (64), სიხარულია (78)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

achi
საღოოო კოლხეთი,, ყოჩაღ ბიჭებოო ასე გააგრძელეთ
gia
საღოოო კოლხეთიიი,, ყოჩაღ ბიჭებოოო ასე გააგრძელეთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში