საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების მორიგი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშების მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო. "ბორჯღალოსნები" შაბათს, 25 თებერვალს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ჩვენმა მორაგბეებმა გუშინ, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" პირველი ვარჯიში გამართეს. გამოძახებულთაგან მხოლოდ ხუთ ლეგიონერს არ უვარჯიშია.  მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ლაშა მალაღურაძე, დიმიტრი ბასილაია და რეზო ბელქანია საფრანგეთიდან დღეს გამთენისას ჩამოვიდოდნენ.

ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით მილტონ ჰეიგმა ამჯერად გამოიძახა პირველხაზელები ვასილ კაკოვინი, დავით ქუბრიაშვილი და რეზო ბელქანია. სავარაუდოდ, მეორე ხაზში ითამაშებს გიორგი ჩხაიძე, მის ადგილს კი მესამე ხაზში შალვა სუთიაშვილი დაიკავებს. მესამე ხაზს დაემატა მამუკა გორგოძე და ვიქტორ კოლელიშვილი.

ცხრა ნომრის პოზიციაზე გამოძახებულთა შორის არ არის ირაკლი აბუსერიძე. პორტუგალიელებთან სათამაშოდ აქ ბიძინა სამხარაძე და გიორგი ბეგაძე მოემზადებიან. არ მოუწვევიათ ასევე ფულბეკად მოთამაშე რეზო გიგაურიც. კვლავ არ არის ნაკრებში შუამარბი თედო ზიბზიბაძე.

ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა ჩვენი, მეტოქის პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმაც. აღსანიშნავია, რომ "ლობუშები" თბილისში საბრძოლო შემადგენლობით გვეწვევიან.

პორტუგალიელების ბანაკში სულ რვა ლეგიონერია. მათ შორისაა იაპონიის "ჰონდაში" მოთამაშე ჟოზეფ გარდნერი, რომელიც შარშან მგეზავად ირჯებოდა, ამჯერად კი რუსეთის ნაკრებთან ფულბეკად ათამაშეს და გაფართოებულ შემადგენლობაშიც ამ პოზიციაზეა მოხსენიებული.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში ორი შეხვედრა გამართა და ორივეში დამარცხდა. "ლობუშებმა" ჯერ სტუმრად წააგეს რუმიენთის ნაკრებთან 15:7, მერე კი შინ ვერას გახდნენ რუსებთან - 32:33.

საქართველოს ნაკრები:

პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ბრივი), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე-ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორიივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).

#9 ბიძინა სამარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV)

#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).

#12-13: მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (ნიცა),

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი შკინინი, ირაკლი ჩხიკვაძე (ორივე-არმია).

#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (გდინია).

პორტუგალიის ნაკრები

პირველი ხაზი: მიქაელ დიასი, ჟოაო ჟუნიორი, დუარტე ფორო, ვსაკუ მარკესი (ოთხივე-კდული), ჟოზე და კოსტა (აგრონომია), ჟორჟე სეგურადო (დირეიტო), ჟოაო მატეუში (აკადემიკა), კრისტიან სპაშუკი (ბურგუენი), ჟუან მურე (სენტ ეტიენი), მაიკ ტაჯერი (მასი).

მეორე ხაზი: რუი დორეი, გონსალო უვა (ორივე-დირეიტო), დუარტე გილი (კდულიი), დავიდ პენალვა (მონტობანი), დავიდ დოს რეისი (ნიმი).

მესამე ხაზი: ჟოაო პალვა (აგრონომია), ვასკო უვა, ლუის სოუსა (ორივე-დირეიტო), სალვადორი ვასალო (კასკაისი), ჟულიენ ბარდი (კლერმონი).

#9: პედრო ლეალი (ნიცა), ფრანსისკო პინტუ (კდული)

#10: იანიკ რიკარდო (კასტანე), ნუნო კოსტა (კდული), დიოგო მირანდა (ბელენენსეში).

#12-13: კარლ მურეი, ბერნარდო სილვეირა, ფრედერიკო ოლივეირა, ფრასნისკო აპელტონი (ოთხივე-კდული), ბაირონ გოდფრი (როტერჰემი).

#11-14: ადერიტო ესტევეში (დირეიტო), გონსალო ფორო (კდული), ჟოზე ლიმა (აგრონომია).

#15: ანტონიო აგილარი (დირეიტო), ჯოზეფ გარდნერი (ჰონდა).

ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა რუმინელთა დროებითმა თავკაცმა მარიუს ტინკუმაც. "მუხის ფოთლებში" ცვლილება არ მომხდარა. ტრავმის გამო გუნდს კვლავ აკლია საუკეთესო რუმინელი მორაგბე, მესამე ხაზელი ოვიდიუ ტონიცა.

რუმინელები შაბათს, რუსეთის ნაკრებს სოჭში დაუპირისპირდებიან.

რუმინეთის ნაკრები

შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადოი, მიჰაი მაკოვეი (სამივე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), პეტრუ ტამბა, ვლად ბადალიჩესკუ, ფრავიუს დობრე, კოზმინ რატიუ (ოთხივე-დინამო), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ბოგდან პეტრეანუ (ფარული).

უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი) ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (ორივე-სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალია, კრისტიან დინისი, იონუც ნიაჩსუ, გეორგ კატუნა (ოთხივე-ბაია მარე), იულიან დუმიტრაში (ლურდი), ადრიან აპოსტოლი, კონსტანტინ გეარა (ორივე-ფარული), კატალინ ნიკოლაე (დინამო).

ერთა თასი 2012

თ მ ფ წ ბ ქ

1.რუმინეთი 1 1 0 0 +8 4

2.ესპანეთი 1 1 0 0 +7 4

3.რუსეთი 1 1 0 0 +1 4

4.პორტუგალია 2 0 0 2 -9 2

5.საქართველო 1 0 0 1 -7 1

6.უკრაინა 0 0 0 0 0 0

ორი წლის ჯამი

თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 6 5 0 1 +126 23

2.რუმინეთი 6 4 0 2 +105 20

3.პორტუგალია 7 3 0 4 +6 16

4.რუსეთი 6 3 0 3 +3 15

5.ესპანეთი 6 3 0 3 -26 14

6.უკრაინა 5 0 0 5 -164 0

III ტური

25 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია, რუსეთი-რუმინეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად