საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" საქართველოს მოცურავეთა ზამთრის ღია ჩემპიონატი სამ დღეს გრძელდებოდა
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" სამ დღეს გრძელდებოდა საქართველოს მოცურავეთა ზამთრის ღია ჩემპიონატი (მთავარი მსაჯი მანანა თურქია), რომელშიც აჭარის, გორის, საჩხერის, ჭორვილას, ჭიათურის, რუსთავის, აზერბაიჯანისა და თბილისის სასპორტო კლუბების - "ლაგუნა ვერეს", "ტონუსის", "დიღმის", "ოლიმპიკის", "ვაკის საცურაო აუზის", "ნეპტუნის", "სპორტ-ტაიმისა" და "ივერიის" 120-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

- პაექრობები საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, - გვითხრა საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხომასურიძემ. - საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეტი სიმძაფრე ჩემპიონატში აზერბაიჯანელთა მონაწილეობამ შემატა, რადგან კონკურენცია გაიზარდა. სამომავლოდ შინაურ შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მოწვევაც გვაქვს განზრახული.

აუზის უქონლობის გამო ორი წლის განმავლობაში არ უასპარეზიათ აჭარელ მოცურავეებს, ამ ჩემპიონატზე კი ხუთი სპორტსმენი ჩამოიყვანეს. "სპორტ-ტაიმმა" 10 ქალ-ვაჟი ჩართო პაექრობებში. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ტურნირებისადმი დიდ ინტერესს იჩენენ თბილისში გახსნილი საცურაო აუზების მესვეურები, თუმცა, ზოგიერთს ჯერ კიდევ სჭირდება გამოფხიზლება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო რუსთაველთა (მთავარი მწვრთნელი ნინო გოგინაშვილი) მონდომება და წინსვლა - შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე აუმჯობესებენ შედეგებს.

საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი იმ მხრივაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სალიცენზიო ტურნირების წინ ჩვენი სპორტსმენების მომზადების დონე შევამოწმეთ. 28 თებერვალს დნეპროპეტროვსკში უკრაინის ღია ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 2012 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრებაა.

იქ ექვსი სპორტსმენით გავემგზავრებით. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ირაკლი რევიშვილისა და ირაკლი ბოლქვაძის მგზავრობის ხარჯებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გაიღებს, ხოლო მწვრთნელ ირინა მინჟულინას და 4 სპორტსმენს - დავით სიხარულიძეს, გიორგი მთვრალაშვილს, თეიმურაზ კობახიძეს და აკაკი ვაშაკიძეს ფირმა "მაქსიმალი" დააფინანსებს. გორელი მოცურავე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გიორგი ბუხრიკიძე კიევში სწავლობს მაგისტრატურაში და იქიდან შემოგვიერთდება დნეპროპეტროვსკში.

- უკრაინის ჩემპიონატის გარდა, კიდევ რომელ სალიცენზიო ტურნირებში იასპარეზებთ?

- ჯერჯერობით სამი ასეთი შეჯიბრება გვაქვს დაგეგმილი: აპრილის ბოლოს ბრესტში ბელარუსის ღია ჩემპიონატი, მაისში ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ანტვერპენი უმასპინძლებს და ივნისში პრაღის საერთაშორისო ტურნირი. ლონდონის ორი საგზურის მოპოვებას ვგეგმავთ.

- განსაკუთრებით ირაკლი რევიშვილისა და ირაკლი ბოლქვაძის გვეიმედება, - ჩაერია საუბარში ირინა მინჟულინა. - ამ შეჯიბრებაზე ორივემ ნორმალური შედეგი აჩვენა. რევიშვილი პეკინის ოლიმპიადის მონაწილეა, გამოცდილება აქვს, 200 და 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში შეეცდება სალიცენზიო ნორმატივების შესრულებას, ბოლქვაძემ შარშან შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ორი რეკორდი გააუმჯობესა 200 მეტრზე ბრასსა და კომპლექსურ ცურვაში.

ოლიმპიადის საგზურსაც მისგან ამ დისციპლინებში ველით. ყოველივე ეს კი როდი ნიშნავს იმას, რომ სხვებს იმედები გადაწურული აქვთ. თანაც, კობახიძე, სიხარულიძე და ბოლქვაძე 18-წლამდელთა ევროპის პირველობისთვის ემზადებიან, რომელიც ანტვერპენში (ივლისი) გაიმართება. ასე რომ, ვნახოთ, ბევრ რამეს უკვე ნათელი უკრაინის ჩემპიონატზეც მოეფინება.

კვარცხლბეკი

გოგონები. თავისუფალი ყაიდა. 50 მ. 1. გვანცა ხინჩეგაშვილი (გორი, 31,10), 2. ელენე უნდილაშვილი ("დიღომი", 31,96), 3. სოფიო საღარაძე ("ტონუსი", 32,00). 100 მ. 1. გვანცა ხინჩეგაშვილი (1.08,60), 2. სოფიო საღარაძე (1.12,06), 3. ელენე უნდილაშვილი (1.12,33). 200 მ. 1. ოკსანა ისმაილოვა (აზერბაიჯანი, 2.38,56), 2. სოფიო საღარაძე (ტონუსი, 2.41,29), 3. ნინო მეზვრიშვილი (გორი, 2.48,19). ბატერფლაი. 50 მ. 1. ოკსანა ისმაილოვა (34,28), 2. მაია ხრიკული ("ლაგუნა ვერე", 36,28), 3. მარიამ ობოლაშვილი (რუსთავი, 37,18). 100 მ. 1. ოკსანა ისმაილოვა (1.17,89), 2. მეგი ხათაშვილი (გორი, 1.25,17), 3. მარიამ ობოლაშვილი (რუსთავი, 1.25,75). ბრასი. 50 მ. 1. თეონა ბოსტაშვილი (რუსთავი, 39,67), 2. მარიამ ზუბიაშვილი (საჩხერე, 39,81), 3. ქეთევან ყამარაული ("ტონუსი", 40,87). 100 მ. 1. თეონა ბოსტაშვილი (1.27,24), 2. მარიამ ზუბიაშვილი (1.27,73), 3. ქეთევან ყამარაული (1.31,80). 200 მ. 1. თეონა ბოსტაშვილი (3.07,70), 2. მარიამ ზუბიაშვილი (3.10,71), 3. ქეთევან ყამარაული (3.14,94). გულაღმა ცურვა. 50 მ. 1. ოქსანა ბელოვა (რუსთავი, 37,47), 2. მარიამ წერეთელი ("ტონუსი", 39,66), 3. მეგი ხათაშვილი (გორი, 39,68). 100 მ. 1. ოქსანა ბელოვა (1.22,44), 2. ანა გალდავა ("ტონუსი", 1.29,63), 3. ნატა ჯაფარიძე ("ტონუსი", 1.30,41). 200 მ. 1. ოქსანა ბელოვა (3.03,96), 2. ანა გალდავა (3.09,77), 3. ნატა ჯაფარიძე (3.14,84). კომპლექსური ცურვა. 200 მ. 1. მარიამ ზუბიაშვილი (3.02,20), 2. მარიამ ხრიკული (3.03,43), 3. თეონა ბოსტაშვილი (3.03,98). 400 მ. 1. თეონა ბოსტაშვილი (6.35,99), 2. ოქსანა ბელოვა (6.47,88). 4X100მ. თავისუფალი ყაიდა. 1. "ტონუსი" (5.04,74), 2. რუსთავი (5.19,28). 4X100 კომბინირებული. 1. რუსთავი (5.45,43), 2. "ტონუსი-1" (5.47,66), 3. "ტონუსი-2" (6.00,53).

ვაჟები. თავისუფალი ყაიდა. 50 მ. 1. ორხან მამედოვი (აზერბაიჯანი, 26,21), 2. ზაურ არქანია (აზერბაიჯანი, 26,51), 3. ვაჟა ჭიოტაშვილი (27,47). 100 მ. 1. ცოტნე მაისურაძე (რუსთავი, 57,93), 2. ორხან მამედოვი (58,61), 3. ზაურ არქანია (1.00,24). 200 მ. 1. ირაკლი რევიშვილი ("ტონუსი", 1.58,46), 2. დავით სიხარულიძე ("ტონუსი", 2.01,88), 3. ცოტნე მაისურაძე (2.06,56). 400 მ. 1. ირაკლი რევიშვილი (4.11,28), 2. დავით სიხარულიძე (4.29,62), 3. ნიკა ყაულაშვილი (რუსთავი, 5.03,03). 800 მ. 1. ირაკლი რევიშვილი (9.19,74), 2. ცოტნე მაისურაძე (9.27,81), 3. ნიკა ყაულაშვილი (10.25,00). ბატერფლაი. 50 მ. 1. თემურ კობახიძე ("ლაგუნა ვერე", 26,49), 2. ირაკლი შავიძე (რუსთავი, 28,53), 3. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 28,71). 100 მ. 1. თემურ კობახიძე (59,91), 2. აკაკი ვაშაკიძე (1.03,99), 3. ირაკლი შავიძე (1.04,87). 200 მ. 1. თემურ კობახიძე (2.18,94), 2. აკაკი ვაშაკიძე (2.28,16), 3. ბაჩანა ტყემალაძე (ჭიათურა, 3.19,97). ბრასი. 50 მ. 1. ირაკლი ბოლქვაძე ("ტონუსი", 31,29), 2. ლუკა კერვალიშვილი ("ტონუსი", 33,21), 3. რუსლან გატამხანოვი (აზერბაიჯანი, 34,59). 100 მ. 1. დავით სიხარულიძე ("ტონუსი", 1.12,59), 2. რუსლან გატამხანოვი (1.18,53), 3. ბექა კაპანაძე ("ივერია", 1.20,35). 200 მ. 1. ირაკლი ბოლქვაძე ("ტონუსი", 2.25,48), 2. რუსლან გატამხანოვი (2.56,91), 3. ნიკა მესხი (3.03,44). გულაღმა ცურვა 50 მ. 1. გიორგი მთვრალაშვილი ("ტონუსი", 29,41), 2. ენვერ გულიევი (აზერბაიჯანი, 32, 43), 3. ირაკლი ჭარბაძე ("ტონუსი", 33,09). 100 მ. 1. გიორგი მთვრალაშვილი (1.02,88), 2. ენვერ გულიევი (1.10,87), 3. ირაკლი ჭარბაძე (1.13,38). 200 მ. 1. გიორგი მთვრალაშვილი (2.19,17), 2. ენვერ გულიევი (2.35,69), 3. ცოტნე დევდარიანი (რუსთავი, 2.39,26). კომპლექსური ცურვა. 200 მ. 1. ირაკლი ბოლქვაძე ("ტონუსი", 2.14,49), 2. აკაკი ვაშაკიძე (რუსთავი, 2.33,82), 3. ზაურ არქანია (აზერბაიჯანი, 2.34,65). 400 მ. 1. ირაკლი ბოლქვაძე (4.49,03). 4X100 მ. თავისუფალი ყაიდა. 1. "ტონუსი" (3.46,95), 2. "ივერია" (3.57,80), 3. ლაგუნა ვერე" (4.02,49). 4X100 კომბინირებული. 1. "ტონუსი-1" (4.10,60), 2. აზერბაიაჯინ (4.36,49), 3. "ლაგუნა ვერე" (4.36,56).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!