ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ბაიერნი" ნირწამხდარია, "ინტერი" - არეული

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ბაიერნი" ნირწამხდარია, "ინტერი" - არეული

"მარსელთან" მატჩს კლაუდიო რანიერი და მილანელები უხასიათოდ ხვდებიან
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები

ბაზელი-ბაიერნი 23:45

"ფრაიბურგთან" 0:0-მა და მესამე ადგილზე ჩამოქვეითებამ მიუნხენში ყველას ხასიათი წაუხდინა. ერთადერთი ბაიერნელი, რომელსაც ხსენებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის სურვილი (ან უფლება) ჰქონდა, კაპიტანი ფილიპ ლამი გახლდათ, რომელმაც თქვა, თუ "ბაზელთანაც" ისე ვითამაშებთ, როგორ დღეს პირველ ტაიმში ვითამაშეთ, წარმატების შანსი არ გვექნებაო და იქვე დასძინა, რომ ბუნდესლიგაში წარუმატებლობის გამო "ბაიერნი" "ბაზელთან" არ იქნება ისეთი თავდაჯერებული, როგორც საჭიროა.

არადა, "სტ. იაკობ პარკზე" გასამართი დღევანდელი მატჩი რეკორდმაისტერისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია - ბავარიელები ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ოცნებობენ, რომელიც 19 მაისს მიუნხენში, მათსავე "ალიანს არენაზე" გაიმართება. "ბაიერნი" დღეს ისეთ ფორმაშია, რომ ეს ოცნება უტოპიად მოჩანს, მაგრამ იუპ ჰაინკესის გუნდი "ბაზელთან" მაინც ფავორიტია.

ცნობილი შვეიცარიელი ექს-ფეხბურთელი ჩირიაკო სფორცა, რომელიც "ბაიერნში" თამაშობდა, დღეს კი ციურიხის "გრასჰოპერსს" წვრთნის, მიუნხენელებს აფრთხილებს:

"ბაზელი" ძალიან კარგად შეთამაშებული გუნდია, რომელსაც მარკო შტრელერისა და ალექს ფრაის სახით ორი შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავს. ასე რომ, მიუნხენელები მაგრად მიჰქარავენ, თუ "ბაზელთან" მატჩებს ზერელედ მიუდგებიან", - სფორცას აზრით, შვეიცარიული გრანდის სუსტი წერტილი დღეს დაცვის ხაზია.

მატჩს ინტრიგას მატებს ის ფაქტი, რომ "ბაზელის" მთავარი "მარგალიტი" ჯერდან შაჩირი მომავალი ბავარიელია. თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე გაანაწყენა მიუნხენელები, როცა თქვა, რომ შუა აგვისტოში ოლიმპიადაზე თამაში უნდა. ორი აზრი არ არსებობს: შაჩირი მომავალი კლუბის წინააღმდეგ უაღრესად მოტივირებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ბავარიელთა მარცხენა მცველ ფილიპ ლამს დიდი ჯაფა დაადგება.

რაკი "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში არიენ რობენის დაბრუნება ივარაუდება, ჰაინკესმა უნდა გადაწყვიტოს, 4-2-3-1 სქემაში გამთამაშებლის პოზიციაზე თომას მიულერი ურჩევნია და ტონი კროოსს საყრდენად ათამაშებს, თუ უფრო დაცვაზე ორიენტირებული ვარიანტი სურს და საყრდენებად ლუის გუსტავოსა და ანატოლი ტიმოშჩუკის წყვილს გაამწესებს, რაც სასტარტოდან კროოსის ან მიულერის ამოვარდნას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი ტრავმირებულია. ისე, "ფრაიბურგთან" მატჩის შემდეგ მიუნხენელებისთვის სასტარტო შემადგენლობაზე უფრო მნიშვნელოვანი განწყობა და საქმისადმი მიდგომა უნდა იყოს.

ბოლო დროს შვეიცარიის ჩემპიონატში ვერც "ბაზელი" ბრწყინავს: ჰაიკო ფოგელის ბიჭებმა ზამთრის შესვენების შემდეგ ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე ფრედ დაასრულეს. თუმცა უახლოეს მდევარ "იანგ ბოიზთან" 2:2 ცუდი შედეგი არ იყო და თანაც, "ბაზელი" დედაქალაქელ მდევარს ჯერ კიდევ 6 ქულით უსწრებს. ფოგელი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მისი გუნდი "ბაიერნთან" შეხვედრაში იდეალურად კონცენტრირებული იქნება.

"უბრალოდ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ჩვენი მწვრთნელი "ბაიერნს" ძალიან კარგად იცნობს და დარწმუნებული ვარ, კარგი რამე-რუმეები ექნება მოფიქრებული," - ეს შვეიცარიელთა კაპიტნის, შტრელერის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-4-2): ზომერი - ფ. დეგენი, აბრაამი, დრაგოვიჩი, შტაინჰიოფერი - შაჩირი, ჰუგელი, ჯაკა, შტოკერი - შტრელერი, ა. ფრაი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.

არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

მარსელი-ინტერი 23:45

ბოლო დროს "ინტერის" საშინაო მატჩების დროს "ჯუზეპე მეაცაზე" ხმაური მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ იწყება ხოლმე და უკიდურესად ნეგატიურია, რადგან "ნერაძურის" ტიფოზები უსტვენენ, ილანძღებიან და თავიანთ გმირს, ჟოზე მოურინიოს უხმობენ. მიზეზი: "ინტერი" თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უარეს სეზონს ატარებს.

მარსელის "ოლიმპიკთან" უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩის წინ კლაუდიო რანიერიმ აღიარა, რომ ზედიზედ შვიდი მოგებით დაწყება კარგი იყო, მაგრამ ახლა გუნდი ისევ არეულია. ეს ძალიან რბილი ნათქვამია, რადგან "ნოვარასთან" და "ბოლონიასთან" განცდილი კრახები გაცილებით უარესზე მეტყველებს და იტალიელი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ წარუმატებლობათა სერია "მარსელთანაც" გაგრძელდება, მასიმო მორატი რანიერის იქვე გაუშვებს, საიდანაც მოიყვანა. თუმცა კლაუდიოს სჯერა, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება:

"დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. "მარსელი" უნდა გავაგდოთ და სეზონი უნდა გადავარჩინოთ", - თქვა მან მატჩის წინ.

ჩემპიონთა ლიგა და შესაბამისად, დღევანდელი მატჩიც, "ინტერისთვის" ამ სეზონის ტიტულით დასრულების უკანასკნელი შანსია, რადგან ნერაძური იტალიის თასიდან გავარდნილია, ჩემპიონატში კი უკვე ათი წაგება აქვს და ლიდერ "მილანს" 14 ქულით ჩამორჩება, რაც 1946/47 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია.

სხვათა შორის, ეს სეზონი "მარსელმაც" საშინლად დაიწყო, მაგრამ მერე დიდიე დეშამის შეგირდებმა შესანიშნავი სერია "გამოაცხვეს": ველოდრომელებს საფრანგეთის ჩემპიონატში 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "ინტერთან" საშინაო მატჩში პოზიტიური შედეგი დავაფიქსიროთ," - ეს დეშამის სიტყვებია, რომელიც დღეს თავის ტოპ-თავდამსხმელ ლოიკ რემის (9 გოლი საფრანგეთის პირველობაზე, 2 - ჩემპიონთა ლიგაში) ტრავმის გამო ვერ გამოიყენებს.

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ნკულუ, მორელი - კაბორე, შეირუ - ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ - ბრანდაო.

ინტერი (4-4-1-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ხ. ძანეტი, პალომბო, კამბიასო, პოლი - სნეიდერი - დ. მილიტო.

არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

ევროპალიგა. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩი

22 თებერვალი

მანჩესტერ სიტი-პორტუ 21:00 (2:1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...

"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს