ნიკოლოზ გელაშვილმა "ბოხუმში" მატჩი სრულად ჩაატარა, გუნდს პენალტი მოუპოვა, ერთხელ კი ბურთი ძელს გაარტყა
ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით საინტერესო ამბები პარასკევიდან დაიწყო. შეგახსენებთ, მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუემ" ალექსანდრე იაშვილის გოლითა და საგოლე გადაცემით გაიმარჯვა. "კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა "შპორტალისგან" 2-იანი მიიღო, რითაც იაშვილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

იმავე დღეს ვლადიმერ დვალიშვილს ვარშავის "პოლონიას" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, ირაკლი სირბილაძემ კი მორიგი ფინური გოლი გაიტანა.

პირველ ბუნდესლიგაში "ჰერტამ" მორიგი მატჩი წააგო, თუმცა ბერლინელთა თამაშში პროგრესი აშკარად შეინიშნება - დედაქალაქელები ლიდერ "ბორუსიას" მედგრად ებრძოლნენ და მინიმალურად დამარცხდნენ. ლევან კობიაშვილი "ჰერტას" შემადგენლობაში ამჯერად არა მარცხენა მცველის, არამედ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშეს. "შპორტალმა" მას 3,5 დაუწერა.

თავი არც ნიკოლოზ გელაშვილს შეურცხვენია. "ბოხუმის" რიგებში მან მესამედ ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში კი პირველად გაამწესეს და არც შეუცვლიათ. ნიკამ თავის ახალ გუნდს 63-ე წუთზე პენალტი მოუპოვა (რითაც "ბოხუმი" 2:0 დაწინაურდა), ერთხელ კი ბურთი ძელს გაარტყა. გელაშვილი "შპორტალმა" 3-იანით შეაფასა, რაც "ბოხუმის" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვა მხრივ, გასული უქმეები ქართველთათვის დიდად გამორჩეული არ იყო. შეგვიძლია ვახსენოთ "ქაისერისფორისა" და "ტრაბზონსფორის" მატჩი, სადაც შოთა არველაძე ძალიან ახლოს იყო თავისი ყოფილი კლუბის დამარცხებასთან, მაგრამ სტუმრებმა ბოლო წუთებზე 3:1 3:3-ად აქციეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად