სამშაბათს შოტლანდიის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩში ლიხტენშტაინელებს დაუპირისპირდება...

სამშაბათს შოტლანდიის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩში ლიხტენშტაინელებს დაუპირისპირდება, ხოლო სქოთთა კაპიტანი დარენ ფლეტჩერი თავის 50-ე სანაკრებო შეხვედრას ჩაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი იმ პირობას დააკმაყოფილებს, რომელიც ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა შოტლანდიის ფეხბურთის დიდების დარბაზში მოხვედრისთვის დააწესა.

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ პიტერ ჰიუსტონს მიაჩნია, რომ ფლეტჩერს ყველა შანსი აქვს იმისა, რომ ლეგენდარული კენი დალგლიშის რეკორდი გააუმჯობესოს. ცნობისთვის, დალგლიშმა შოტლანდიის ეროვნულ გუნდში 102 მატჩი ჩაატარა.

"წარმოიდგინეთ, რა განწყობით ხვდება დარენი ამ მატჩს – ეს ხომ მისი 50-ე სანაკრებო თამაში იქნება. 26 წლის ასაკში ამის მიღწევა უდიდესი პატივია, - ამბობს პიტერ ჰიუსტონი, - ფლეტჩერი ფანტასტიკური ფეხბურთელია და მას სავსებით შეუძლია 100-მატჩიანი ნიშნულის გადალახვა. ეს შოტლანდიელთაგან მხოლოდ კენი დალგლიშმა შეძლო და ასეთ ადამიანთან ერთ კომპანიაში მოხვედრა წარმოუდგენელი აღიარება იქნება.

დარენი კარგ საფეხბურთო ასაკშია და, მართალია, ყოველ უქმეებზე "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, თავის პატრიოტულ ვალდებულებებზე უარი არასდროს უთქვამს. ერთხელაც არ მომხდარა, ფლეტჩერი თუნდაც ამხანაგურ მატჩზე არ ჩამოსულიყო – უბრალოდ, მას შოტლანდიის ნაკრებში თამაში სურს.

დარენი ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღზარდა, ვინც ყოველთვის ოცნებობდა ძლიერ შოტლანდიის ნაკრებზე. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი როგორც ფლეტჩერის თამაშითაა კმაყოფილი, ისე მისი ადამიანური თვისებებითაც".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა