რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და "ბორჯღალოსნების" მწვრთნელები რაგბის პაბში ქომაგს შეხვდნენ
18 თებერვალს რაგბის პაბში, რომელიც პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს, რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძისა და რაგბის ქომაგების ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. აქვე იყვნენ საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი.

შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ყველა საინტერესო კითხვას გაეცა პასუხი.

საქართველოს რაგბის კავშირს ახლახან დაწყებულ ოთხწლიან ციკლში ახალი სტრატეგია აქვს არჩეული, რაც ჩვენს ქვეყანაში რაგბის თვისობრივად განსხვავებული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს.

რაგბის კავშირსაც და ნაკრების მწვრთნელებსაც მიაჩნიათ, რომ სტრატეგია სწორადაა შერჩეული და, თუ რაგბის განვითარების ამ ეტაპს წლეულს არ გავივლით, იძულებული გავხდებით მომავალ წელს უკან დავბრუნდეთ მის გასავლელად, რაც ადვილი შესაძლებელია, 2015 წლის მსოფლიოს თასზე კატასტროფით დასრულდეს.

ამიტომ, არჩეული გეზი ყველა შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება.

როგორც გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა, რაგბის კავშირის მიზანია ქართულ კლუბებში სპონსორების მოზიდვა, რაც საქართველოს ჩემპიონატის დონეს აამაღლებს. ნაკრების მწვრთნელებს მიაჩნიათ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 1 და ფედერალ 2 დივიზიონებში ქართველი მორაგბეების ოსტატობა არ იზრდება და ნაკრებისთვის ნაკლებად სასარგებლონი არიან.

ამიტომ საჭიროა საქართველოს ჩემპიონატის დაფინანსების გაზრდა, რათა მოთამშეები აქ, ნაკრების მწვრთნელების მეთვალყურეობითა და რეკომენდაციებით იზრდებოდნენ.

უახლოეს დღეებში თბილისში ჩამოვა ფიზმომზადების ახალზელანდიელი მწვრთნელი, რომელთანაც რაგბის კავშირი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის ეროვნული ნაკრების გარდა იმუშავებს ასევე საქართველოს A და ყველა ასკობრივ ნაკრებებთან, ასევე კლუბებთან და სარაგბო აკადემიაში. ამასთან ერთად, მოამზადებს ქართველ სპეციალისტებს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები დაესწრებიან საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს. ისინი უკვე ეხმარებიან ასაკობრივ ნაკრებებს.

საქართველოს A ნაკრებს გაჰყვებიან უელსშიც, სადაც ჩვენი გუნდი სამ მატჩს გამართავს, ინგლისურ "ეიშერთან", უელსის კლუბებისა და ჩრდილოეთ უელსის ნაკრებებთან.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საკლუბო ტურნირებში, ანუ "ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს რაგბის კავშირს უაღრესად სასარგებლოდ მიაჩნია. ეს გათამაშება კომერციული პროექტია და ამჟამად მიმდინარეობს მის ახალ ფრომატზე მუშაობა.

ახალი ფორმატი დადგინდება 2013 წლიდან. ტურნირის ორგანიზატორებს აქვთ მოთხოვნები:

ა) სტადიონი - რაც რაგბის კავშირისთვის პრობლემად იქცა, რადგან ეროვნული სტადიონი თბილისის "დინამოს" გადასცეს კერძო მფლობელობაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი კი ფეხბურთის ფედერაციისაა. ამ სტადიონებზე თამაში სამომავლოდ საიჯარო ქირის გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ბ) მონაწილე კლუბს დასჭირდება 350 ათასი ევრო. ამდენი ჯდება ქვეჯგუფის ექვსი თამაში.

გ) გარანტია, რომ კლუბი მინუმიმ ხუთი წლის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას ამ თასის გათამაშებაში.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა ნაკრების მწვრთნელების მონათხრობიც. მათ მიაჩნიათ, რომ არა მხოლოდ უკანახაზელებს, არამედ მორკინალებსაც ბევრი რამ აქვთ სასწავლი და გამოსასწორებელი.

"უნდა შეიცვალოს ქართველი მორაგბეების სათამაშო აზროვნება, თამაშის ფილოსოფია, სათამაშო აზროვნების თვალსაწიერი უნდა გაფართოვდეს. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე წინსვლაზე ლაპარაკი. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზედაც უნდა დაშენდეს სხვა დანარჩენი კომპონენტები.

ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც სწორად უნდა გავიაროთ, რადგან თუ ფუნდამენტი ახლა სწორად არ ჩავყარეთ, მომავალში ცხოვრება გვაიძულებს ისევ უკან დავბრუნდეთ. უნდა მოვახერხოთ ახალზელანდიური სარაგბო აზროვნებისა და ქართული გულის, ხასიათისა და სხვა დადებითი ქართული სარაგბო უნარ-ჩვევების სინთეზი, რომლის ნაყოფი იქნება თვისობრივად სხვა დონის ქართული რაგბი.

ეს იქნება ქართული რაგბის განვითარების ყველაზე რთული ეტაპი, რადგან ცნობიერების შეცვლა ყველაზე მძიმე პროცესია, მგრამ ამის გარეშე წარმატებები არ იქნება. ამიტომ ყველას გვმართებს მოთმინება და ყველაფრის შეფასება ამ სტრატეგიული ხედვით", - თქვა მილტონ ჰეიგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა