კარიერაში 71-ე ტიტული მიითვალა ლეგენდარულმა შვეიცარიელმა, აზარენკას კი ამ სეზონში წაგება არ აქვს

2012 წლის საჩოგბურთო სეზონმა პირველად მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებს. სან ხოსეს მოკრძალებული ტურნირით აიღო სტარტი ამერიკული სერიის პირველმა ნაწილმა, რომლის კულმინაცია გახდება ორი მასტერსი ინდიან უელსსა და მაიამიში.

მაგრამ წამყვანი ჩოგბურთელები არ ჩქარობენ ოკეანის გაღმა გამგზავრებას. გასულ კვირას ყველაზე პრესტიჟული შემადგენლობის შეკრება რიხარდ კრაიჩეკმა შეძლო, რომელიც როტერდამის ტურნირს ხელმძღვანელობს.

აქ კარიერაში 71-ე ტიტული მიითვალა ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა მოულოდნელად ძალიან იოლად მოიგო როტერდამის ტურნირის ფინალი, რომელშიც მისი მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იყო.

სამხრეთამერიკელისთვის ფედერერი ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო - როტერდამის ფინალამდე შვეიცარიელი ურთიერთშეხვედრებში 8:2-ს უგებდა დელ პოტროს. თუმცა ამ ჩოგბურთელებს შორის ყოველთვის დიდი ბრძოლები იმართება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით როტერდამის ფინალზე.

გადამწყვეტ მატჩში ფედერერის საბრძოლო განწყობა სტარტიდანვე გამოჩნდა, როცა შვეიცარიელმა 20 წუთში 5:0 წაიყვანა ანგარიში და სეტი 6:1 მოიგო. მეორე პარტიში თავიდან თანაბარი ბრძოლა იყო და მეტოქეები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე გეიმი, რომელშიც როჯერმა მორიგი ბრეიკი გააკეთა და 3:2 დაწინაურდა. ფედერერმა შეინარჩუნა ეს უპირატესობა და საათსა და 29 წუთში დაასრულა საქმე.

ფედერერისთვის ეს არის პირველი ტიტული სეზონში.

დანარჩენი ორი ტურნირი სან ხოსესა და სან პაულუში გაიმართა.

სან ხოსეში ფავორიტი კანადელი მილოშ რაონიჩი იყო, რომელიც შარშანდელ ტიტულს იცავდა. ფინალში მისი მეტოქე უზბეკი დენის ისტომინი იყო, რომელიც მეორედ თამაშობდა ATP-ის ტურნირის ფინალში (2010 წელს მან ვერ შეძლო ნიუ ჰევენში მთავარი პრიზის აღება).

გადამწყვეტ მატჩში რაონიჩს არც ისე ბევრი (შვიდი) ეისი ჰქონდა, მაგრამ უზბეკმა მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ოთხი ბურთი მოიგო მიღებაზე!

ასეთი მაჩვენებლებით ბრეიკზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ერთადერთ იმედად ტაი-ბრეიკი რჩებოდა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა მიაღწიეს "შემოკლებულ გეიმამდე", რომელიც რაონიჩმა მოიგო, მეორეში კი კანადელმა ორიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ტიტული წარმატებით დაიცვა - 7:6(3), 6:2.

სან პაულუში ფინალი ნიკოლას ალმაგრო-ფილიპო ვოლანდრი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ჩოგბურთელები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ - აქამდე ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, თანაც ყოველთვის გრუნტზე. ალმაგრო უკეთ თამაშობდა, ფლობდა უპირატესობას და 18 ეისი ჩააწოდა, მაგრამ ვოლანდრიმ მაინც მიიყვანა საქმე მესამე სეტამდე, ბოლომდე იბრძოლა, თუმცა სამ პარტიაში დამარცხდა - 6:3, 4:6, 6:3. ესპანელისთვის ეს მე-11 ტიტულია კარიერაში.

ABN AMRO World Tennis

როტერდამი (ჰოლანდია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 975 915 დოლარი

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 3) 6:1, 6:4.

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 000 დოლარი

ფინალი

მილოშ რაონიჩი (კან, 3)-დენის ისტომინი (უზბ) 7:6(3), 6:2.

Open Sud de France

მონპელიე (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 450 000 ევრო

ფინალი

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 1)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:3, 4:6, 6:4.

ძალიან დამაჯერებელად მოიგო ქალებს შორის დოჰას ტურნირი ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ახალ სეზონში დაახლოებით ისეთი ტემპი აკრიფა, როგორიც 2011 წლის დასაწყისში ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰქონდა.

აზარენკას ამ სეზონში წაგება არ აქვს, უკვე ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგო და მესამე ტიტული მოიპოვა. ბელარუსმა არანაირი შანსი არ დაუტოვა ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონს სამანტა სტოსურს.

აზარენკას 67 წუთი დასჭირდა ავსტრალიელის გასანადგურებლად. ვიქტორიას უპირატესობაზე ნათლად მეტყველებს ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი - სტოსურმა მეტოქის გეიმებზე სულ 7 გათამაშება მოიგო, აზარენკამ კი ხუთი ბრეიკის გაკეთება მოასწრო და 6:1, 6:2 გაიმარჯვა.

ბელარუსს მანამდე ოთხიდან ოთხი წაგება ჰქონდა სტოსურთან და ახლა ყველა ძველი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

ამ ტიტულისთვის, რომელიც მე-11 იყო აზარენკას კარიერაში, ბელარუსმა ჩოგბურთელმა 900 სარეიტინგო ქულა მიიღო და კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან მარია შარაპოვასთან 1500 ქულამდე გაზარდა უპირატესობა. ასე რომ, უახლოეს პერიოდში მის ლიდერობას არაფერი ემუქრება.

დოჰას ტურნირის პარალელურად ბოგოტაში WTA-ის სერიის რიგითი ტურნირი მიმდინარეობდა. აქ შემადგენლობა ძალიან სუსტი იყო და თავის გამოჩენის შანსი მიიღეს რანგით დაბალმა ჩოგბურთელებმა. მაგალითად, რუსმა ალექსანდრა პანოვამ, რომელიც დიდი ხანია პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება, მაგრამ მისი საუკეთესო შედეგი ტაშკენტსა და გუანგჯოუში მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაში იყო. ახლა კი 22 წლის რუსმა ერთბაშად ფინალში გააღწია. მისი მეტოქე ნაკლებად ცნობილი ესპანელი ლარა არუაბარენა-ვესინო იყო, რომლისთვისაც ეს გახლდათ მესამე ტურნირი WTA-ის ტურში.

რუსმა ძალიან ცუდად დაიწყო ფინალი - საწყის ოთხ გეიმში მხოლოდ ორი გათამაშება მოიგო. შემდეგ მან თანდათან იპოვნა თავისი თამაში, მაგრამ პირველ სეტში გამარჯვებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მეორე სეტშიც რუსი მუდმივად მდევრის როლში გახლდათ, სამჯერ დაიბრუნა ბრეიკი, მაგრამ მაშინვე აგებდა საკუთარ მოწოდებას. პანოვამ ბოლომდე იბრძოლა, ოთხი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ბოლოს მაინც დაუთმო ტიტული ესპანელს.

Qatar Ladies Open

დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 170 000 დოლარი

ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 3) 6:1, 6:2.

Copa BBVA-Colsanitas

ბოგოტა (კოლუმბია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ლარა არუაბარენა-ვესინო (ესპ)-ალექსანდრა პანოვა (რუს) 6:2, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია