ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დრიბლინგი ევროპაში: ცხოვრება რთულია, ინტერისტობა ურთულესი...

დრიბლინგი ევროპაში: ცხოვრება რთულია, ინტერისტობა ურთულესი...

მუნტარი და ლობიო, ძანეტი და ფილიპო, ცოცხლად დამარხული ანდრე, უბედური ბანეგა და რა თქმა უნდა, რეჰაკლე(სი)
ადვილი კარაქიანი პურის ჭამააო, იტყვიან "ინტერის" ფანები და რა საკვირველია, მართლებიც იქნებიან. სულეი ალი მუნტარი (თუ, როგორც ქვია) შეიძლება შემეკამათოს, მანდ კარაქიანი პურის ნაცვლად ლობიო უნდა ყოფილიყოო. რა შუაშია? წაიკითხეთ...

იტალია

ჯერ "ყველაზე მთავარი" ამბავი: სულეი ალი მუნტარის ყელში ამოუვიდა ის, რომ სულეი ალი მუნტარის ეძახიან და ცოტა არ იყოს, ხმამაღლა თქვა, მე მუნტარი ალი სულეი მქვია და სულეი მუნტარის ნუ მეძახითო. ა-ჰა!

სხვათა შორის, "ინტერში" ყოფნისას "ბიდონეს" უწოდებდნენ, რაც ნაგვის ურნას ნიშნავს, საფეხბურთო თვალსაზრისით კი ეს "ნერაძურიში" უკიდურესი შეურაცხყოფაა - გინდა ასეთი ფეხბურთელი გყოლია განაცხადში და გინდა... ჰმმმ... კიტრი.

ისე, "ინტერის" ქომაგებს არაერთი "ბიდონე" (მრავლობითში "ბიდონი") ახსოვთ და სხვათა შორის, საკმარისია, ამ გუნდში რომელიმე მოთამაშემ "კიტრის" სტატუსი მიიღოს, რომ ერთადერთი გამოსავალი რჩება: გადავიდეს "მილანში"!

ცოტა ხნის წინ სულეისაც (თუ მუნტარის, ან, მოკლედ, როგორც არის) ასეთი სტატუსი და ბედი ხვდა წილად და მან "ინტერის" ფორმა "მილანის" ფორმაზე გაცვალა. 27 წლის განელი ნახევარმცველი "ინტერს" თავის დროზე (2008-ში) 14 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ "ნერაძურიში" ხეირიანი ვერაფერი გააკეთა და მისი ფასი იმდენად დაეცა (კიტრი ხომ ფეხბურთელზე გაცილებით იაფია), რომ "ინტერმა" თავისი მორიგი "ბიდონე" იანვარში "მილანს" უფასოდ ათხოვა. "როსონერიში" კი ამ პატიოსან კაცს კვირას ჰქონდა დებიუტი და მერე როგორი - მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ასე განსაჯეთ, სადებიუტო მატჩში გოლიც კი გაიტანა.

არა, არა, როგორ გეკადრებათ - ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ისტორიას არაერთი ისეთი ფეხბურთელი ახსოვს, რომელსაც "ინტერში" არაფერი გამოუვიდა, "მილანში" კი ფრენა დაიწყო.

მაგალითად, კლარენს ზეედორფი, რომელიც ერთ დროს სწორედ "ინტერში" თამაშობდა, სანამ "მილანს" ფრანჩესკო კოკოში (აბა, ვის ახსოვს ეს კაცი?) არ გაუცვალეს. ამის შემდეგ ზეედორფი ისევ ნაღდი ზეედორფი გახდა. ან ანდრეა პირლოს მაგალითის მოყვანა რად ღირს, რომელსაც "ინტერის" ფანები "პირლას" უწოდებდნენ, რაც მილანურ დიალექტდზე მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. გადავიდა პირლო მილანში და... ამ ისტორიის გაგრძელება ყველამ იცის!

"თქვენ ალბათ გინება ატეხეთ, როცა მუნტარიმ მილანის ფორმით გოლი გაიტანა..." - კბილები დაუკრიჭა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კვირას "ინტერის" თავკაც კლაუდიო რანიერის.

"სისულელეა! ჩვენი ბედის ამბავი რომ ვიცი, "მილანის" ფორმით "ინტერის" მამასახლისიც კი გოლების გატანას დაიწყებს," - არანაკლებ გემრიელი იყო რანიერის პასუხიც.

მართალია, "ინტერის" მამასახლის-ზავხოსი 60 წლისაა, მაგრამ მერე რა - ამ ისტორიების ფონზე ასეთი რისკი ნამდვილად გამართლებული იქნებოდა...

ზოგადად, "ინტერის" გულით ტარება დღესდღეობით იმის ტოლფასია, რომ ათასი ნემსი გქონდეს შერჭობილი. პარასკევს "ნერაძურიმ" მორიგი აბსურდი ჩაიდინა და საკუთარ მოედანზე "ბოლონიასთან" 0:3 დამარცხდა. მოგეხსენებათ, იტალიელებს იუმორი უვარგათ და თუ "ინტერის" ფანებს სატირული განწყობის სურვილი ჯერ კიდევ შერჩათ, იმას მაინც იტყოდნენ, "ჯუზეპე მეაცაზე" მისვლა ბოლონიელთა გოლების ნახვად მაინც ღირდაო.

აი, 9 წლის ფილიპოს კი ხუმრობისთვის ნაღდად აღარ სცხელოდა. ამ "ბამბინომ" ტრიბუნაზე ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი გაშალა: "შეგიძლიათ, რომ მოიგოთ? სკოლაში უკვე მაგრად დამცინიან! გრაციე!"

ინტერისტებმა ფილიპოს თხოვნა ვერ შეუსრულეს და ბალანსი "გააუმჯობესეს" - ერთი ფრე, ხუთი წაგება, ბურთების შეფარდება 4:15 ბოლო ექვს მატჩში. მეორე დღეს, ტურინში (იუვენტუსი-კატანია 3:1) ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი გამოჩნდა: "ფილიპო, ან სკოლა გამოიცვალე, ანაც გუნდი, რომელსაც ქომაგობ!"

ფილიპოსი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ისევ ღვაწლმოსილ და პატიოსან ხავიერ ძანეტის შერცხვა. "ნერაძურის" არგენტინელმა კაპიტანმა კვირას ეს ბავშვი ბაზაზე დაპატიჟა. შეწუხებული იყო ანდრეა რანოკიაც. მან და ძანეტიმ ფილიპოს სახალხოდ დაუჩოქეს და ბოდიში მოუხადეს.

მერე ძანეტი ფილიპოს სახლშიც ესტუმრა და მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, მანამდე კი, ბავშვი რანიერისაც შეახვედრეს და ფილიპომ "ინტერის" თავკაცს უთხრა, ბიჭები კარისკენ ძალიან იშვიათად ურტყამენ და რა გასაკვირია, რომ გოლები ვერ გაგვაქვსო. მშვენიერი შენიშვნაა და თუ "ინტერმა" შედეგები მაინც არ გამოასწორა, ფილიპოს, ბოლოს და ბოლოს, მართლა შეუძლია სკოლის ან გუნდის გამოცვლა...

ინგლისი

"სტივენეიჯი", "ლესტერი", "ბირმინგემი" - ეს უქმეები სათასო ბატალიებზე ქვედალიგელთათვის ძალიან კარგი გამოვიდა. გამონაკლისი მხოლოდ "ბრაიტონი" გახლდათ, რომელიც "ლივერპულთან" 1:6 განადგურდა. საინტერესო ის არის, რომ ბრაიტონელებმა ორი გენიალური რამ მოახერხეს: ჯერ ერთი, ლივერპულელთა ფორვარდი ენდი კეროლი მართლა კარგ თავდამსხმელად წარმოაჩინეს და მეორე: ერთბაშად სამი ავტოგოლი გაიტანეს (ორჯერ ლიამ ბრიკუტი შერცხვა, ერთხელაც ლუის დანკი). ასოციაციის თასის 140-წლიან ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა! თუ დაინტერესდებით, განსაკუთრებით დანკის ავტოგოლის ნახვა ღირს...

აღსანიშნავია, რომ "ბრაიტონის" მფლობელი ტონი ბლუმი პოკერის პროფესიონალი მოთამაშეა, რომელმაც მილიონები საფეხბურთო მატჩებზე ფულის დადებით იშოვნა...

არა, არა, ეს როგორ იფიქრეთ?! რა თქმა უნდა, დამთხვევაა, შემთხვევითობა და მეტი არაფერი.

ტაბლოიდმა "სანმა" "ბირმინგემთან" 1:1-ის შემდეგ "ჩელსის" მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში არა მარტო მოკლა, არამედ დამარხა კიდეც. "ღIP AVB: იხილე ნეაპოლიც და მოკვდი" - წერდა ინგლისური გაზეთი გემოვნებიანად.

პორტუგალიელის თავზე უკვე ჭექა-ქუხილია და დიდია იმის შანსი, რომ როცა თქვენ ამ ყველაფერს კითხულობთ, ვილაშ-ბოაში უკვე გათავისუფლებულიც იყოს. "ჩელსის" გამოცდილი ფეხბურთელები მის რეფორმებს არ აღიარებენ და ამასობაში, ჟოზე მოურინიომაც წამოყო თავი.

მართალია, ჟოზემ "ჩელსის" ფანებს ვილაშ-ბოაშის მხარდაჭერისკენ მოუწოდა (მე უკვე წარსული ვარ, ყველამ ერთად უნდა იბრძოლოთო), მაგრამ იქვე დასძინა, რომ ლონდონელ ფეხბურთელებს ანდრეს სტილი არ მოსწონთ და რაც მთავარია, ჟოზემ თქვა, რომ ლონდონში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

თავად ვილაშ-ბოაშს ცხადია, ისიც არ მოეწონა, რომ "სქაის" ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს ორჯერ "ჟოზე" დაუძახა...

რა საკვირველია, შემთხვევით...

ხანდახან არსენ ვენგერიც გამოდის ხოლმე წყობიდან. "რჩევებს ისეთი ადამიანები მაძლევენ, რომლებსაც საფეხბურთო კლუბი არასდროს გაუწვრთნიათ," - კბილებში გამოსცრა "არსენალის" თავკაცმა "სანდერლენდთან" 0:2-ის შემდეგ, რაც ლონდონური კლუბისთვის ზედიზედ მეშვიდე უტიტულო სეზონს ნიშნავს.

იქნებ ჩვენ ვცდებით? მართალია, ვენგერს არ სჯერა ზღაპრების და "მილანთან" 0:4-ის შემოტრიალებაზე არ საუბრობს, მაგრამ არსენმა თქვა, რომ მისთვის პრემიერლიგაში მეოთხე ადგილის დაკავებაც ტიტული იქნება. საინტერესოა, რას იტყვიან ამ ვირტუალურ ტროფეიზე "არსენალის" ფანები.

ესპანეთი

"ვალენსიამ" "ბარსელონასთან" 1:5 კი წააგო, მაგრამ "ღამურები" თავს ისე გრძნობდნენ, როგორც 1:10-ის შემდეგ. ევერ ბანეგას არ უთამაშია, ტრავმირებული იყო და მიზეზს არ იკითხავთ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: არგენტინელმა გადაწყვიტა, კვირას, თავისუფალი დრო თავისი ავტომობილისთვის მიეძღვნა - გარეცხა, გაასუფთავა და მერე საწვავის ავზიც გაავსო - დაუჯერებელია, მაგრამ ბანეგას ხელის მუხრუჭის ამოწევა ან სიჩქარეში ჩაგდება დაავიწყდა, მანქანა დაგორდა და ევერს ფეხზე გადაუარა. დიაგნოზი: ექვსთვიანი პაუზა!

ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ვალენსიელებმა ბანეგა ბარსელონაში მხოლოდ იმიტომ არ წაიყვანეს, რომ მცირე ტრავმა აწუხებდა და მისი თამაში სარისკო იქნებოდა. სახლში დარჩენილმა კი ათჯერ უარესი ტრავმა მიიღო და თანაც, როგორ სიტუაციაში...

რა ბედი ელით ჟოზეს და პეპს? გამორიცხული ნამდვილად არ არის ის, რომ "რეალს" და "ბარსას" მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელები ჰყავდეთ. გვარდიოლა "ბარსელონადან" აბარგებაზე რომ ფიქრობს, ამაში ახალი არაფერია. ამას პეპი დიდი ხანია, არ გამორიცხავს, მაგრამ ამ უქმეებზე უფრო კონკრეტულად ილაპარაკა - თუ უტიტულოდ დავრჩებით, დღის წესრიგში ჩემი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგესო.

მოურინიოს მდგომარეობაც ასეთივეა, ოღონდ განსხვავებული კრიტერიუმით. ჟოზე თავის მომავალს არ ხდის იმაზე დამოკიდებულს, მოიგებს თუ არა "რეალი" ჩემპიონთა ლიგას. მეტსაც გეტყვით: ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, ჟოზეს მადრიდიდან აბარგება ძალიან რეალური გახდება, რადგან:

"პორტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და წავედი. მერე "ინტერთან" ერთადაც მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და იქიდანაც წამოვედი. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა "რეალშიც" მოვიგო," - განაცხადა მოურინიომ მოსკოვში გამგზავრებამდე. გუშინ "სამეფო გუნდი" ხომ ცსკა-ს სტუმრობდა.

გერმანია

გასულ უქმეებზე ბერლინში ორი ძალიან ხმაურიანი ამბავი მოხდა: ბუნდესპრეზიდენტი კრისტიან ვულფი გადადგა, ოტო რეჰაგელი კი "ჰერტას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს ორი მოვლენა გაოცების ეფექტის თვალსაზრისით ერთმანეთს რომ შევადაროთ, ბუნდესლიგის ამ სიახლემ გერმანიის მთავრობის სიახლე დაჩრდილა!

"მეფე ოტო" არც მეტი, არც ნაკლები, 73 წლისაა და პირველივე პრესკონფერენციაზე თქვა, სანამ ცოცხალი ვარ, გამოწვევები და დაძაბულობა მჭირდებაო. სერ ალექს ფერგიუსონი 70 წლისაა და სიბერე არ ეტყობა; ჯოვანი ტრაპატონი 72 წლის ასაკში ძველებურად ენერგიულია და ირლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიჰყავს; ვითომ, რეჰაგელი რითია ან ერთზე, ან მეორეზე ნაკლები?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• margal

magrai stadiaa bravo gansakutrebit intertan dakavshirebit magrebi xart.

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე